შინაარსზე გადასვლა

ივო ბობული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივო ბობული
უკრ. Іван Васильович Бобул

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც ივო
დაბ. თარიღი 17 ივნისი, 1953(1953-06-17) (73 წლის)
დაბ. ადგილი ტერებლეჩე
ეროვნება რუმინელები
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1980-დან დღემდე
ივო ბობული ვიკისაწყობში

ივო ბობული (ნამდვილი სახელი — ივან ვასილიევიჩ ბობული ; უკრ. Іва́н Васи́льович Бо́бул ; დ. 17 ივნისი, 1953, ტერებლეჩე, ჩერნივცის რაიონი ) — საბჭოთა და უკრაინელი მომღერალი. უკრაინის სახალხო არტისტი (1998).

ივო ბობული პროფესიონალურ სცენაზე 1980 წელს გამოჩნდა, როგორც ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ჩერემოშის“ წევრი ჩერნოვცის ფილარმონიის სცენაზე (მანამდე მღეროდა რესტორანში), ერთი წლის შემდეგ გადავიდა „ჟივა ვოდაში“ (სადაც სცენაზე შეცვალა მისი მომავალი მეუღლე ლილია სანდულესა). 1983 წელს მომღერლით დაინტერესდა ფილარმონიის ახალი დირექტორი ლევკო დუტკივსკი და მისთვის სიმღერების ციკლი დაწერა („ვარსკვლავური ღამე “, „თუ გიყვარს, გიყვარს“, „მე ვხედავ მთებს“, „ჩემი მიწა“). ეს სიმღერები მალევე გამოუშვა ფირმა „ მელოდიამ“.

ივო ბობული შვილთან და ლეონიდ კუჩმასთან ერთად, 2010 წელი

ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ივო ბობულის შესახებ არაფერი ისმოდა — მომღერალი მუშაობდა ტერნოპოლის ფილარმონიაში და მხოლოდ რეგიონალური პოპულარობით სარგებლობდა. იგი უკრაინულ აუდიტორიას მხოლოდ 1990 წელს დაუბრუნდა ოსტაპ გავრიშის პოპულარული სიმღერით На Україну повернусь. ივო ბობული კომპოზიტორმა ალექსანდრე მოროზოვმა მიიწვია ჩერკასში საკუთარ მუსიკალურ ცენტრში. ივო ბობული ტრადიციულ პოპ შემსრულებლებს შორის წინა პლანზე წამოწია სიმღერებმა: „ძველი წყარო“, „მშობლიური სახლი“, „ლურჯი წყალი“, „მთვარის ბორბალი.“ შემსრულებლის პირველი ვიდეო ალბომი „გაზაფხულის სულები“ გადაიღეს ჩერკასში. 1991 წელს ივო დაბრუნდა ჩერნივციში. იქ უკვე გამოდიოდა დუეტში ლილია სანდულესთან ერთდ.1998 წლის დასაწყისში ივო ბობულს მიენიჭა უკრაინის სახალხო არტისტის წოდება.

ივო ბობული პოპულარული გახდა ახალგაზრდებში, როდესაც ჯგუფმა Tanok na maidani Kongo შექმნა სარკასტული სიმღერა Ivo Bobul, სადაც მომღერალი სუპერგმირად არის წარმოდგენილი. 2015 წელს მათ სიმღერა ერთად შეასრულეს კონცერტზე ჯგუფის დაბადების დღის აღსანიშნავად. 2010 წლიდან უჩანის ინტერნეტ-საზოგადოებამ აირჩია ბობული თავის თილისმად.

2016 წლიდან ის იყო უკრაინის უმაღლესი რადის სახალხო დეპუტატის მიკოლა ფედორუკის (ფრაქცია „სახალხო ფრონტი“) თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე. [1]

2016 წლის გაზაფხულზე ის შეუერთდა პატრიოტულ ფლეშმობს #IloveMyCountry, სადაც ვიდეო მესიჯში ყვებოდა, რატომ უყვარს უკრაინა.[2]

2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი იყო სახალხო დეპუტატობის კანდიდატად პოლიტიკური პარტია „პატრიოტიდან“ სიის მე-5 ნომერად. [3] [4] .2020 წლის კიევის მერისარჩევნებში მან მხარი დაუჭირა ალექსანდრე პოპოვის კანდიდატურას.

წოდებები და ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]