იკიგაი
იკიგაი (იაპონ. 生き甲斐, „ცხოვრების არსი“) — იაპონური კონცეპცია, რომელიც აღწერს იმ პირად მნიშვნელობას, რასაც ადამიანი თავის ცხოვრებას ანიჭებს.[1]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი „იკიგაის“ განმარტავს, როგორც: “მოტივაციის ძალა; როცა რაიმე ან ვინმე აძლევს ადამიანს სიცოცხლის მიზეზს“. უფრო ფართოდ, ის შეიძლება აღნიშნავდეს რაღაცას, რაც სიამოვნებას ან კმაყოფილებას გვანიჭებს.[2]
ტერმინი შედგება ორი იაპონური სიტყვისგან: იკი (生き, რაც ნიშნავს “სიცოცხლეს; ცოცხალს“) და გაი (甲斐, რაც ნიშნავს “ღირებულებას“). იკიგაის მნიშვნელობა სიტყვასიტყვით “ღირებული ცხოვრება“ იქნებოდა.
ჰექტორ გარსიამ და ფრანსესკ მირალესმა, საკუთარ წიგნში „იკიგაი: იაპონური საიდუმლო გრძელი და ბედნიერი ცხოვრებისთვის“, ახსნეს: “ეს იაპონური კონცეფცია, რომელიც დაახლოებით ითარგმნება როგორც 'სტაბილური დაკავებულობის ბედნიერება' , მსგავსია ლოგოთერაპიისა, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ მიდის."[3] იაპონური მთავრობის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია: “ეს არის ფართო კონცეფცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ რა ანიჭებს ღირებულებას და სიხარულს ადამიანს ცხოვრებაში: იქნება ესენი ადამიანები, როგორიცაა თქვენი შვილები ან მეგობრები, ან საქმიანობები, მათ შორის სამსახური და ჰობი.“[4]
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იკიგაი შეიძლება აღიწეროს, როგორც ცხოვრებისეული მიზნის შეგრძნება,[5][6] აგრეთვე მოტივაციის არსებობა.[7] მიჩიკო კუმანოს კვლევის მიხედვით, იაპონურ კონტექსტში, იკიგაის შეგრძნება უკავშირდება მიღწევისა და სრულყოფილების იმ გრძნობას, რომელიც თან სდევს ადამიანების მიერ საკუთარი ვნებების დევნას.[8] იკიგაის გამომწვევი საქმიანობები არ არის ადამიანზე იძულებით დაკისრებული; ისინი აღიქმება როგორც სპონტანური და ნებაყოფლობითი; შესაბამისად, პიროვნული და დამოკიდებული ადამიანის შინაგან სამყაროზე.[9][10][11][12]
იაპონელი ფსიქოლოგის, კაცუია ინოუეს მიხედვით, იკიგაი შედგება ორი ასპექტისგან: “ცხოვრებისეული ღირებულების ან აზრის მომცემი წყაროები ან ობიექტები“ და “გრძნობა იმისა, რომ ცხოვრებას აქვს ღირებულება ან აზრი მისი წყაროს ან ობიექტის არსებობის გამო“.
