იზობუტანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Isobutane structure.svg
იზობუთანი

იზობუტანიფრეონი, (მეთილპროპანი, 2-მეთილპროპანი) (СН3)3СН — ალკანების კლასის ნახშირწყალბადი, ნორმალური ბუტანის იზომერია (n-ბუტანი). მისი ქიმიური ფორმულაა - C 4 H 10. მისი მოლური მასაა - 58.12 გრ/მოლ −1

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება]

იზობუტანი — უფერო, უსუნო აირია, იხსნება ორგანულ გამხსნელებში, წყალთან ერთად წარმოქმნის კრისტალოჰიდრატს. შედიან გაზის კონდენსატის (აირის კონდენსატის) და ნავთობის აირის შემადგენლობაში. საწვავი. ეკოლოგიური მაჩვენებლები და ხანძარსაშიშროება: ODP HGWP GWP საშიშროების კლასია - 4. ტრანსპორტირება და შენახვა: ასხამენ რკინიგზის ცისტერნებში, ასევე ბალონებში, შემცველობის მოცულობით 32-დან 120დმ3-მდე, კონტეინერებში და სხვა ჭურჭელში, რომლებიც გათვლილნი არიან 2 მპა წნევაზე. შევსების კოეფიციენტია - 1.0 კგ პროდუქტი, ჭურჭლის ტევადობის 1დმ3-ზე. გადააქვთ ყველანაირი ტიპის სატრანსპორტო საშუალებით. ინახავენ მზის სხივებისაგან დამცავ სასაწყობო შენობებში.

ბუტანის ორი n და i იზომერის სტრუქტურა

მიღება[რედაქტირება]

მრეწველობაში იზობუტანი მიიღება ნავთობის ფრაქციების კატალიტიკური კრეკინგისა და ჰიდროკრეკინგის გზით, და მისი შემდგომი რექტიფიკაციით, ასევე n-ბუტანის კატალიტიკური იზომერიზაციით.

კალიფორნიის, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა გამოიყვანეს გენო-მოდიფიცირებული ბაქტერიები, რომლებიც მოიხმარენ ნახშირბადის დიოქსიდს და მის მაგივრად აწარმოებენ თხევად საწვავს იზობუტანის სახით. რეაქციისათვის ბაქტერიებს სჭირდებათ მხოლოდ მზის შუქი. [1]

გამოყენება[რედაქტირება]

მაცივარ აგენტი[რედაქტირება]

გამოიყენება სამაცივრო მრეწველობაში როგორც მაცივარ აგენტი (აღნიშნავენ R-600a), განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო მაცივრებისათვის. არ შლის ოზონის ფენას. იზობუტანის გამოყენება იძლევა საშუალებას შემცირებულ იქნას ენერგომოხმარება. მაცივრებზე, რომლებიც მუშაობენ საწვავ - მაცივარ აგენტებით, რომელსაც მიეკუთვნება იზობუტანიც, ვრცელდება უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები. ისინი უნდა ჰქონდეთ ისეთი კონსტრუქცია, რომ მაცივარ აგენტის სისტემიდან დაუგეგმავი გაჟონვისას, ელექტრონული კვანძების ზონებში, სადაც შეიძლება აალება მოხდეს, არ უნდა დაგროვდეს იზობუტანის აფეთქებისათვის საჭირო რაოდენობის კონცენტრაცია.

სხვა გამოყენება[რედაქტირება]

მაღალი ოქტანური რიცხვის (100) გამო იზობუტანი გამოიყენება როგორც შიგა წვის ძრავების საწვავთა კომპონენტი. ასევე იზობუთანი ხშირად გამოიყენება აეროზოლის ბალონების შემავსებლად

უსაფრთხოების მონაცემთა მასალა[რედაქტირება]

ამ ქიმიურ ნივთიერებასთან მუშაობისას საჭიროა გარკვეული უსაფრთხოების ნორმების დაცვა. დაჟინებით გირჩევთ მიმართოდ ამისათვის უსაფრთხოების მონაცემთა მასალას (MSDS) და დაიცვათ იქ მოცემული მოთხოვნები და მიყვეთ მას.

სტრუქტურა და თვისებები[რედაქტირება]

სტრუქტურა და თვისებები
გარდატეხის მაჩვენებელი, ND -
აბბეს რიცხვი -
დიელექტრიკული მუდმივა, εr დიელექტრიკული შეღწევადობა ε0 °C-ზე
კავშირის სიმტკიცე -
კავშირის სიგრძე -
კავშირის კუთხე -
მაგნიტური მგრძნობელობა -
ზედაპირული დაძაბულობა 10.3 დინა/სმ 20°C
   -ზე P 300 კპა

თერმოდინამიკური თვისებები[რედაქტირება]

