მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ გვერდს არა აქვს
შემოწმებული ვერსია , სავარაუდოდ მისი ხარისხი
არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ივლისი 2009 წლის მეშვიდე თვეა. დაიწო ორშაბათს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ პარასკევს.
ევროკომისია აჯარიმებს GDF Suez -ს და E.ON -ს თითოეულს € 553 მილიონით , შუაევროპულ გაზსადენთან დაკავშირებით ფარული შეთანხმების გამო. (Financial Times ) (The Wall Street Journal ) (Bloomberg) (Reuters)
პრემიერ-მინისტრ ბრაიან კოუენის განცხადებით, ირლანდიაში მეორე რეფერენდუმი რეფორმების ტრაქტატზე გაიმართება 2 ოქტომბერს . (RTÉ) (The Irish Times )
ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ირი სახალხოდ გამოჩნდა, რაც ძალიან იშვიათია ბოლო დროს, მამამისის გარდაცვალების 15 წლისთავის აღსანიშნავად. (BBC) (CTV) (The Guardian ) (MSNBC) (The Times )
დიდი რვიანის 35-ე შეხვედრა იმართება ლ’აკვილაში , იტალია . (BBC News) (CNN)
არეულობა ურუმჩიში :
ინდოეთის ოკეანეში კომორის კუნძულებთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები და მგზავრთა ცხედრები გამოირიყა მაფიას კუნძულებზე, ტანზანია . (BBC)
ინდონეზიაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ეტაპი გაიმართა. (Al Jazeera)
70,000 მუშის გაფიცვამ სამხრეთ აფრიკაში , შეაჩერა მსოფლიო თასი 2010 -ის სტადიონების მშენებლობა . (BBC) (AFP)
სამხრეთი კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა დგას სამთავრობო ვებ გვერდებზე, ბანკებსა და ბიზნესზე განხორციელებული კიბერ შეტევების უკან, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამხრეთ კორესა და აშშ -ში ბოლო დროს. (Yonhap) (BBC) (The Times )
ჰონდურასის გაძევებული პრეზიდენტი მანუელ სელაია და დროებითი პრეზიდენტი რობერტო მიჩელეტი შეთანხმდნენ მოლაპარაკებებზე, კოსტა რიკის შუამავლობით. (The Guardian )
ირანის ოფიციალური წარმოადგენლები აცხადებენ, რომ ორი მესამედი მომიტინგეებისა უკვე თავისუფალია და კიდევ 100 მათგანს გაათავისუფლებენ ცოტა ხანში. (Reuters)
ორი ავტობომბი აფეთქდა მოსულში , მეორე აფეთქებამ 9 ადამიანი იმსხვერპლა. (BBC)
ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მედიაკმენტმა სიროლიმუსმა (რაპამიცინი), აღმოჩენილი აღდგომის კუნძულის ნიადაგში 1970-ანებში, შეიძლება დაბერების შენელებას შეუწყოს ხელი. (BBC)
თურქეთი , ბულგარეთი , რუმინეთი , უნგრეთი და ავსტრია ხელს აწერენ სამთავრობათშორისო შეთანხმებას ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობაზე. (BBC News)
16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორს 8 ბავშვი , პაკისტანში ქალაქ მიან ჩანუს სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად. (CNN) (The Times of India )
გაერთიანებულმა სამეფომ შეაჩერა ისრაელისთვის გარკვეული სახის იარაღის მიყიდვა, ღაზას ომის შემდეგ. (The Times ) (Haaretz )
ორი უიღური მოკლული და ერთი დაშავებული, ეთნიკური დაპირისპირების შემდეგ ქალაქ ურუმჩიში . (BBC) (AP) (Xinhua)
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამხრეთ ოსეთს ეწვია ოფიციალური ვიზიტით, რაც პირველი შემთხვევაა საქართველო –რუსეთის ურთიერთობების ისტორიაში . (1 არხი) , (RIA Novosti) , (Bangkok Post )
აშშ–ის ეპისკოპალური ეკლესიაში კენჭისყრა ჩატარდა ჰომოსექსუალების ეპისკოპოსად დანიშვნაზე სამ-წლიანი აკრძალვის მოხსნის საკითხზე. (BBC)
კათოლიკური ეკლესია ხოტბას ასხამს ფილმს ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი , თუმცა მანამდე ჯოან როულინგის წიგნებს ადანაშაულებდა ჯადოსნობისა და ოკულტიზმის ქადაგებაში . (Irish Independent )
კასპიან ეარლაინსის რეისი 7908 , თეირანი -ერევანი , 153 მგზავრითა და 15 ეკიპაჟის წევრით ბორტზე, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ირანში . ბორტზე ორი საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. (1 არხი) , (BBC) (Press TV)
7.6-მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა სამხრეთი კუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან, რამაც მცირე ცუნამი წარმოშვა. (Associated Press) (New Zealand Herald ) (RTÉ) (USGS)