ინოუე იკიგაის სოციალური პერსპექტიდან აკლასიფიცირებს სამ მიმართულებად:
- სოციალური იკიგაი: საზოგადოების მიერ მიღებული, მოხალისეობრივი საქმიანობები და საზოგადოებრივი აქტივობები;
- ასოციალური იკიგაი: საზოგადოებასთან პირდაპირ დაუკავშირებელი, როგორიცაა რწმენა ან თვითდისციპლინა;
- ანტი-სოციალური იკიგაი: სიცოცხლის ძირითადი მოტივაციაა ნეგატიური ემოციები, მაგალითად, სიძულვილი ან შურისძიების სურვილი.[13]
National Geographic-ის რეპორტიორმა, დან ბუეტნერმა იკიგაი დაასახელა ოკინავის მოსახლეობის ხანგრძლივი ცხოვრების ერთ-ერთ მიზეზად.[14][4] ბუეტნერის თქმით, ოკინაველებს ნაკლებად აინტერესებთ პენსიაზე გასვლა; ისინი აგრძელებენ საყვარელი საქმით დაკავებას მანამდე, სანამ ჯანმრთელნი არიან. მოაი, მჭიდრო მეგობრული წრე, ასევე ითვლება ოკინაველთა ხანგრძლივი სიცოცხლის მნიშვნელოვან მიზეზად.[3]
პირველადი პოპულარიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იკიგაი პირველად პოპულარიზდა იაპონელი ფსიქიატრისა და აკადემიური მოღვაწის, მიეკო კამიას მიერ, მის 1966 წელს დაწერილ წიგნში “სიცოცხლის აზრის შესახებ“ (生きがいについて, ikigai ni tsuite).[15]
იკიგაის მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960-იან, 1970-იან და 1980-იან წლებში იკიგაის გამოვლენის ორი ძირითადი ფორმა იქნა გააზრებული:
- საზოგადოების გაუმჯობესება – “საკუთარი სურვილების სხვებისთვის დაქვემდებარება“;
- საკუთარი თავის სრულყოფა – “საკუთარი გზის გაყოლა“.[16]
ანთროპოლოგ ჩიკაკო ოზავა-დე სილვას მიხედვით, იაპონიაში:
- უფროსი თაობისთვის იკიგაი გულისხმობდა “კომპანიისა და ოჯახის სტანდარტული მოდელის შექმნას“;
- ახალგაზრდა თაობა კი იკიგაის აღიქვამს, როგორც “რეალურ ოცნებებს მომავლის შესახებ“.[17]
კვლევებმა აჩვენა, რომ პირებს, რომლებიც არ გრძნობენ იკიგაის, აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობა. თუმცა, არ დადგინდა კორელაცია ავთვისებიანი სიმსივნებიის განვითარებას და იკიგაის შორის.[18][19]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: იკიგაი- "Factors associated with 'Ikigai' among members of a public temporary employment agency for seniors (Silver Human Resources Centre) in Japan; gender differences", Health and Quality of Life Outcomes. 2006; 4:12 (retrieved Nov 2008).
- "Ikigai and Mortality" Psychology Today. 17 Sep 2008 (retrieved Jan 2010).
- "Dan Buettner: How to live to be 100+" TED talk about longevity that explains the word in the Okinawan context. Jan 2010.
- Japan's formula for life satisfaction. By Lily Crossley-Baxter, 11 May 2020, bbc.com.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Y., Kotera; G., Kaluzeviciute; Gulcan, Garip; Kirsten, McEwan; Katy, Chamberlain (2021). „Health Benefits of Ikigai: A Review of Literature“. Concurrent Disorders Society Publishing.
- ↑ ikigai (მე-3 რედ.), Oxford University Press, სექტემბერი 2005, https://www.oed.com/view/Entry/74433529. წაკითხვის თარიღი: 24 July 2021 (გამოწერას ან გაერთიანებული სამეფოს საჯარო ბიბლიოთეკის წევრობას საჭიროებს.)
- ↑ 3.0 3.1 García, Héctor; Miralles, Francesc (2017) Ikigai: The Japanese Secret to a Long and Happy Life. Penguin Books. ISBN 978-0143130727.
- ↑ 4.0 4.1 Ikigai: The Japanese Secret to a Joyful Life (2024-02-29). ციტირების თარიღი: 2024-04-13
- ↑ Schippers, Michaéla (2017-06-16). IKIGAI: Reflection on Life Goals Optimizes Performance and Happiness (en). Erasmus Research Institute of Management, Erasmus University Rotterdam. ISBN 978-90-5892-484-1.
- ↑ Mathews, Gordon (1996). „The Stuff of Dreams, Fading: Ikigai and "The Japanese Self"“. Ethos. 24 (4): 718–747. doi:10.1525/eth.1996.24.4.02a00060. ISSN 0091-2131. JSTOR 640520.
- ↑ Schippers, Michaéla C.; Ziegler, Niklas (2019-12-13). „Life Crafting as a Way to Find Purpose and Meaning in Life“. Frontiers in Psychology. 10: 2778. doi:10.3389/fpsyg.2019.02778. ISSN 1664-1078. PMC 6923189. PMID 31920827.
