იბერიის მეფეთა სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ივერიის მეფეთა სია)
იბერიის ადრეული ქართული სახელმწიფო ~ძვ. წ. 600–500 წლებში.

იბერიის მეფეთა სია საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. ბევრი ისტორიკოსი და გენეალოგი (ვახუშტი ბატონიშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი, სერგი გორგაძე, პავლე ინგოროყვა) არ ეთანხმება „ქართლის ცხოვრების“ (XII საუკუნე) ორიგინალურ წყაროს და საკუთარ ვერსიას გვთავაზობს. პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე «მოქცევაჲ ქართლისაჲ» და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“ მცდელობაა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს დაზიანებული ადგილების აღდგენისა.[1]

უძველესს ჩვენს დრომდე მოღწეულ ქართულ მატიანეში, რომელსაც ეწოდება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, მოიპოვება მთლიანი ნუსხა ანტიკური ხანის იბერიის მეფეებისა — «მეფენი ქართლს შინა წარმართნი». ეს სია ძირითადად მოიცავს ექვს საუკუნეს, დაწყებული ალექსანდრე მაკედონელის ეპოქიდან — ვიდრე IV საუკუნის დასაწყისამდე ჩვენი წელთაღრიცხვისა.

დასახელებული სია, მთლიანად აღებული, დღემდე არ ყოფილა საფუძვლიანი მეცნიერული განხილვის, პრეციზული მეცნიერული კრიტიკის საგანი. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს სია დღემდე დევს როგორც უქმი, გამოუყენებელი მასალა. სინამდვილეში კი «მოქცევაჲ ქართლისაჲ»-ს ეს სია წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვანს ისტორიულ დოკუმენტს, ქართული ნაციონალური ისტორიოგრაფიის უძველესს ფურცელს.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარნავაზიანი წარმართი მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“[4] ვახუშტი ბატონიშვილი[5] თეიმურაზ ბატონიშვილი[6] სერგი გორგაძე[7] პავლე ინგოროყვა[8]
1. აზოჲ
ა~. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა.
1. აზო
330–272 წელი ქრისტეს წინ.
ფარნავაზ მეფე
2. ფარნავაზ
ბ~. და შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ.
1. ა. ფარნავაზ
ძვ. წ. 302237
ჲე (65) წელი მეფა
Ⴀ. ფარნავაზ I
ძვ. წ. 302237
65 წელი იმეფა
2. ფარნავაზ I
272–206
1. მეფე ფარნავაზ I
284–219 წ.[ა]
3. საურმაგ
გ~. და შემდგომად მისა დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აჲნინა გზასა ზედა. და იწყო არმაზს შჱნებად.
2. ბ. საურმაგ
ძვ. წ. 237162
ოე (75) წელი მეფა
Ⴁ. საურმაგ I
237–162
75 წელი იმეფა
3. საურმაგ I
206–162
2. მეფე საურმაგ I
219–66 წ.
4. მირვან I
დ~. და მისა შემდგომად მეფობდა მირვან. და აღმართა დანინა გზასა ზედა წინარე და აღაშენა არმაზი.
3. გ. მირვან I
ძვ. წ. 162112
ნ (50) წელი მეფა
Ⴂ. მირვან I
162–144
18 წელი იმეფა
4. მირვან I
162–120
3. მეფე მირვან (მირეან) I
219–66 წ.
5. ფარნაჯობ
ე~. და მეფობდა ფარნაჯობ და აღმართა კერპი ზადენ მთასა ზედა. და აღაშენა [ციხჱ].
4. დ. ფარნაჯომ
ძვ. წ. 11293
ით (19) წელი მეფა
Ⴃ. ფარნაჯამ I
