შინაარსზე გადასვლა

ივრის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივრის ბრძოლა
საფრანგეთის რელიგიური ომების და ინგლის-ესპანეთის ომის (1585-1604) ნაწილი

ანრი IV ივრის ბრძოლაში, ჩარლზ დე სტიუბენის მიერ (1838-1842).
თარიღი 14 მარტი, 1590
მდებარეობა ივრი, ერის დეპარტამენტი, საფრანგეთი
შედეგი როიალისტთა გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთის სამეფოს დროშა საფრანგეთის სამეფო
ინგლისის სამეფოს დროშა ინგლისი
კათოლიკური ლიგა
ესპანეთის დროშა ესპანეთი
მეთაურები
საფრანგეთის სამეფოს დროშა ანრი IV
საფრანგეთის სამეფოს დროშაარმან დე გონტაუ
მაიენის ჰერცოგი
აუმალეს ჰერცოგი (ტყვე)
ესპანეთის დროშა ფილიპე, ეგმონტის გრაფი 
ძალები
12,000 ქვეითი
3,000 მხედარი
13,000 ქვეითი
4,000 მხედარი
დანაკარგები
500 6,000 დაჭრილი ან დაღუპული
4,000 ტყვედ ჩავარდნილი

ივრის ბრძოლა – ბრძოლა გაიმართა 1590 წლის 14 მარტს საფრანგეთის რელიგიური ომების დროს. დასრულდა საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის გადამწყვეტი გამარჯვებით, რომელიც სათავეში ედგა საფრანგეთის სამეფოსა და ინგლისის ძალებს კათოლიკური ლიგის წინააღმდეგ, კათოლიკურ ლიგას მეთაურობდნენ ჰერცოგი დე მაიენი და გრაფი ფილიპ ეგმონტი. ანრის ძალებმა გაიმარჯვეს და შემდგომ პარიზს ალყა შემოარტყეს.[1]

ბრძოლა გაიმართა ეპიედის ველზე, ივრისთან ახლოს (შემდეგ ეწოდა ივრი-ლა-ბატაი), ნორმანდიაში. ივრი-ლა-ბატაი მდებარეობს მდინარე ერზე, პარიზიდან დაახლოებით ოცდაათი მილის დაშორებით დასავლეთით, ილ-დე-ფრანსისა და ბოსის რეგიონების საზღვარზე.

ანრი IV სწრაფად გადავიდა იერიშზე და ალყა შემოარტყა ქალაქ დრუს რომელსაც კათოლიკური ლიგა აკონტროლებდა. როდესაც მაიენმა ალყის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო, ანრიმ უკან დაიხია, მაგრამ თვალთახედვის არეში დარჩა. მან თავისი ჯარი განალაგა წმინდა ანდრეს დაბლობზე ქალაქ ნონაკურსა და ივრს შორის. ანრი გააძლიერა ინგლისის ჯარმა, რომელიც მხარდასაჭერად იყო გამოგზავნილი ელისაბედ I-ის მიერ.[2]

  • ანრის ჰყავდა 12 000 ქვეითი ჯარისკაცი (მათ შორის ინგლისელი და შვეიცარიელი) და 3 000 ცხენოსანი.[3][4]
  • კათოლიკური ლიგის არმიას, რომელსაც მაიენის ჰერცოგი მეთაურობდა, ჰყავდა 13 000 ქვეითი და 4 000 მხედარი, რომელიც შედგებოდა მღვდლების მიერ შეკრებილი მოქალაქეებისა და მეამბოხე აზნაურებისგან, აპენცელის დაქვემდებარებაში მყოფი გერმანელი და შვეიცარიელი დაქირავებული მეომრებისგან და გიზების ოჯახის მხედრებისგან. ამ ძალებში შედიოდა ასევე 2 000 ვალონი მხედარი, რომლებიც ფლანდრიიდან ჩამოიყვანა ფილიპმა, ეგმონტის გრაფმა.[1]

1590 წლის 14 მარტს ბრძოლის პირველივე ეტაპზე ორი არმია ჩაერთო.[4]

ბრძოლის წინ მეფე თავისი ჯარების წინ გამამხნევებელი სიტყვით გამოვიდა:

ვიკიციტატა
„თანამემამულენო! თუ თქვენ დღეს ჩემთან ერთად რისკავთ, მეც გავრისკავ თქვენთან ერთად. მე გავიმარჯვებ ან მოვკვდები. ღმერთი ჩვენთან არის. შეხედეთ მის და ჩვენს მტრებს. შეხედეთ თქვენს მეფეს. შეინარჩუნეთ თქვენი რიგები, გემუდარებით; და თუ ბრძოლის სიცხე მათ დატოვებას გაიძულებთ, იფიქრეთ უკან დახევაზეც: სწორედ ამაშია გამარჯვების გასაღები. თქვენ მას იპოვით იმ სამ ხესთან, რომლებსაც იქ, მარჯვნივ ხედავთ. თუ თქვენს დროშებს, კორნეტებს ან ალმებს დაკარგავთ, არასდროს დაკარგოთ მხედველობიდან ჩემი პანაში; თქვენ მას ყოველთვის იპოვით პატივისა და გამარჯვების გზაზე.“