- ↑ Kumano, Michiko (2018-06-01). „On the Concept of Well-Being in Japan: Feeling Shiawase as Hedonic Well-Being and Feeling Ikigai as Eudaimonic Well-Being“. Applied Research in Quality of Life (ინგლისური). 13 (2): 419–433. doi:10.1007/s11482-017-9532-9. ISSN 1871-2576. S2CID 149162906.
- ↑ Nakanishi, N (1999-05-01). „'Ikigai' in older Japanese people“. Age and Ageing (ინგლისური). 28 (3): 323–324. doi:10.1093/ageing/28.3.323. ISSN 1468-2834. PMID 10475874.
- ↑ Okuzono, Sakurako S.; Shiba, Koichiro; Kim, Eric S.; Shirai, Kokoro; Kondo, Naoki; Fujiwara, Takeo; Kondo, Katunori; Lomas, Tim; Trudel-Fitzgerald, Claudia; Kawachi, Ichiro; VanderWeele, Tyler J. (2022). „Ikigai and subsequent health and wellbeing among Japanese older adults: Longitudinal outcome-wide analysis“. The Lancet Regional Health - Western Pacific. 21: 100391. doi:10.1016/j.lanwpc.2022.100391. PMC 8814687. PMID 35141667.
- ↑ Miyazaki, Junji; Shirai, Kokoro; Kimura, Takashi; Ikehara, Satoyo; Tamakoshi, Akiko; Iso, Hiroyasu (2022). „Purpose in life (Ikigai) and employment status in relation to cardiovascular mortality: the Japan Collaborative Cohort Study“. BMJ Open. 12 (10): e059725. doi:10.1136/bmjopen-2021-059725. PMC 9557793 შეამოწმეთ პარამეტრი
|pmc=(დახმარება). PMID 36216422 შეამოწმეთ პარამეტრი|pmid=(დახმარება). - ↑ Wilkes, Juliet; Garip, Gulcan; Kotera, Yasuhiro; Fido, Dean (2023). „Can Ikigai Predict Anxiety, Depression, and Well-being?“. International Journal of Mental Health and Addiction. 21 (5): 2941–2953. doi:10.1007/s11469-022-00764-7. PMC 8887802. PMID 35250405.
- ↑ Inoue, Katsuya (2000). Psychology of Aging. Chuo Hoki Shuppan, გვ. 80–99, 144–145. ISBN 978-4805818954.
- ↑ Buettner, Dan. (September 2009) How to live to be 100+. ციტირების თარიღი: 2021-09-09
- ↑ Kamiya, Mieko (1980). "『生きがいについて』 ("On the Meaning of Life" in Japanese)". Japan: Misuzu Shobo. ISBN 4622081814.
- ↑ Manzenreiter, Wolfram; Holthus, Barbara (2017-03-27) Happiness and the Good Life in Japan (en). Taylor & Francis. ISBN 978-1-317-35273-0.
- ↑ Ozawa-de Silva, Chikako (2020-02-11). „In the eyes of others: Loneliness and relational meaning in life among Japanese college students“. Transcultural Psychiatry (ინგლისური). 57 (5): 623–634. doi:10.1177/1363461519899757. ISSN 1363-4615. PMID 32041496. S2CID 211078070.
- ↑ Sone T.; Nakaya N.; Ohmori K.; Shimazu T.; Higashiguchi M.; Kakizaki M.; Kikuchi N.; Kuriyama S.; Tsuji I. (2008). „Sense of life worth living (ikigai) and mortality in Japan: Ohsaki Study“. Psychosomatic Medicine. 70 (6): 709–15. doi:10.1097/PSY.0b013e31817e7e64. PMID 18596247. S2CID 10483513.
- ↑ Tanno K.; Sakata K.; Ohsawa M.; Onoda T.; Itai K.; Yaegashi Y.; Tamakoshi A.; et al. (JACC Study Group) (2009). „Associations of ikigai as a positive psychological factor with all-cause mortality and cause-specific mortality among middle-aged and elderly Japanese people: findings from the Japan Collaborative Cohort Study“. Journal of Psychosomatic. 67 (1): 67–75. doi:10.1016/j.jpsychores.2008.10.018. PMID 19539820.