144–135
9 წელი იმეფა
5. ფარნაჯომ
120–88
4. მეფე ფარნაჯობ (ფარნაჯომ) I
219–66 წ.
6. არს(ოკ)
ვ~. და მეფობდა არს(ოკ) [და] ქალაქსა ზღუდენი მოაქმნნა.
5. ე. არშაკ I
ძვ. წ. 9381
იბ (12) წელი მეფა
Ⴄ. არშაკ I
135–123
12 წელი იმეფა
6. არსოკ
88–66
5. მეფე არსოკ I
219–66 წ.
6. მეფე მირდატ I
219–66 წ.
7. არიკ
ზ~. და მეფობდა არიკ, რომელმან შიდაციხე აღაშენა არმაზსა.
6. ვ. არტაგ
ძვ. წ. 8166
იე (15) წელი მეფა
Ⴅ. არტაგ I
123–107
16 წელი იმეფა
7. არტაგ
66–64
7. მეფე არტოკ I
66–65 წ.[ბ]
8. ბრატმან I
ჱ~. და მეფობდა ბრატმან, რომელსა ზე მცხეთას ქალაქი დაეწყო.
7. ზ. ბარტომ I
ძვ. წ. 6633
ლგ (33) წელი მეფა
Ⴆ. ბარტომ I
107–74
33 წელი იმეფა
8. ფარნავაზ II (ბრატმან)
64–32
8. მეფე ბარაცმან [ბარაცმან-ავაზ || ფარსმან-ავაზ]=ფარნავაზ II
36 წ.[გ]
9. მირეან II
თ~. და მეფობდა მირეან. და მან აღაშენა მცხეთაჲ ქალაქი.
8. ჱ. მირვან II
ძვ. წ. 3323
ი (10) წელი მეფა
Ⴡ. მირვან II
74–58
16 წელი იმეფა
9. მირვან II
32–22
9. მეფე მირეან II
36–27 წლებს შორის
10. არსუკ
ი~. და მეფობდა არსუკ, რომელმან კასპი შეიპყრა და უფლის-ციხე განაგო.
9. თ. არშაკ II
ძვ. წ. 232
კ (20) წელი მეფა
Ⴇ. არშაკ II
58–33
25 წელი იმეფა
10. არიკ
22–1
10. მეფე არსუკ (არსოკ) II
36–27 წლებს შორის
Ⴈ. არშაკ III
33–ქრისტესთ შობით 1
32 წელი იმეფა
11. როკ
ია~. და მეფობდა როკ, რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა. და მეფობაჲ ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდეს იმიერ და ამიერ.
10. ი. ადერკი
ძვ. წ. 2ახ. წ. 55
ნზ (57) წელი მეფა
ႨႠ. ადერკი
1–44
43 წელი იმეფა
11. ადერკი
1–30 წელი ქრისტეს შემდეგ.
11. მეფე ადეროკ I
27 წლიდან (ჩვენი წელთაღრიცხვის უწინარეს)–30 წლამდე (ჩვენი წელთაღრიცხვისა).[დ]
12. მეფე ფარსმან I
30-იანი–60-იანი წლები.[ე]
13. მეფე მირდატ I
75 წ.[ვ]
ლანგარზე ამოკვეთილი ბერძნული წარწერა გვაუწყებს, რომ ეს ლანგარი მეფე ფლავიოს დადესს უჩუქებია ბერსუმა პიტიახშისთვის. არმაზისხევი, სამარხი № 3.
12. ქარძამ და ბრატმან.
იბ~. და მეფობდა ქარძამ არმაზს და მცხეთას -- ბრატმან. და ამათთა ჟამთა ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს.
11. ია. ბარტომი და ქართამი
5572
იზ (17) წელი მეფეს
ႨႡ და ႨႢ. ქართამმან იმეფა 1½
ბარტომმან იმეფა 28
კაოსმან 14
4487
ზოგადად 44
12. მითრიდატე I[9]
30–35
14. მეფე ქართამ I=ფლავიოს დადე
14-ა. თანა-მეფე (არმაზელი პიტიახში): ბარაცმან (ბარცომ, ბერცუმ)
76–96 წლებს შორის.[ზ]
ფარსმან I
13. ფარსმან და კაოზ.
იგ~. და მეფობდა იმიერ ფარსმან და ამიერ კაოზ.
12. იბ. კაოსი და ფარსმანი
7287
იე (15) წელი მეფეს
13. ფარსმან I
35–70
15. ფარსმან II[თ]
15-ა. თანა-მეფე (არმაზელი პიტიახში): კაოს (=კაოს პუბლიკი აგრიპა)[თ]
I საუკ. ბოლო–II საუკ. დასაწყისი.
ვესპასიანეს არმაზის სტელა
14. არსოკ და ამაზაერ.
იდ~. და მეფობდა იმიერ არსოკ და ამიერ -- ამაზაერ.
13. იგ. არმაზელი და აზორკი
87103
ივ (16) წელი მეფეს
ႨႣ. აზორკ I და არმაზელ I
87–119