მოქმედება დაიწყო ქვემეხის რამდენიმე სასიკვდილო გასროლით. შემდეგ ორივე მხარის კავალერია საშინელი ძალით შეეჯახა ერთმანეთს. მაიენის ჰერცოგმა გელდერსის დაქირავებული ჯარით გააგრძელა შეტევა ღია ველზე. დაქირავებულებმა, რომლებიც ძირითადად პროტესტანტული საქმის მიმდევრები იყვნენ, ჰაერში ისროლეს შუბები.

მაიენმა ისეთი სიშმაგით შეუტია, რომ საშინელი სროლისა და თხუთმეტწუთიანი ბრძოლის შემდეგ, რომელმაც ველი მიცვალებულებით დაფარა, მისი დაქირავებულების ღალატის შემდეგ, მოწინააღმდეგის მარცხენა ფრთა გაიქცა და მარჯვენა გაირღვა და უკან დაიხია.

ომონმა მალევე დაძლია ლიგის მსუბუქი კავალერია და მათი როიალისტი მოწინააღმდეგეები უკან დაიხიეს ვალონების ესკადრონის შეტევის ქვეშ, რომელსაც ლიგის ორი ესკადრონი უმაგრებდა ზურგს. შემდეგ ჟან VI დ'ომონის უცხოურ კავალერიაზე შეტევის ჯერი დადგა, რამაც მათ უკან დახევა აიძულა. მარშალი დე ბირონი, რომელიც სარდლობდა არიერგარდს, შეუერთდა მეფეს, რომელიც მტრის დევნაში მდინარე ერზე გადავიდა.[1]

თუმცა, გადამწყვეტი მოვლენა ბრძოლის ველის სხვა ადგილას მოხდა: მეფემ შეუტია ლიგის შუბოსნებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკმარისად უკან დახევა თავიანთი იარაღის გამოსაყენებლად.[5]

მაიენი უკუაგდეს, ომალის ჰერცოგი იძულებული გახდა დანებებულიყო და გრაფი ეგმონტი მოკლეს. ჰერცოგმა მაიენმა ბრძოლა წააგო.[2] ანრი დამარცხებულებს დაედევნა, რომელთაგან ბევრმა დანებება არჩია უარესი ხვედრის შიშით, რადგან მათი ცხენები ვეღარ შეძლებდნენ საფრთხისგან გაქცევას. სოფლის მიდამოები სავსე იყო გაქცეული ლიგელებითა და ესპანელებით, მეფის გამარჯვებული არმია კი დევნიდა და ფანტავდა უფრო დიდი ჯგუფების ნარჩენებს, რომლებიც იფანტებოდნენ და ხელახლა იკრიბებოდნენ.

ანრიმ მაიენი ივრიში დაამარცხა, რითაც ის საფრანგეთის ტახტის ერთადერთ სანდო პრეტენდენტად იქცა. თუმცა, მან ვერ შეძლო პარიზის შემდგომი ალყის წარმატებით დასრულება. იგი ქალაქში არ შეუშვეს 1594 წლამდე, წინა წელს რომის კათოლიციზმზე მოქცევის შემდეგ. ჰენრის ურჩიეს, რომ პარიზელები, ისევე როგორც ფრანგი ხალხის დიდი ნაწილი, პროტესტანტ მეფეს არ მიიღებდნენ.

  • Black, Jeremy (2005). European Warfare, 1494–1660 Warfare and History. Routledge. ISBN 9781134477081. 
  • Arlette Jouanna and Jacqueline Boucher, Dominique Biloghi, Guy Thiec. Histoire et dictionnaire des Guerres de religion. Collection: Bouquins. Paris: Laffont, 1998. ISBN 2-221-07425-4
  • Morris, T.A. (2002) Europe and England in the Sixteenth Century. Routledge. ISBN 9781134748198. 
  • Parmelee, Lisa Ferraro (1996) Good Newes from Fraunce: French Anti-league Propaganda in Late Elizabethan England. University Rochester Press. ISBN 9781878822659. 
  • Guy, John (1990) Tudor England. OUP Oxford paperbacks. ISBN 9780192852137. 
  1. 1.0 1.1 1.2 Motley, John Lothrop (1871) History of the United Netherlands: 1590-1600 Volume 3 From the Death of William the Silent to the Twelve Years' Truce--1609. Harvard University: Harper & brothers, გვ. 51–57. 
  2. 2.0 2.1 Morris p 342
  3. (1867) History of France Volume I, by the author of English history. Oxford University, გვ. 447. 
  4. 4.0 4.1 Guy p. 344
  5. Black p 104