შინაარსზე გადასვლა

ივონ დე კარლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივონ დე კარლო
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი, 1922 (1922-09-01) (104 წლის)
ვანკუვერი, კანადა
გარდაცვალების თარიღი 8 იანვარი, 2007 (84 წლის)
ლოს-ანჟელესი, აშშ
მოქალაქეობა  კანადა
 აშშ
საქმიანობა მსახიობი

მარგარეტ ივონ მიდლტონი (ცნობილი როგორც ივონ დე კარლო ინგლ. Yvonne De Carlo; დ. 1 სექტემბერი, 1922, ვანკუვერი, კანადა გ. 8 იანვარი, 2007, ლოს-ანჯელესი, აშშ) — კანადური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი. ის ჰოლივუდის კინოს ვარსკვლავი და სექს-სიმბოლო იყო 1940-იან და 1950-იან წლებში, გააკეთა რამდენიმე მუსიკალური ჩანაწერი და მოგვიანებით გამოდიოდა ტელევიზიასა და სცენაზე.

დე კარლო დაიბადა ვანკუვერში (ბრიტანეთის კოლუმბია) და ჩაირიცხა ადგილობრივ ცეკვის სკოლაში. როდესაც ის სამი წლის იყო, მამამ ოჯახი მიატოვა. 1940-იანი წლების დასაწყისში ივონი და დედამისი ლოს-ანჯელესში გადავიდნენ, სადაც დე კარლო მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში და მუშაობდა მოცეკვავედ ღამის კლუბებში. 1942 წელს მან ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს Paramount Pictures-თან, სადაც მიიღო მნიშვნელოვანი ფილმების ნაწილი.

მან მიიღო თავისი მთავარი როლი Universal Pictures-ის ფილმში „სალომეა, სადაც ის ცეკვავდა“ (1945). ფილმის პროდიუსერი უოლტერ ვანგერი მას ახასიათებდა, როგორც „ყველაზე ლამაზ გოგონას მსოფლიოში“.[1] [2] [3] ფილმის წარმატებამ დე კარლო ვარსკვლავად აქცია და მან Universal-თან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. Universal-მა იგი თავის მდიდრულ პროექტებში ათამაშა, როგორიცაა „Frontier Gal“ (1945), „Song of Scheherazade“ (1947) და „Slave Girl“ (1947). ოპერატორები კი ზედიზედ სამ წელიწადს ხმას აძლევდნენ მის კანდიდატურას „ტექნიკოსების დედოფლად“.[4] ივონი დაიღალა ეგზოტიკურ ქალების როლების შესრულებით. მან პირველი სერიოზული დრამატული როლი შეასრულა ორ კრიმინალურ დრამაში: „Brute Force“ (1947) და „Criss Cross“ (1949).

როგორც პირველმა ამერიკელმა კინოვარსკვლავმა, რომელიც ისრაელს ესტუმრა, დე კარლომ მიიღო შემდგომი აღიარება და მთავარი როლები ბრიტანულ კომედიებში „სასტუმრო საჰარა“ (1951), „კაპიტნის სამოთხე“ (1953) და „Happy Ever After“ (1954). მისმა კარიერამ პიკს მიაღწია, როდესაც გამოჩენილმა პროდიუსერმა-რეჟისორმა სესილ ბ. დემილმა მას მოსეს მიდიანელი ცოლის, სეფორას როლი შეასრულებინა თავის ბიბლიურ ეპოსში „ათი მცნება“ (1956).[5] ამ როლისთვის მან მიიღი „Laurel Award“ პრემია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. [6] მისი წარმატება გაგრძელდა სხვა მნიშვნელოვანი როლებით „კუნძულების ალი“ (1956), „არამზადას სიკვდილი“ (1956), „ანგელოზთა ბანდა“ (1957) და „ხმალი და ჯვარი“ (1958), სადაც მან განასახიერა მარიამ მაგდალინელი.

ფილმებში დე კარლოს პარტნიორები იყვნენ: კლარკ გეიბლი, ბერტ ლანკასტერი, ჯონ აირლენდი, გარი კუპერი, ალეკ გინესი და სხვები.