32 წელი იმეფა
14. მითრიდატე II
70–96
16. მეფე ფარნუკ I=ხსე-ფარნუგ[ი]
16-ა. თანა-მეფე (არმაზელი პიტიახში): არმაზაერი
110-იანი წლები.
15. ამაზასპ და დერუკ.
იე~. და მეფობდა იმიერ ამაზასპ და ამიერ -- დერუკ.
14. იდ. ამზასპი და დეროკი
103113
ი (10) წელი მეფეს
ႨႤ. დეროკ I და ამზასპ I
119–128
8 წელი იმეფა
15. ამზასპ I
96–116
17. მეფე ამაზასპ I
17-ა. თანა-მეფე (არმაზელი პიტიახში): ადერუკ
120-იანი წლები.
ფარსმან ქველი
16. ფარსმან ქველი და ფარსმან ავაზ.
ივ~. და მეფობდა იმიერ ფარსმან ქველი და ამიერ -- ფარსმან ავაზ.
15. იე. ფარსმან ქველი და მირდატი
113129
ივ (16) წელი მეფეს
ႨႥ. ფარსმან II და მირდატ I
128–131.
ფარსმან II 131–144
16 წელი იმეფეს.
მირდატ I 144–147
2½ წელი იმეფა.
16. ფარსმან II
116-140
18. მეფე ფარსმან III ქველი
18-ა. თანა-მეფე (არმაზელი პიტიახში): ფარსმან ავაზ || ფარნავაზ.
130-იანი–140-იანი წლები.[კ]
17. როკ და მირდატ.
იზ~. და მეფობდა იმიერ როკ და ამიერ -- მირდატ. და ამისა ზე მოაკლდა არმაზი სამეუფოჲ და მცხეთას ოდენ იყო მეფობაჲ.
17. როკ
140–146
19. მეფე <...> როკ
19-ა. თანა-მეფე მირდატ
150-იანი წლები.
18. ღადამი
იჱ~. და მეფობდა ღადამი და დღე კ~
16. ივ. ადამ
129132
გ (3) წელი მეფა
ႨႦ. ადამ I
147151
4 წელი იმეფა
18. ღადამ
146
20. ღადამ I
დაახლ. 161–164 წ.[ლ]
ღადანა
132146
იდ (14) წელი მეფა
ႨჁ. ღადან
151165
14 წელი იმეფა
21-ა. დედოფალი ღადანა
დაახლ. 164–180 წ.[მ]
19. ფარსმან III
ით~. და ფარსმან,
17. იზ. ფარსმან III
146182
ლვ (36) წელი მეფა
ႨႧ. ფარსმან III
165191
26 წელი იმეფა
19. ფარსმან III
146–164
21. მეფე ფარსმან IV
II საუკუნის 80-იანი წლებიდან–IV საუკუნის დასაწყისამდე.
20. ამაზასპ II
კ~. და ამაზასპ,
18. იჱ. ამზასპ II
182186
დ (4) წელი მეფა
Ⴉ. ამზასპ II
191200
9 წელი იმეფა
20. ამზასპ II
164–182
22. მეფე ამაზასპ II
II საუკუნის 80-იანი წლებიდან–IV საუკუნის დასაწყისამდე.
21. რევ მართალი.
კა~. და რევ მართალი
19. ით. რევ
186213
კზ (27) წელი მეფა
ႩႠ. რევ მართალი
200219
18 წელი იმეფა
21. რევ-მართალი
182–190
23. მეფე რევ I მართალი
II საუკუნის 80-იანი წლებიდან–IV საუკუნის დასაწყისამდე.
22. ვაჩე.
კბ~. ვაჩე.
20. კ. ვაჩე
213231
იჱ (18) წელი მეფა
ႩႡ. ვაჩე I
219233
14 წელი იმეფა
22. ვაჩე
190–208
24. მეფე ვაჩე I
II საუკუნის 80-იანი წლებიდან–IV საუკუნის დასაწყისამდე.
23. ბაკურ I.
კგ~. ბაკურ.
21. კა. ბაკურ I
231246
იე (15) წელი მეფა
ႩႢ. ბაკურ I
233245
12 წელი იმეფა
23. ბაკურ I
208–216
25. მეფე ბაკურ I
II საუკუნის 80-იანი წლებიდან–IV საუკუნის დასაწყისამდე.
24. მირდატ II.
კდ~. მირდატ.
22. კბ. მირდატ II
246262
ივ (16) წელი მეფა
ႩႣ. მირდატ II
245259
14 წელი იმეფა
24. მიჰრდატ III
216–224
26. მეფე მირდატ III
II საუკუნის 80-იანი წლებიდან–IV საუკუნის დასაწყისამდე.
25. ასფაგურ.
კე~. ასფაგურ.
23. კგ. ასფაგური
262265
გ (3) წელი მეფა
ႩႤ. ასფაგურ I
259266
7 წელი მეფა
25. ასფაგურ
224–265
27. მეფე ასფაგურ I
II საუკუნის 80-იანი წლებიდან–IV საუკუნის დასაწყისამდე.
26. ლევ.
კვ~. ლევ. მამაჲ მირეანისი.
26. ლევ
265–300
28. მეფე ლევ (=რევ) II[ნ]
II საუკუნის 80-იანი წლებიდან–IV საუკუნის დასაწყისამდე.
ესე ოცდარვანი მეფენი ქართლს შინა წარმართნი.[10]

რაკი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანის დედანი ძირითადში აღდგენილია და დაზიანებული ადგილების წაკითხვა შეძლებისდაგვარად შემოწმებულია, ჩვენ ამის შემდეგ შევადარებთ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მეფეთა სიას, მთლიანად აღებულს, მეორე ძველ-ქართულ საისტორიო ძეგლთან, ლეონტი მროველის თხზულებასთან, რომელიც აგრეთვე შეიცავს მთლიან სიას ანტიკური ხანის იბერიის „წარმართი“ მეფეებისა.[11]

