შინაარსზე გადასვლა

იისციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იისციხე — ნასოფლარი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლესთან. ვახუშტი ბატონიშვილთან მოხსენიებულია, როგორც „ისციხე“. ავტორი სოფელს მიაკუთვნებს ხოვლის ხევს. სოფელი XV საუკუნეში ჯავახიშვილებს ეკუთვნოდა, XVII საუკუნეში კი — ციციშვილებს. ნასოფლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია X–XI საუკუნეების დარბაზული ეკლესია. იისციხის დასავლეთით 1 კმ-ზე, ადგილ „მამუკას კლდესთან“, მაღალ გორაზე დგას წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია, რომელიც შორიდან ციხის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქედან უნდა მომდინარეობდეს სოფლის სახელწოდება „იისციხე“.[1]

  1. გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 226.