იზუმოს პროვინცია

იზუმოს პროვინცია (出雲国, იზუმო ნო კუნი) — იაპონიის ძველი პროვინცია, რომელიც მოიცავს სიმანეს პრეფექტურის[1] აღმოსავლეთ ნაწილს. ზოგჯერ მას უნშუ-ს (雲州) უწოდებენ. ის პრეფექტურა ტიუგოკუს რეგიონში მდებარეობს.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოფუნის ადრეულ პერიოდში (3 საუკუნე) ეს რეგიონი იყო დამოუკიდებელი და მართკუთხა ყორღანებით იყო აშენებული. მაგრამ მეოთხე საუკუნეში ამ რეგიონში მართკუთხა და გასაღების ფორმის ყორღანების მშენებლობა დაიწყო.
6 ან 7 საუკუნეში იგი შეიერთეს იამოტოს სახელმწიფოს გასაფართოებლად, რომლის ფარგლებშიც მან სამღვდელო დომენის როლი იკისრა.
დღეს იზუმოს სალოცავი (ისევე, როგროც ისეს დიდი სალოცავი) შინტოს ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი წმინდა ადგილი წარმოადგენს: ის კამის ეძღვნება, განსაკუთრებით ოკუნინუშის (ო-კუნი-ნუში-ნო-მიკოტო), სუსანოოსა და იზუმოს ყველა კლანის მითიურ შთამომავალს. იაპონიის მითოლოგიური დედა, ქალღმერთი იზანამზე ამბობენ, რომ იგი დაკრძალულია ჰიბას მთაზე, იზუმოსა და ჰოკის ძველი პროვინციების საზღვარზე, თანამედროვე იასუგის, სიმანეს პრეფექტურის ახლობლად. [3]
სენგოკუს პერიოდისთვის იზუმომ დაკარგა თავისი მნიშვნებლობის დიდი ნაწილი.სეკიგაჰარას ბრძოლამდე მას მორის კლანი დომინირებდა, ხოლო სეკიგაჰარას შემდეგ ის დამოუკიდებელი საფეოდიო იყო თანამედროვე მაცუეს ტერიტორიაზე მდებარე ციხე-ქალაქით.
იაპონურ მითოლოგიაში იომის (ჯიჯიხეთი, მიცვალებულთა ქვეყანა) შესასვლელი მდებარეობდა პროვინციაში და ღმერთმა იზანაგიმ დალუქა შესასვლელზე დიდი ლოდის განთავსებით.
ისტორია და რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიმანეს პრეფექტურა
- იაკასა რაიონი (秋鹿郡) - გაერთიანება ოუ-სა და შიმანეს რაიონის და გახდა იაცუკას რაიონი (八束郡) 1896 წლის 1 აპრილს.
- იიშის რაიონი (飯石郡)
- იზუმოს რაიონი (出雲郡) - გაერთიანება კანდოსა და ტატეუნის რაიონის და გახდა ჰიკაუას რაიონი(簸川郡) 1896 წლის 1 აპრილს.
- კანდოს რაიონი (神門郡) - გაერთიანებულია იზუმოსა და ტატენუის რაიონი და გახდა ჰიკაუავს რაიონი 1896 წლის 1 აპრილს.
- ნიტას რაიონი (仁多郡)
- ნოგის რაიონი (能義郡) - გახსნილი
- ოჰარას რაიონი (大原郡) - გახსნილი
- ოუს რაიონი (意宇郡) - გაერთიანებულია იაკას და შიმანეს რაიონი და გახდა იაცუკას რაიონი 1896 წლის 1 აპრილს.
- სიმანეს რაიონი(島根郡) - გაერთიანებული იაკასა და ოუს რაიონი და გახდა იაცუკას რაიონი 1896 წლის 1 აპრილს.
- ტატენუის რაიონი(楯縫郡) - გაერთიანებული იზუმოსა და კანდოს რაიონი და გახდა ჰიკაუას რეგიონი 1896 წლის 1 აპრილს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Louis Frédéric. ციტირების თარიღი: 2025-05-29
- ↑ Hudson, Mark James (1999). Ruins of Identity: Ethnogenesis in the Japanese Islands. University of Hawaii Press, გვ. 193.
- ↑ Mizoguchi, Koji (2013). The Archaeology of Japan: From the Earliest Rice Farming Villages to the Rise of the State. Cambridge University Press.