ეს შედარება შემდეგ სურათს წარმოგვიდგენს:

    „მოქცევაჲ ქართლისაჲ“

    I. აზოჲ
    II. ფარნავაზ I
    III. საურმაგ I
    IV. მირვან I
    V. ფარნაჯობ I
    VI. არსოკ I
    VII. [მირდატ I]
    VIII. არტოკ I
    IX. ბარაცმან I
    X. მირეან II
    XI. არსუკ II
    XII. ადეროკ I
    XIII. [ფარსმან] I
    XIV. <მირდატ II>

    „იმიერი“ მეფენი
    XV. ქართამ I
    XVI. ფარსმან II
    XVII. [ფ]არ[ნ]უკ II
    XVIII. ამაზასპ I
    XIX. ფარსმან III ქველი
    XX. <...>როკ

    „ამიერი“ თანა-მეფენი
    XV-ა. ბარაცმან
    XVI-ა. კაოს
    XVII-ა. არმაზაერი
    XVIII-ა. ადერუკ
    XIX-ა. ფარსმან-ავაზ
    XX-ა. მირდატ

    XXI. ღადამ I

    XXII. ფარსმან IV
    XXIII. ამაზასპ II
    XXIV. რევ I მართალი
    XXV. ვაჩე I
    XXVI. ბაკურ I
    XXVII. მირდატ III
    XXVIII. ასფაგურ I
    XXIX. ლევ II

    ლეონტი მროველი:

    I. აზონ
    II. ფარნავაზ
    III. საურმაგ
    IV. მირვან
    V. ფარნაჯომ
    VI. არშაკ

    VIII. არტაგ
    IX. ბარცომ
    X. მირვან
    XI. არშაკ
    XII. ადეროკ



    „იმიერი“ მეფენი
    XV. ქართამ
    XVI. ფარსმან
    XVII. [ფ]არ[ნ]უკ
    XVIII. ამაზასპ
    XIX. ფარსმან ქველი


    „ამიერი“ თანა-მეფენი
    XV-ა. ბარცომ
    XVI-ა. კაოს
    XVII-ა. არმაზაერი
    XVIII-ა. დერუკ
    — (ფარნავაზ სპასპეტი)
    XIX-ა. მირდატ

    XXI. ადამ
    XXII-ა. ღადანა დედოფალი
    XXII. ფარსმან
    XXIII. ამაზასპ
    XXIV. რევ მართალი
    XXV. ვაჩე
    XXVI. ბაკურ
    XXVII. მირდატ
    XXVIII. ასფაგურ

ფარნავაზიანი ქრისტიანი მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის სამეფოს (იბერიის) მეფეთა სია[12] გიორგი მელიქიშვილის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფეთა სახელები ეპოქა შენიშვნები
1. აზო ძვ. წ. IV ს-ის დასასრული?
2. ფარნავაზ I ძვ. წ. III ს. და II ს. დასაწყისი
3. საურმაგ
4. მირვან
5. ფარნაჯობ
6. არს [ოკ][ო]
7. არიკ
8. ბრატმან
9. მირეან
10. არსუკ
11. ადე [როკ][პ]
12. ქარძამ[ჟ] ძვ. წ. II ს-ის 60-იანი წლები
13. ფარსმან ძვ. წ. II ს-ის 50-იანი წლები
14. არსოკ ძვ. წ. I ს-ის 70-იანი წლები
15. ამაზასპ
16. ფარსმან
17. მირდატ
18. არტაგ ძვ. წ. II ს-ის 60-იანი წლები
19. ? (ხარვეზი – ერთი ან ორი მეფე)
20.
21. ფარნავაზ II ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები
22. ? (ხარვეზი – ერთი ან ორი მეფე)
23.
24. მითრიდატე ახ. წ. I ს-ის 30-იანი წლები
25. ფარსმან ახ. წ. I ს-ის 40–50-იანი წლები
26. მითრიდატე ახ. წ. I ს-ის 70-იანი წლები
27. ? (ხარვეზი – ერთი მეფე)
28. მითრიდატე ახ. წ. II ს-ის დასაწყისი
29. ფარსმან ახ. წ. II ს-ის 30–50-იანი წლები
30. ხსეფარნუგი ახ. წ. II ს-ის 60-იანი წლებიდან
31. ?[რ] ღადამი ახ. წ. II ს-ის დასასრული
და III ს-ის დასაწყისი
32. ?[რ] ფარსმან
33. ? (ხარვეზი – ერთი მეფე)
34. ამაზასპ ახ. წ. III ს-ის 40-იანი წლებიდან
35. რევ I ახ. წ. III ს-ის II ნახევარი
და IV ს-ის დასაწყისი
36. ვაჩე
37. ბაკურ
38. მირდატ
39. ასფაგურ
40. რევ II
41. მირეან