ივონ დე კარლომ ითამაშა CBS-ის სიტკომში „მონსტრების ოჯახი“ (1964–1966),[7] სადაც ასრულებდა ჰერმან მანსტერის მომხიბვლელი, ღვარძლიანი ცოლის, ლილის როლს. ეს როლი მან გაიმეორა მხატვრულ ფილმში „Munster, Go Home!“ (1966) და სატელევიზიო ფილმში „მონსტრების შურისძიება“ (1981). 1971 წელს მან ითამაშა კარლოტა კემპიონი და წარადგინა პოპულარული სიმღერა „I'm Still Here“ ბროდვეიზე სტივენ სონჰეიმის მუსიკალურ მიუზიკლში „ვარიეტე“.

1987 წელს გამოიცა მისი ყველაზე გაყიდვადი ავტობიოგრაფია „Yvonne“. მას მიენიჭა ორი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში კინოსა და ტელევიზიაში შეტანილი წვლილისთვის.

1651-1952: ცოცხალი წარმოდგენები და სატელევიზიო დებიუტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დე კარლომ ფართო ტურნე მოაწყო თავისი ფილმების პოპულარიზაციისთვის და უმასპინძლა აშშ-ს ჯარებს ევროპაში. მან ასევე დაიწყო სიმღერა ტელევიზიით. [9] მან მიიღო შეთავაზება ინგლისიდან გადაეღო კომედია, „სასტუმრო საჰარა“ (1951) პიტერ უსტინოვთან ერთად. ინგლისში ყოფნისას მან უნივერსალს კონტრაქტიდან გათავისუფლება სთხოვა, თუმცა ჯერ კიდევ სამი თვე რჩებოდა და სტუდია დათანხმდა. [10]

ინგლისში ყოფნისას დე კარლომ ჩაწერა ორი სინგლი, „Say Goodbye“ და „I Love a Man“.[11] 1951 წლის მარტში მან ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს Universal-თან წელიწადში ერთი ფილმის გადაღებაზე სამი წლის განმავლობაში.[12]

1951 წლის აგვისტოში დე კარლო გახდა პირველი კანადელი კინოვარსკვლავი, რომელიც ეწვია ისრაელს და კონცერტებს მართავდა ხაიფაში, რამათ განში, იერუსალიმში, თელ-ავივში და იაფაში.[13] მან მიიპყრო პოტენციური აუდიტორია და ისრაელის მთავრობამ და საზოგადოებამ "სამეფო მიღება მოუწყო".[14] მისი გამოსვლები შედგებოდა სიმღერებისა და ცეკვებისგან მისი ფილმებიდან.[15]

ივონ დე კარლომ აღმოაჩინა, რომ მისი ფილმები იქ ძალიან პოპულარული იყო. „ყოველ ჯერზე, როცა კონცერტზე ვთამაშობდი, ვიღაც იყვიროდა: იმღერე რამე „კასბადან“

1950 წელს დე კარლომ იყიდა თერთმეტოთახიანი რანჩო, სახლი ხუთნახევარ ჰექტარზე „მთიანი ტყე“ Coldwater Canyon Drive-ზე [8] სტუდიო სიტიში, ლოს-ანჯელესში, ბევერლი-ჰილზის ზემოთ. დე კარლომ ის აღწერა, როგორც მისი „საოცნებო სახლი“ და დაიქირავა არქიტექტორი, რათა დახმარებოდა შეექმნა „ინგლისური სტილის სასადილო ოთახი, პანელებითა და ვიტრაჟებით“. მან ასევე ააგო თავლები თავისი ცხენებისთვის [16] და დიდი საცურაო აუზი. [17] მან გაყიდა ქონება 1975 წელს. [18] 1981 წელს იგი გადავიდა რანჩოში სანტა ინესის ხეობაში, [8] სოლვანგის მახლობლად (კალიფორნია).

