იისფერი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„იისფერი“
დამდგმელი რეჟისორი სტივენ სპილბერგი
პროდიუსერი ქუინსი ჯოუნზი, კეთლინ კენედი, ფრენკ მარშალი, სტივენ სპილბერგი
სცენარის ავტორი მენო მეიესი
ნაწარმოები იისფერი
ელის უოკერი
როლებში დენი გლოვერი, ვუპი გოლდბერგი
მუსიკა ქუინსი ჯოუნზი
ოპერატორი ალენ დავიუ
მონტაჟი მაიკლ კანი
სტუდია Amblin Entertainment
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 18 დეკემბერი, 1985
ხანგრძლივობა 154 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $15 მლნ
შემოსავალი $ 142 მლნ

იისფერი (ინგლ. The Color Purple) — სტივენ სპილბერგის 1985 წლის ამერიკული დრამა. ფილმი გადმოსცემს ისტორიას შავკანიანი ახალგაზრდა გოგონასი, რომელიც ამერიკის უკიდურეს სამხრეთში იზრდება.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს გოლდბერგმა შეიტყო, რომ ელის უოკერის ეპიკური რომანის „იისფერის“ გადაღება იგეგმებოდა, რომელიც აფროამერიკულ „ქარწაღებულებად“ მიიჩნევა. მან ავტორს წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვა რაიმე როლი მიეცათ მისთვის. ელის უოკერმა, რომელიც გოლდბერგის თეატრალურ ნამუშევრებს იცნობდა, რეჟისორ სტივენ სპილბერგს სთხოვა ვუპისთვის როლი მიეცათ; რეჟისორის გადაწყვეტილებით, გოლდბერგს მთავარი როლი, ამერიკელი შავკანიანი ქალის სესილი ჯონსონის პერსონაჟის განსახიერება ერგო.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლდბერგის შესრულების მანერა უყურადღებოდ არ დარჩენილა. მისი შესრულება ოქროს გლობუსის ჯილდოთი და ოსკარის ნომინაციით აღინიშნა. ფილმმა მიიღო ოსკარის 11 ნომინაცია, მაგრამ ვერცერთი ჯილდო ვერ მოიპოვა. ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის კიდევ ოთხ ჯილდოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]