„იბერიის ადრეულ მეფეთა ქრონოლოგია“[13] კირილ თუმანოვის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე, თავისი ვერსია გამოაქვეყნა ქართველმა გენეალოგმა კირილ თუმანოვმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს უცხოურ წყაროებს (ბერძნული, ლათინური, ირანული და სომხური[14]). მისი აზრით, იბერიის მეფეები მართავდნენ სამეფოს, განლაგებულს კავკასიის ცენტრში, კოლხეთსა და ალბანეთს შორის, თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოში. სამეფო შეიქმნა ფარნავაზიანების დინასტიის დამაარსებლის, ფარნავაზ I-ის მიერ ძვ. წ. 299 წელს. იბერიის სამეფოს მართავდა ხუთი დინასტია დაახლოებით ცხრა საუკუნის განმავლობაში. თანმიმდევრულად რომის რესპუბლიკის, რომის იმპერიის და სასანიდური სპარსეთის ვასალი მონარქია საბოლოოდ გაუქმდა 580 წელს.

კირილ თუმანოვი თავის კრიტიკულ კვლევებში არტაშესიანთა დინასტიის წარმოშობას, დიდი სომხეთის მეფე არტაშეს I-ს მიაწერს. მას „ქართული ქრონიკები“ არშაკიდად მოიხსენიებს. არტაშესიანთა დინასტიის ქვეგანშტოებად – იბერიის არტაშესიანთა დინასტია ითვლება. მეორეს მხრივ, ის ოფიციალურად უარყოფს ორმეფობას იბერიაში – მცხეთის და არმაზის იბერიის ათი მეფის პარალელურ მმართველობას, დაწყებულს და დასრულებულს ერთსა და იმავე წელს, გაგრძელებულს 5 თაობის განმავლობაში, 74 წლის მანძილზე.

XIX საუკუნის თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის მამას, მარი ბროსეს თავის „საქართველოს ისტორიაში“ ამ პერიოდული ორმაგი მმართველობის რეალობა ეეჭვებოდა: „ისტორიაში ამ ესრეთ წოდებულ დუარხიას ანუ ორ მეფობას ასე განმარტავს თეიმურაზი: განყოფდა ქალაქსა მცხეთასა საშუალ მდინარე მტკვარი, გამოღმით მცხეთა და გაღმით არმაზი. დაადგინა (ადერკიმ) პალატსა შინა მცხეთისასა ქართამ და პალატსა შინა არმაზისასა ბარტომ და ამცნა მათ, რათა მარად დღე შეკრბენ ერთბამად უსჯიდნენ ერთა და განაგებდენ. სჯულ-უდვა მათ, რათა ერთი მათგანი განაგებდეს ყოველსა საქმესა სამხედროსასა და გარეგანთ საქმეთა; ხოლო მეორე შინაგანსა საქმესა ყოველსავე საქვეყნოსა. ბრძოლასა ჟამსა ერთი მათგანი წარვიდოდეს ლაშქარსა ხოლო მეორე უმზადებდეს მას ყოველსა საჭიროებასა; საჭურველთა, საზრდოთა და ყოველთა სახმართა სამხედროსათა“. ავტორი თავისს „introduction“-ში და დ. ბაქრაძე ერთს გარემოებას მიაქცევენ ყურადღებას. „საკვირველია, რომ ორნივე მეფენი ერთსა და იმავე დროს ასრულებენ თავის მოვალეობას და ასე გეგონებათ, რომ ისინი ანუ ერთად იხოცებიან, ანუ როდესაც უხუცესი კვდება, მაშინ უმრწემესიც თავისი ნებით სტოვებს თავის უფლებას“.[15]

კირილ თუმანოვის განცხადებით, ხოსროიდები მიეკუთვნებოდნენ სპარსეთის შვიდი დიდი სახლიდან ერთს (შესაძლოა, მიჰრანის სახლს). წინამორბედ არშაკიდების დინასტიასთან მირიანი იყო დაკავშირებული ქორწინებით, არშაკიდი მეფის, ასფაგურ I-ის ასულთან.

„ქართული ქრონიკების“ თანახმად, მირიანი იყო სპარსეთის შაჰის, ქასრე არდაშირის (ეს არის «ხოსრო» ანუ «დიდი შაჰ ხოსრო») და მხევლის შვილი. მამამისმა დასაქორწინებლად შეარჩია 7 წლის ასაკში, 284 წელს, უკანასკნელი არშაკიდი მეფის, ასფაგურ I-ის ასულსა და მემკვიდრე აბეშურაზე, მისივე მომხრე ქართველი დიდგვაროვნების თხოვნით.

