იზანი ცერცვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იზანი მიხეილის ძე ცერცვაძე (დ. 1952, თბილისი — გ. 23 სექტემბერი, 1993, სოფ. თავისუფლება) — ქართველი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი.

დაამთავრა ჩერნიგოვის უმაღლესი სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი. 1972–1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელ პოლკში. 1985 წელს დაამთავრა გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1985 წლიდან იყო პოლკის მეთაური, შემდეგ საავიაციო უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი. მიენიჭა პირველი კლასის მფრინავისა და სამხედრო მფრინავ-გამომცდელის წოდებები. 1992 წლის 18 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად. მის მიერ 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25-ით განხორციელებული გაფრენა ითვლება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაბადების თარიღად. ხელმძღვანელობდა საჰაერო ოპერაციებს აფხაზეთში კონფლიქტის დროს. პირადად ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს. 1993 წლის 23 სექტემბერს მისი სუ-25 ჩამოაგდეს სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებასთან. ცერცვაძე დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (1993).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკანასკნელი საბრძოლო გაფრენა...: ომის დამთავრებამდე ოთხი დღე რჩებოდა... / ირაკლი ალადაშვილი // არსენალი: სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი. გვ.8-9, თბილისი, 2006. - ოქტომბერი. - N10(27)