დე კარლოს დედის ბებია-ბაბუა განსხვავებული რელიგიური წარმომავლობისგან იყვნენ: ბაბუა კათოლიკე იყო, ბებია კი პრესვიტერი.[8] მათ აღზარდეს იგი ანგლიკანად; ივონი იყო ვანკუვერის წმინდა პავლეს ანგლიკანური ეკლესიის წევრი და მგალობელი. [8]

1945 წლის მაისში მან ჟურნალის ჟურნალისტს განუცხადა, რომ მისი „ყველაზე ძვირფასი ნივთი“ იყო დედის ნაჩუქარი პატარა თეთრი ტყავის ბიბლია.

დე კარლომ 1955 წელს „სროლის“ გადასაღებ მოედანზე რობერტ დრიუ „ბობ“ მორგანი გაიცნო, მაგრამ ის დაქორწინებული იყო და ჰყავდა შვილი, ქალიშვილი ბარი ლი, და დე კარლოს „არავითარი განზრახვა არ ჰქონია ამ ქორწინების დაშლისა". [16] თუმცა, ისინი კვლავ შეხვდნენ, მორგანის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ეგვიპტეში „ათი მცნების“ გადასაღებ მოედანზე,[19] სადაც მათ „თითქოს იმთავითვე მიიზიდეს ერთმანეთი“.[16] ისინი დაქორწინდნენ 1955 წლის 21 ნოემბერს, წმინდა სტეფანეს საეპისკოპოსო ეკლესიაში, რენოში (ნევადა).[20] დე კარლომ ბარი საკუთარი შვილივით გაზარდა და მორგანთან ჰყავდა ორი ვაჟი: ბრიუს როსი[21] და მიქაელი. 

ბობ მორგანი მძიმედ დაშავდა და კინაღამ დაიღუპა ტრიუკის შესრულებისას ფილმში „როგორ იმარჯვებდნენ დასავლეთში“ (1962). [8] ფილმის დასასრულს მოძრავ მატარებელზე მიმდინარეობს ბრძოლა მარშალსა და მატარებლის მძარცველთა ბანდას შორის. [8] ჯორჯ პეპარდის დუბლირებისას მორგანს უთხრეს, ჩასჭიდებოდა ხის მორებს და ისე გაჩერებულიყო ორ მოძრავ ვაგონს შორის, რომელთაგან ერთს რამდენიმე ტონა ხე გადაჰქონდა.[8] ჯაჭვები, რომლებითაც მორები იყო შეკრული, გაწყდა და მორგანი მორების ქვეშ მოჰყვა.[8] ის იმდენად მძიმედ იყო დაშავებული, რომ ხუთი წელი დასჭირდა იმ დონემდე გამოსაჯანმრთელებლად, რომ შესძლებოდა დამოუკიდებლად გადაადგილება და სიარული. იმის გამო, რომ MGM-თან მისმა კონტრაქტმა არ აიღო პასუხისმგებლობა ავარიაზე, დე კარლომ და მორგანმა 1,4 მილიონი დოლარის სარჩელი შეიტანეს სტუდიის წინააღმდეგ, იმ მიზეზით, რომ მორგანი სამუდამოდ ინვალიდად რჩებოდა.]

უბედური შემთხვევის შემდეგ, მთელი სიმძიმე ოჯახის შესანახად დე კარლოს დააწვა და ხშირად უწევდა სახლიდან შორს წასვლა, დადიოდა საგასტროლოდ და სასცენო სპექტაკლებით ან ღამის კლუბებში გამოდიოდა. მორგანთან მუდმივმა კამათმა მათი ურთიერთობა დაძაბა და ისინი საბოლოოდ 1973 წლის ივლისში განქორწინდნენ.[22]