სახელი სურათი ტიტული მეფობის წლები ლიტერატურა
ფარნავაზიანები
1. ფარნაბაზუსი/ფარნავაზ I
Pharnabazus/P'arnavaz I
მცხეთის მამასახლისის, სამარას ქართლოსიანი ძმიშვილი.[ს]
სრულიად იბერიის და კოლხეთის სამეფოს მეფე[16][ტ] ძვ. წ. 299–234 L 20-26; RL I 49;[უ] სომხეთის ისტორია (წიგნი) 9.[ფ]
2. სავრომაკი/საურმაგ I
Sauromaces/Saurmag I
ფარნაბაზუს I-ის ძე.
იბერიის მეფე ძვ. წ. 234–159 L 26-27; RL I 49.
ნებროთიანები ან ფარნავაზიანთა მეორე დინასტია
3. მერიბანი/მირვან I
Meribanes/Mirvan I
ირანელი (შესაძლოა, ორონტიდი ან მიჰრანიდი[ქ]) სიძე და სავრომაკ I-ის შვილობილი და მისი ცოლის ბიძაშვილი.
იბერიის მეფე ძვ. წ. 159–109 L 27-8; RL I 49.
4. ფარნაჯომი
P'arnajom
მერიბან I-ის ძე.
იბერიის მეფე ძვ. წ. 109–90 L 29-30; RL I 49 (P'arnajob).
არტაშესიანები
5. არტაქსია (არშაკე/არშაკ) I
Artaxias (Arsaces/Arshak) I
ფარნაჯომის დის ქმარი, მერიბან I-ის ასულის ქმარი და პრეზუმფციით[18] არტავაზდ I-ის ძე.
იბერიის მეფე ძვ. წ. 90–78 L 30; RL I 49 (Arsok).
6. არტოკე/არტოგი
Artoces/Artog
არშაკ I-ის ძე (L)
იბერთა მეფე[19][ღ] ძვ. წ. 78–63 Florus 1.40.28 (Arthoces); Appian, Bell, mithr. 103, 117;[ყ] Cassius Dio 37.1-2; Eutropius 6.14 (Artaces); Festus 16; Orosius 6.4.8; L 30; RL I 49 (Arik).
7. ფარნაბაზუს II/ბარტომი
Pharnabazus II/Bartom
არტოკეს ძე.
იბერთა მეფე[22] ძვ. წ. 63–30 Cassius Dio 49.24 (Pharnabazus); L 30-33 (Bartom); RL I 49 (Bratman).
ნებროთიანები
8. მერიბანი/მირვან II
Meribanes/Mirvan II
ფარნაჯომის ძე.
იბერიის მეფე ძვ. წ. 30–20 L 31-33; RL I 49 (Mirean).
9. არტაქსია (არშაკე/არშაკ) II
Artaxias (Arsaces/Arshak) II
მერიბან II-ის ძე.
იბერთა მეფე[23] ძვ. წ. 20–ახ. წ. 1 L 33-5; RL 49 (Arsuk).
ფარნავაზიანთა მესამე დინასტია
10. ფარსმან I/ადერკი
Pharasmanes/Aderk
ფარნაბაზუს II-ის ასულის ძე, ქართამ კოლხისგან.
იბერიის დიდი მეფე[24] ახ. წ. 1–58 L 33-43 (Aderk); RL I 49 (Rok); Tacitus, Ann. 6.32-5; 11.8; 12.44-51; 13.37; 14.26; Cassius Dio 58.26; cf. Josephus, Ant. 18.97.
11. მითრიდატე/მირდატ I
Mithridates/Mihrdat I
ფარსმან I-ის ძე.
იბერთა მეფე[შ] 58–106 L 43-54; RL I 49-50.
12. ამაზასპუსი/ამაზასპ I
Ammazaspus/Amazasp I
მითრიდატეს ძე (Inscr. of 75; but in L son of Azork).
იბერიის მეფე 106–116 Inscription of 75; L 50 (Amazasp and Derok, diarchs); RL I 50 (Amazasp and Deruk, diarchs).
13. ფარსმანეს/ფარსმან II ქველი
Pharasmanes/P'arsman II the Good
ამაზასპ I-ის ძე (L 50).
იბერიის მეფე[ჩ] 116–132 Arrian, Peripl. 15; Cassius Dio 69.15.1-2; (Hist. Augusta) Aelius Spartianus, Vita Hadriani 13.9; 17.10-12; 21.13; L 50-54 (P'arsman K'veli and Mihrdat, diarchs); RL I 50 (P'arsman K'veli and P'arsman Avaz, diarchs, and the extra pair: Rok and Mihrdat).
14. რადამისტუს/ადამი
Radamistus/Adam
ფარსმან II-ის ძე.
იბერთა დიდი მეფე[25] 132–135 L 54 ; RL I 50 (Ghadam).
15. ფარსმანეს/ფარსმან III
Pharasmanes/P'arsman III
ღადამის ძე.
იბერიის მეფე 135–185 Cassius Dio, reliqu. libri 70 (= 69) 15.3; (Historia Augusta) Julius Capitolinus, Vita Pii 9.6; L 54; RL I 50.
16. ამაზასპუსი/ამაზასპ II
Ammazaspus/Amazasp II
ფარსმან III-ის ძე (L 54).
იბერიის მეფე 185–189 L 55-7; RL I 50.
არშაკიანები
17. რევ I მართალი
Rev I the Just
სომხეთის მეფის (ვოლოგასეს II, 180-191) და ამაზასპ II-ის დის ძე, ტახტი დაიბრუნა ბიძისგან დედის ხაზით (L 57).
იბერიის მეფე 189–216 L 58; RL I 50.
18. ვაჩე
Vach'e