ჩინეთის საერთაშორისო სავალუტო რეზერვმა რეკორდულ მაჩვენებელს $ 2.13 ტრილიონს მიაღწია, რაც ორჯერ მეტია იაპონიის მაჩვენებელზე. (BBC) (Xinhua)
ჩინეთი მოითხოვს ალჟირში თავისი მოქალქეების „განსაკუთრებულ დაცვას“, სამხედრო დაჯგუფებების მიერ გაკეთებული შურისძიების განცხადებების შემდეგ. (BBC)
მარია დელ კარმენ ბოსედა დე ლარა , მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ასაკში გამხდარი დედა, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა კიბოთი . (BBC)
6 ადამიანი, მათ შორის 2 საგზაო პოლიციელია გარდაცვლილი და 16 დაჭრილი, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ანბარში , ერაყი . (RTÉ)
კოსმოსური შატლი ინდევორი STS-127 მისიაზე , სკს–ზე გაფრინდა. (BBC)
გაეროს უშიშროების საბჭოს კომიტეტი აწესებს დამატებით სანქციებს ჩრდილოეთ კორეაზე . (BBC) (Xinhua) (Japan Today)
ჩინეთის მშპ 7.9 %-ით გაიზრდა 2009 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისისა . (Xinhua) (China Daily ) (BBC)
გოლამ რეზა აგაზადე , ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ირანის ვიცე–პრეზიდენტი , უცნობი მიზეზით გადადგა. (ISNA) (BBC) (Jerusalem Post ) (Xinhua)
ხუთდღიანი დებატების შემდეგ ისლანდიის პარლამენტმა მცირე უმრავლესობით გადაწყვიტა ქვეყნის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა. (Al Jazeera) (BBC) (The Independent ) (The Telegraph )
წმინდა საყდარმა ოსკარ უაილდი „თანამედროვე მსოფლიოს ბრწყინვალე ანალიტიკოსად“ ცნო, რითაც შეარბილა თავისი მკაცრი დაომკიდებულება პოეტისადმი. (The Daily Telegraph ) (The Guardian )
ჰონდურასის დროებითი პრეზიდენტი რობერტო მიჩელეტი მზადაა გადადგეს, იმ შემთხვევაში თუ მანუელ სელაია უარს იტყვის პრეზიდენტობის პრეტენზიაზე. (CNN) (AFP)
ომარ ბონგოს ვაჟი, ალი ბონგო ონდიმბა , გაბონის მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენეს. (BBC)
ჩინეთმა ბოიკოტი გამოუცხადა მსოფლიო თამაშების გახსნას ტაივანში , თუმცა თამაშებში მონაწილოებას გეგმავს. (BBC)
6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა პაპუა-ახალი გვინეას სანაპიროსთან, თუმცა დიდი ზიანი არ მოუტანია. (RTÉ)
110 სართულიანი სირს ტაუერი ჩიკაგოში , აშშ , ოფიციალურად უილის ტაუერი გახდა. (BBC)
აღმოჩენილია ჩამოვარდნილი კასპიენ ეარლაინსის რეისი 7908 –ის შავი ყუთები . (Bernama) (Press TV) (Press Association)
17 წლის ზაკ სანდერლენდი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც მარტომ იმოგზაურა იახტით მსოფლიოს გარშემო. (BBC)
მადონას კონცერტი მარსელში , საფრანგეთი , გაუქმებულია სცენის ჩამონგრევის გამო, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 9 დააშავა. (AFP) (BBC) (Boston Globe ) (CBC) (Japan Today) (MSNBC) (Pravda) (The Telegraph )
ჰარი პეტჩი , უკანასკნელი პირველი მსოფლიო ომის ბრიტანელ ვეტერანთაგან, რომელიც სანგრებში იბრძოდა, 111 წლის ასაკში გარდაიცვალა. (BBC) (CNN)
მსოფლიოს მასშტაბით 80 ქალაქში გამოსვლები მოეწყო ირანის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რაც საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. (The Times ) (CNN) (Al Jazeera)
ერაყის ქურთისტანში საპარლამეტნტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. (The New York Times ) (The Hindu ) (Xinhua)
ტყის ხანძრებმა საფრანგეთში , საბერძნეთში , სარდიანიასა და ესპანეთში ათობით ადამიანი იმსხვერპლა და დააშავა. (RTÉ)
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2009 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2507,6 მლნ. $ შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37,2 %-ით ნაკლებია. (საქართველოს სტატისტიკა) , (Cilil.Ge)
სამხრეთი აფრიკაში , იოჰანესბურგის სიახლოვეს, არაფორმალურ დასახლებაში, შეტაკება მოხდა პოლიციასა და 200 მომიტინგეს შორის. (BBC)
ირანის ხელიფულებამ 140 დაკავებული გაათავისუფლა, მას მერე რაც უზენასმა ლიდერმა ციხის დახურვა ბრძანა, იქ მომხდარი მკვლელობების შემდეგ. (The Daily Telegraph ) (Press TV)
ჩინელმა მეცნიერებმა გამოაცხადეს „ვამპირის გენის“ არმოჩენა, Tryp-SPc . (AsiaNews)
აგრიგენტოში , სიცილიის დასავლეთით, ახლად აშენებული საავადმყოფო , რომელიც $ 50 მილიონი დაჯდა და 20 წელი შენდებოდა, მიწისძვრისგან დანგრევის საშიშროების გამო ევაკუირებულია. (BBC)