ივლისი 2005
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ივლისი, 2005)
<< | ივლისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
2005 |
2005 წლის მოვლენები:
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 12 ივლისი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისის მერად დანიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიგი უგულავა. მან ამ თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი შეცვალა. ეს უკანასკნელი პრეზიდენტმა ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად წარადგინა.
- 11 ივლისი - საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 32 ათასი აბიტურიენტი იღებს. გამოცდები 21 ივლისს დასრულდება, ხოლო საბოლოო შედეგები 20 აგვისტოსთვის გახდება ცნობილი.
- 10 ივლისი - ჩაქვში გაიხსნა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია, სადაც განიხილება ყველა ის წინადადებები, რაც აქამდე საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით.
- 8 ივლისი - პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ნატოს მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოს შორის საქართველოში მართვადი რაკეტების დემილიტარიზაციის შესახებ. ასევე დაამტკიცა ეროვნულის უსაფრთხოების კონცეფცია.
- 7 ივლისი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში 7 ივლისს მომხდარი ტერორისტული აქტის გამო წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლეერს. პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების მიმართ.
- 6 ივლისი:
- დაპირისპირება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მეთაურ ირაკლი ალასანიასა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც კოდორის ხეობაში მოხალისეთა რაზმ "მონადირეს" გაუქმებას უკავშირდება, თანდათან მწვავდება.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები, კერძოდ კი ფიზიკის ფაკულტეტის წარმომადგენლები სამეცნიერო გრანტებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსს სრულ უნდობლობას უცხადებენ. ფიზიკოსები კონკურსის შედეგების გაუქმებისა და მისი ხელახლა ჩატარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ.
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 5 ივლისს მიღებულ ვაშინგტონის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ "მიუღებელია პროგრესის ნაკლებობა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით“. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსულ მხარეს "ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს დიალოგი კონფლიქტის მხარეებს შორის“.
- 5 ივლისი - საქართველოს ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ რუსეთის ხელისუფლებისაგან რუსეთის კომერციულ ბანკებში აფხაზეთის კომერციული ბანკების ანგარიშების დახურვა მოითხოვა, მაგრამ როგორც ირკვევა, რუსული მხარის მტკიცების მიუხედავად, მოსკოვმა თბილისის მოთხოვნა ამჯერადაც არ გაითვალისწინა.
- 4 ივლისი:
- წალკის რაიონის სოფელ კირიაკში ეკომიგრანტებს შორის 6 თვის წინათ დაწყებული შუღლი ტრაგედიით დასრულდა. ხანჯლით მიყენებული ჭრილობით დაღუპულია 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად სოფელ კირიაკში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმია შეყვანილი.
- შსს-ს პრეს-სამსახური ერთ-ერთ ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლებს და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 1 მილიონ ლარს მოითხოვს. როგორც პრეს-სამსახურის უფროსმა გურამ დონაძემ განაცხადა, ტელეკომპანიამ დაარღვია საავტორო უფლებები და გადაცემა "პატრულის" კადრები საკუთარ ეთერში აჩვენა.
- სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა იური მოროზოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნა.
- 3 ივლისი:
- მსოფლიო ბანკმა საქართველოს გაზაფხულზე მომხდარი წყალდიდობით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით გამოუყო დამატებითი დაფინანსება 13 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ქვეყანაში მოქმედი სარწყავ-სადრენაჟო მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტის ფარგლებში.
- საქართველოს სანაპირო დაცვის ფოთის ბაზის საპატრულო კატარღამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ კი ბიჭვინთის ტრავერსზე თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი "ტარიკ გუნერი“ დააკავეს. აღნიშნული გემი სოხუმის პორტში აპირებდა შესვლას.
- 1 ივლისი:
- საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 112 ხმით, ერთხმად დაამტკიცა დედაქალაქის–თბილისის შესახებ კანონპროეტი, რომელიც საკრებულოსა და მერის ახალი წესით არჩევას ითვალისწინებს.
- თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივნისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული ათი პიროვნებიდან რვა დაკავებულს, რომელთა შორის არიან ოპოზიციური "ეროვნულ დემოკრატიული პარტიისა“ და "ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებიც, რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად.
უცხოეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდაიცვალნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკიპედიის სიახლენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 22 ივლისი - თბილისში ჩატარდა ქართველი ვიკიპედიელების პირველი არაოფიციალური შეხვედრა.