რევ I-ის ძე.
იბერიის მეფე 216–234 L 58; RL I 50.
19. ბაკურიუსი/ბაკურ I
Bacurius/Bakur I
ვაჩეს ძე.
იბერიის მეფე 234–249 L 59; RL I 50.
20. მითრიდატე/მირდატ II
Mithridates/Mihrdat II
ბაკურ I-ის ძე.
იბერიის მეფე 249–265 L 59; RL I 50.
20ა. ამაზასპუსი/ამაზასპ III
Amazaspus/Khamazasp III
იბერიის ანტი-მეფე 260–265
21. ასპაკურე/ასფაგურ I
Aspacures/Asp'agur I
მირდატ II-ის ძე (L 59).[ც]
იბერთა მეფე[26] 265–284 L 59-62; RL I 50.
ხოსროიანები
22. მერიბანი/მირიან III
Meribanes/Mirian III
ირანის დიდი მეფის[ძ] ძე მხევლისგან (L 64)
იბერიის, სომხითის, რანის, ჰერეთის, მოვაკანის და კოლხეთის მეფე[27] 284–361 Ammianus Marcellinus 21.6.8 (Meribanes); Conversion of Iberia[წ] 50-59; L 63-130; RL I 50 (Mirean); Ps. Moses of Chorene 2.86 (Mihran); Life of St. Nino.[ჭ]
22ა. რევი
Rev II
მერიბან III-ის ძე (L).
თანა-მეფე მამამისთან ერთად (აპანაჟით კახეთში და რეზიდენციით უჯარმაში: 71, 126). 345–361 L 70, 71, 104, 119, 123, 126, 129, 130; RL II 59.
23. სავრომაკ II
Sauromaces II
რევ II-ის ძე.
იბერიის მეფე 361–363 Ammianus Marcellinus, 27.12; 30.2 – იგნორირებულია იბერიული ისტორიული ტრადიციის მიერ.
24. ასპაკურე II ([ვარაზ]-ბაკურ I)
Aspacures II/[Varaz]-Bakur I)
მერიბან III-ის ძე (L)[ხ]
იბერიის მეფე 363–365 Ammianus Marcellinus 27.12 (Aspacures); L 70, 128, 129-31 (Bak'ar); RL II 59-60 (Bakur).
25. მითრიდატე/მირტად III
Mithridates/Mihrdat III
ასფაგურ II-ის ძე.
იბერიის მეფე 365–380 Ammianus Marcellinus 27.12; 30.2 (Aspacures); L 131-132 (Mihrdat).
საურმაგ II
Sauromaces II
მირტად III
Mithridates/Mihrdat III
იბერიის დიარქები 370–378
26. ასპაკურე III (ვარაზ-ბაკურ II)
Aspacures III/Varaz-Bakur II
მირდატ III-ის ძე (L 132).
იბერიის მეფე 380–394 L 132-37 (Varaz-Bak'ar); RL II 60 (Varaz-Bakur).
27. ტირიდატე/თრდატი
Tiridates/T'rdat
რევ II-ის ძე (L).
იბერიის მეფე 394–406 L 137; RL II 60.[ჯ]
28. ფარსმანეს/ფარსმან IV
Pharasmanes/P'arsman IV
ასფაგურ III-ის ძე გოგარენეს პრინცესასგან (L 135, 138).
იბერიის მეფე 406–409 L 138; RL II 61.[ჰ]
29. მითრიდატე/მირდატ IV
Mithridates/Mihrdat IV
ასფაგურ III-ის ძე იბერიის პრინცესასგან (L 135, 138).
იბერიის მეფე 409–411 L 138; J 139; RL II 61.
30. არჩილ
Arch'il
მირდატ IV-ის ძე, ის დაქორწინდა მარიამზე, როგორც ამბობენ, იმპერატორ იოვიანეს საგვარეულოდან.
იბერიის მეფე 411–435 Koriun, Life of St. Mashtots' 15.2 (Artsiul);[აა] J 139-42; RL II 61; Ps. Moses of Ghorene 3.60 (Artsil).
31. მითრიდატე/მირდატ V
Mithridates/Mihrdat V
არჩილ I-ის ძე.
იბერთა მეფე[28] 435–447 J 140, 141-2, 143.
32. ვახტანგ I გორგასალი/გურგენი
Vakhtang I Gorgasal/Gurgenes
მირდატ V-ის ძე (J 143).
იბერიის მეფე, ათთა მეფეთა მეფე[29][30] 447–522 Lazarus of P'arpi 66-87 (Vakht'ang);[აბ] Procopius, Bell. pers. 1.12 (Gurgenes); J 144-204;[აგ] RL II 61-2.
33. დაჩი
Dach'i
ვახტანგ I-ის ძე (J 204).
იბერიის მეფე 522–534 J 204-5; RL II 62 (Dach'i Ujarmeli).
34. ბაკურიუსი/ბაკურ II
Bacurius/Bakur II
დაჩის ძე.
იბერიის მეფე 534–547 J 206; RL II 62.
35. ფარსმანეს/ფარსმან V
Pharasmanes/P'arsman V
ბაკურ II-ის ძე.
იბერიის მეფე 547–561 J 206-7; RL II 63.
36. ფარსმანეს/ფარსმან VI
Pharasmanes/P'arsman VI
ფარსმან V-ის ძმის-წული (J 207).
იბერიის მეფე 561–? J 207-15; RL II 63.
37. ბაკურიუსი/ბაკურ III
Bacurius/Bakur III
ფარსმან VI-ის ძე.
იბერთა მეფე[31] ?–580 J 215-7; RL II 63.