ავადმყოფობა და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს დე კარლომ მცირე ინსულტი მიიღო. მოგვიანებით იგი გახდა ვუდლენდ ჰილზში Motion Picture & Television-ის საავადმყოფოს რეზიდენტი, სადაც მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.[23] იგი გარდაიცვალა გულის უკმარისობით 2007 წლის 8 იანვარს.[24]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Most Beautiful Girl" Discovered“. Spokane Daily Chronicle. September 18, 1944. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 6, 2020. ციტირების თარიღი: April 9, 2014.
  2. Cohen, Harold V. (May 7, 1945). "Salome, Where She Danced" Comes to Harris“. Pittsburgh Post-Gazette. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 6, 2020. ციტირების თარიღი: April 9, 2014.
  3. „Yvonne De Carlo Chosen for Role Over '20,000 Beautiful Girls'. Montreal Gazette. July 25, 1945. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 18, 2021. ციტირების თარიღი: March 25, 2014.
  4. Willett, Bob (November 13, 1954). „Slave Girl Wants Freedom: Tired of playing exotic sirens, Canada's lovely Yvonne De Carlo seeks more serious film roles“. Ottawa Citizen. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 27, 2021. ციტირების თარიღი: April 9, 2014.
  5. Jacob Sparks, Karen (2008). Encyclopædia Britannica. Encyclopaedia Britannica. p. 123. ISBN 9781593394257.
  6. „1956–1957 Laurel Award Winners“
  7. „Yvonne De Carlo Is The Mama In a Nice Monster Family“. St. Petersburg Times. June 23, 1964. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 6, 2020. ციტირების თარიღი: April 9, 2014.
  8. 1 2 3 4 5 6 7 8 9 De Carlo & Warren 1987.
  9. SCHEUER, PHILIP K. (May 27, 1951). „Yvonne De Carlo Pins Hopes for Future on Switch to Dramatic and Singing Roles“. Los Angeles Times. p. D1.
  10. Brady, Thomas F. (January 30, 1951). „Paramount Buys Two New Stories: Giler Melodrama and Clark Adventure Acquired by Studio --Jean Arthur Gets Role“. The New York Times. p. 21.
  11. Hopper, Hedda (April 20, 1951). „Studio Wants Larry Olivier to Co-Star with Ava Gardner: Looking at Hollywood...“. Chicago Daily Tribune. p. b2.
  12. Hopper, Hedda (March 7, 1951). „New Contract to Let Yvonne Travel: Looking at Hollywood“. Chicago Daily Tribune. p. A-14.
  13. Schallert, Edwin (June 22, 1952). „Yvonne De Carlo Admits Serious Loves, but Chooses to Keep Them Mysterious“. Los Angeles Times. p. D1.
  14. „Jerusalem likes De Carlo“. Variety. September 19, 1951.
  15. Thomas, Bob (September 27, 1951). „Sultry Yvonne Now Respects Exotic Roles; Natives Love Those Films, Miss DeCarlo Finds in Near East“. Moberly Monitor-Index. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 4, 2017. ციტირების თარიღი: January 4, 2017.
  16. 1 2 3 Foster 2003.
  17. Carrol, Lee (June 10, 1950). „Shirley Temple ambitious for daughter“. The Australian Women's Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 31, 2018. ციტირების თარიღი: March 30, 2018.
  18. Beale, Lauren (February 8, 2011). „Yvonne de Carlo's old compound in Studio City is listed“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 17, 2016. ციტირების თარიღი: March 30, 2018.
  19. Hopper, Hedda (December 30, 1956). „She's A Happy Homebody! Marriage, Motherhood Curb Yvonne's Urge to Travel“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 6, 2017. ციტირების თარიღი: January 5, 2017.
  20. „Most Glamorous Spinster Loses Title in Reno; Hollywood Actress Weds in Quiet Ceremony“. Nevada State Journal. November 22, 1955. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 5, 2017. ციტირების თარიღი: January 4, 2017.
  21. Thomas 2011.
  22. Peggy Y Middleton – California Divorce Index. ციტირების თარიღი: January 5, 2017
  23. Saxon, Wolfgang (January 11, 2007). „Yvonne De Carlo – The Munsters – Obituary“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 1, 2017. ციტირების თარიღი: August 9, 2017.
  24. Saxon, Wolfgang (January 11, 2007). „Yvonne De Carlo Dies at 84; Played Lily on 'Munsters'. The New York Times. p. B6. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 23, 2016. ციტირების თარიღი: March 25, 2014.