ივ ფარჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივ ფარჟი
დაბ. თარიღი 19 აგვისტო 1899(1899-08-19)[1]
დაბ. ადგილი სალონ-დე-პროვანსი
გარდ. თარიღი 30 მარტი 1953(1953-03-30)[1] (53 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა ჟურნალისტი და პოლიტიკოსი
ენა ფრანგული ენა[1]
მოქალაქეობა საფრანგეთი
ჯილდოები გათავისუფლების ორდენის კავალერი და სტალინის საერთაშორისო პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის

ივ ფარჟი (ფრანგ. Yves Farge; დ. 19 აგვისტო, 1899 — გ. 30 მარტი, 1953) — ფრანგი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივ ფარჟი დაიბადა 1899 წლის 19 აგვისტოს სალონ-დე-პროვანსში. 1927–1931 წლებში მაროკოში ცხოვრობდა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას გრენობლსა და ლიონში. საფრანგეთის ოკუპაციის წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა "წინააღმდეგობის" მოძრაობაში.

1948 წლიდან ფარჟი ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია მშვიდობის დაცვის მოძრაობისა საფრანგეთში. 1952 წელს მან მიიღო საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის". რამდენიმეჯერ იყო საბჭოთა კავშირში.

ფარჟს დაწერილი აქვს რამდენიმე საინტერესო წიგნი: "ჯოტო - ადრინდელი რენესანსის მხატვარი", "პური და კორუფცია", "ჰიტლერის ომი გრძელდება" და უამრავი სტატია, რომლებშიც განხილულია ეპოქის საჭირბოროტო და მტკივნეული საკითხები: "რესპუბლიკას საფრთხე მოელის", "მშვიდობა აუცილებელია" და სხვა. იგი ავტორია მოთხრობებისა და ნოველების, რომლებიც იბეჭდებოდა ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში.

ფარჟი დაიღუპა 1953 წლის 31 მარტს საავტომობილო კატასტროფაში, ქალაქ თბილისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.