ივნისი 2005
იერსახე
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | |||
2005 |
2005 წლის მოვლენები:
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 ივნისი - რუსეთმა დაიწყო საქართველოდან საბრძოლო მასალისა და ტექნიკის გატანა.
- 2 ივნისი:
- საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო საზაფხულო ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკების გახსნას სხვადასხვა რეგიონებში.
- ”თბილგაზის” გენერალური დირექტორი დავით მორჩილაძე თანამდებობიდან გადადგა.
- 3 ივნისი - თბილისში გაიხსნა დსთ-ს ქვეყნების პრემიერ-მინისტრთა სამიტი, რომელსაც ესწრებიან რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და სხვა სახელმწიფოთა მთავრობის მეთაურები.
- 4 ივნისი - 3 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 13 კანდიდატიდან, საიდანაც ერთმა საპარლამენტო გახილვების დროს საკუთარი კადიდატურა მოხსნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 6 წევრი აირჩია და ცსკ–ს თავმჯდომარედ გია ქავთარაძე დაამტკიცა 6 წლის ვადით. თუმცა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიებმა "ახალმა მემარჯვენებმა“, "რესპუბლიკელებმა“ და "კონსერვატორებმა“ მხარი არ დაუჭირეს ახალ შემადგენლობას.
- 6 ივნისი - გადაუღებელი წვიმების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კი კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები დაზარალდა. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები, სასოფლო–სამეურნეო მიწები.
- 7 ივნისი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში მესამე დღეა იმყოფებიან, 7 ივნისს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე. სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელმა ჯულიან ბერენგაუტმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და განაცხადა, რომ სსფ "მზადაა საქართველოს დახმარების პროგრამა გააგრძელოს და 20 მლნ დოლარი გამოუყოს“, მესამე ტრანშის სახით.
- 10 ივნისი - ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე.
- 11 ივნისი - დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. ახალკაცის კანდიდატურა უალტერნატივო იყო, ვინაიდან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სამივე კონკურენტმა მოხსნა კანდიდატურა.
- 15 ივნისი:
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით 15 ივნისს რელიგიურ ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელშიც საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.
- დღეს თბილისში დსთ-ს ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს 41-ე ორდღიანი სხდომა დაიწყო, რომელსაც რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი გენადი ფადეევი თავმჯდომარეობს. სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გახსნა, განიხილება დსთ-ს სივრცეში რკინიგზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
- 17 ივნისი - 16–17 ივნისს მოსკოვში გამართული ქართულ–რუსული მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზების დროებითი ფუნქციონირების, ასევე საქართველოდან რუსული ბაზებისა და სამხრეთ კავკასიაში რუსული ჯარების სხვა კუთვნილი ობიექტების გაყვანის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოსაწერ დოკუმენტზე საბოლოო შეთახმებით დასრულდა, დელეგაციების დონეზე.
- 18 ივნისი - ქართული მედიის ცნობით, ბარსელონაში ესპანეთის პოლიციამ 17 ივნისს ათობით საქართველოს მოქალაქე დააკავა. ესპანური El Pais–სა და ABC–ის ცნობით, პოლიციამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში განახორციელა ოპერაცია სახელმწოდებით "კრაზანა“, რომლის დროსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაახლოებით 20 მოქალაქე დააკავა.
- 22 ივნისი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა 22 ივნისს განაცხადა, რომ საქართველომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების მასპიძლობაზე განაცხადს აკეთებს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გამართულ ცერემონიაზე ხელი მოაწერა საქართველოს ოფიციალურ განაცხადს.
- 24 ივნისი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამდღიანი ვიზიტით მონაკოში მიემგზავრება, სადაც "კრანსმონტანას" ყოველწლიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე, რომელიც 1989 წლიდან ტარდება, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და ბიზნესის წარმომადგენლები იკრიბებიან.
- 28 ივნისი - ოპოზიციური "რესპუბლიკური პარტიის" ყრილობამ, რომელიც 27 ივნისს გაიმართა, დავით უსუფაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩია. მან ამ თანამდებობაზე დეპუტატი დავით ბერძენიშვილი შეცვალა. ეს უკანასკნელი პარტიას 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა.
- 29 ივნისი - თბილისის საგადასახადო სამსახურის უფროსი თემურ დვალი, მისი მოადგილე და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი 28 ივნისს ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს.
- 30 ივნისი - პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრად ეკონომიკის განვითარების მინისტრი ლექსო ალექსიშვილი დაასახელა, ხოლო ეკონომიკის განვითარების ახალ მინისტრად – ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ჩოგოვაძე.
უცხოეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 ივნისი - სენატმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯონ ტეფტი საქართველოში ამერიკის ელჩად ერთხმად დაამტკიცა.
- 2 ივნისი - ევროპის ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საფრანგეთის შემდეგ ერთიან კონსტიტუციას უარი ჰოლანდიამაც გამოუცხადა. საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებით, ევროკავშირის ახალი კონსტიტუციის მიღების წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 61-მა პროცენტმა მისცა.
....
გარდაიცვალნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არჩილ გომიაშვილი - რუსეთში მოღვაწე ქართველი კინომსახიობი.