იზმაილოვის ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზმაილოვის ბაღი
Измайловский сад
კოორდინატები 59°55′11″N 30°18′46″E / 59.919722° ჩ. გ. 30.312778° ა. გ. / 59.919722; 30.312778
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1898-1910
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7800821000

იზმაილოვის ბაღი (რუს. Измайловский сад) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი პარკი სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობს მდინარე ფონტანკის სანაპიროზე.

პარკი და ბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორ ეკატერინე II-ის დროს პარკი გალამაზდა და გამწვანდა. აქ დაირგო იშვიათი ჯიშის მცენარეები და ყვავილები. პარკში გაკეთდა მდიდრული ყვავილების ბაღი.

XIX საუკუნის დასაწყისში აღნიშნულ პარკს იზმაილოვის სახელი მიენიჭა - მომდინარე მდინარე ფონტანკის სანაპიროს მახლობლად მდებარე იზმაილოვის გვარდიის ყაზარმებიდან.

1835 წელს პარკი შეიძინა ა. ტარასოვმა. 1888 წელს აღნიშნულ ტერიტორია იჯარით მიიღო პეტერბურგის გერმანულმა "შუსტერ-კლუბმა". აქ ტურისტებისთვის აშენდა რესტორანი, სადაც იმართებოდა არაჩვეულებრივი საღამოები. სწორედ ამის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში აღნიშნული პარკი გადაიქცა პოპულარულ გასართობ დაწესებულებად.

ბაღი ბუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წელს ვაჭარმა იაროსლავლიდან პეტრე ტუმპაკოვმა, 25 წლის ვადით იჯარით შეისყიდა პარკი, სწორედ ამ დროიდან მისი დამსახურებით მთელი რიგი კარდინალური გარდაქმნები გაკეთდა ბაღის ტერიტორიაზე. ყოფილი გერმანიის კლუბის შენობები დაანგრიეს, მათ ადგილას აშენდა ახალი რესტორანი, გაკეთდა ელექტრო განათება გარდა ამისა, ტუმპაკოვმა ააშენა თეატრის შენობა ბაღში და დაარქვა ბუფის თეატრი. ახალი შენობა აშენდა არქიტექტორ ვ. შუხოვის პროექტით.

1910 წელს გახსნილი ბუფის თეატრმა, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თეატრმა აუდიტორიის სიყვარული არ დაკარგა ტუმპაკოვის გარდაცვალების, 1911 წლის შემდეგაც.

საბჭოთა ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი 1917 წლის რევოლუციის შემდეგაც განაგრძობდა მუშაობას. 1938 წელს, ბუფის თეატრის შენობა შეიცვალა, გაფართოვდა აუდიტორია. გარდა ამისა, ბაღში აშენდა ზაფხულის პავილიონი, სადაც ტარდებოდა კონცერტები და ჭადრაკის ტურნირები.

ლენინგრადის ბლოკადის დროს, პარკი ბოსტნეულის სასათბურედ გადაიქცა.

1980 წელს პარკში ახალი ახალგაზრდული თეატრი გაიხსნა.

თანამედროვე ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს აღნიშნული პარკი გარემონტდა. ძველი თეატრის შენობა შენარჩუნდა, 2010 წელს კი ახალი სამსართულიანი თეატრი შენობა აშენდა[1][2]. სპექტაკლები იმართება, როგორც ძველი თეატრის სცენაზე, ასევე ახალგაზრდული თეატრის ახალ სცენაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]