ქცევის ფაზა
სამმაგი წერტილი 113.55K (–159.6 °C), 0.019481 პა
კრიტიკული წერტილი 407.7 K (134.6 °C), 3650 კპა
სტანდ. დნობის ენტალპია, დნობის კუთრი სითბო, ΔfusHo 4.54 კჯ/მოლ.
სტანდ. დნობის ენტროპია, ΔfusSo 39.92 ჯ/(მოლ·K)
სტანდ. აორთქლების ენტალპია, აორთქლების კუთრი სითბო, ΔvapHo 21.3 კჯ/მოლ.
სტანდ. აორთქლების ენტროპია, ΔvapSo 81.46 ჯ/(მოლ·K)
მყარის თვისებები
სტანდ. წარმოქმნის ენტალპია ქიმიური რეაქციის სითბური ეფექტი, ΔfHoმყარი  ? კჯ/მოლ.
სტანდ. მოლური ენტროპია,
Sosolid
 ? ჯ/(მოლ K)
თბოტევადობა, cp  ? ჯ/(მოლ K)
სითხის თვისებები
სტანდ. წარმოქმნის ენტალპია ქიმიური რეაქციის სითბური ეფექტი, ΔfHoსითხე  ? კჯ/მოლ.
სტანდ. მოლური ენტროპია,
Soსითხე
200.79 ჯ/(მოლ K)
თბოტევადობა, cp 129.70 ჯ/(მოლ K) –253°C-დან –13°C-მდე
აირის თვისებები
სტანდ. წარმოქმნის ენტალპია ქიმიური რეაქციის სითბური ეფექტი, ΔfHoაირი –134.2 კჯ/მოლ.
სტანდ. მოლური ენტროპია,
Soაირი
249.7 ჯ/(მოლ K)
წვის ენტალპია, ΔcHo –2869 კჯ/მოლ
თბოტევადობა, cp 95.21 ჯ/(მოლ K) 20°C-ზე
ვან დერ ვაალსის კონსტანტა (მუდმივა)[2] a = 1304.1 L2 კპა/მოლ.2
b = 0.1142 ლიტრი მოლზე

სითხის ორთქლის წნევა[რედაქტირება]

P - Hg სვეტის მმ 1 10 40 100 400 760 1520 3800 7600 15200 30400 45600
T - °C –109.2 –86.4 –68.4 –54.1 –27.1 –11.7 7.5 39.0 68.8 99.5  —  —

მონაცემები მიღებულია CRC-ის ქიმიისა და ფიზიკის სახელმძღვანელოდან (CRC Handbook of Chemistry and Physics) 44 გამოცემა.

იზო- ბუტანის ორთქლის წნევა. ფორმულიდან: \scriptstyle \log_{10} P_{mmHg} = 6.74808 - \frac {882.80} {240.0+T} აღებულია ლანგეს ქიმიის სახელმძღვანელო ცნობარიდან, 10 გამოც.


შენიშვნები[რედაქტირება]

  1. CyberSecurity.ru | მეცნიერება | შეიქმნა ბაქტერია, რომელიც СО2 გარდაქმნის საწვავად
  2. Lange's Handbook of Chemistry 10th ed, pp 1522-1524

ლიტერატურა[რედაქტირება]

  1. ლანგე, "ქიმიის სახელმძღვანელო ცნობარი", 10-ე გამოცემა, ფ. 1522-1524
  2. 2006 წლის პატენტ ვოჩი.
  3. რ. პანიკო და უ. პაუელი (რედ.) (1994). სახელმძღვანელო IUPAC-ის მიხედვით ორგანული ნაერთების ნომენკლატურა 1993. ოქსფორდი (Oxford: Blackwell Science.) ISBN 0-632-03488-2 . http://www.acdlabs.com/iupac/nomenclature/93/r93_679.htm
  4. "სტაციონალურ დანადგარების მოდიფიცირებული მაცივარ აგენტების ევროპელი კომისია" (PDF). გადამოწმებულია 2010-10-29 .
  5. http://www.greenpeace.org/usa/en/campaigns/global-warming-and-energy/green-solutions/greenfreeze/
  6. Bingham, John (September 1, 2009). "Exploding fridges: ozone friendly gas theory for mystery blasts" . The Daily Telegraph (London) .
  7. http://www.praxair.com/praxair.nsf/24116e7e98e6297f8525705a006f3694/b7e46554268d4c55852575bc0067d5b6/ $ FILE/p4613d.pdf
  8. "აშშ EPA-ს ნახშირწყალბადების მაცივარ აგენტები -კითხვები და პასუხები" ("US EPA hydrocarbon-refrigerants FAQ"). შემოწმ. 2010-10-29.
  9. Compendium of hydrocarbon-refrigerant policy statements, October 2006
  10. "MACS ბიულეტენი: ნახშირწყალბადების მაცივარ აგენტების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებებში" (PDF). შემოწმებულია 2010-10-29 .
  11. http://www.acdlabs.com/iupac/nomenclature/93/r93_679.htm