ქართული სამეფო დინასტიების ქრონოლოგიური სკალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატიონები

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ოც-და-შჳდისა წლისა მეფე იქმნა და სამეოც-და-ხუთწელს მეფობდა“ (ლეონტი მროველი). გამოსავალი თარიღი 284 წელი (ქართული ნაციონალური წელთაღრიცხვის დასაწყისი).
  2. „ორ წელ ოდენ მეფობდა“ (ლეონტი მროველი). ანტიკური ხანის ბერძენ-რომაელი ისტორიკოსები (აპიანე, დიონ კასიოსი, ფლორე, ევტროპი, ფესტუსი) იბერიის მეფეს არტოკს მოიხსენიებენ 65 წელს, პომპეუსის ლაშქრობის დროს.
  3. დასახელებულ წელს (36 წელი ჩვენს ერამდე) მოიხსენიება ბარძენ ისტორიკოსის დიონ კასიოსის თხზულებაში.
  4. „ოც-და-ათისა წლისა მეფე იქმნა და ორმოც-და ათშჳდმეტ წელს მეფობდა“ (ლეონტი მროველი).
    ლეონტი მროველის სათარიღო ცნობასთან დაკავშირებით აქ საჭიროა აღვნიშნოთ შემდეგიც. ლეონტი მროველის თხზულებაში მეფე ადეროკ I-ის შესახებ ძირითად სათარიღო ცნობას („ოც-და-ათისა წლისა მეფე იქმნა და ორმოც-და ათშჳდმეტ წელს მეფობდა“) დართული აქვს გლოსა–ქრისტეს შობის, ქრისტეს ჯვარცმისა და საქართველოში ქრისტეს კვართის მოტანის შესახებ. რამდენადაც ქართულ მატიანეთა არქაული პირველწყარო, რომლიდანაც დამოკიდებულნი არიან, უშუალოდ თუ მეშვეობით, ლეონტი მროველი და საშუალო საუკუნეთა სხვა ქართველი ისტორიკოსები, წინა-ქრისტიანული ხანის ძეგლად არის მისაჩნევი, ცხადია, ამ პირველწყაროში ადგილი არ ექნებოდა ამ დანართ ცნობებს, რომლებიც ქრისტიანობის ისტორიას ეხება. აქ, რასაკვირველია, ჩვენ საქმე გვაქვს გვიანდელ გლოსასთან, და ამას გარდა ისიც შესაძლოა აღნიშნულ იქნას, თუ რათან დაკავშირებით იქნა ჩართული ეს გლოსა. ქრისტიანული ხანის ქართველ ისტორიკოსებს, ცხადია, ჯერ ერთი, თავისთავად აინტერესებდათ საკითხი, თუ რომელი მეფე იბერიისა იყო თანამედროვე ქრისტესი, ხოლო ეს ინტერესი, კერძოდ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ქრისტიანული ხანის ავტორებს უნდოდათ დაეკავშირებინათ საქართველოს ისტორიასთან ქრისტეს კვართის ლეგენდა და აღენიშნათ, თუ სახელდობრ რომელი მეფის დროს მოხდა ქრისტეს კვართის საქართველოში მოტანა. ხოლო რაკი არქაულ საისტორიო პირველწყაროში ქრისტიანული ხანის ავტორებს ვერ უპოვიათ სათანადო დასაყრდენი ჩვენება, ამის გამო ზოგი ავტორი ქრისტეს ჯვარცმისა და საქართველოში კვართის მოტანის ამბავს ვარაუდობდა ეღტი მეფის დროს, სხვა კიდევ სხვა მეფის დროს (ლეონტი მროველი ადეროკ I-ის დროს, შატბერდულ-ჭელიშური ნინოს ცხოვრების ავტორი არმაზაერის დროს, ხოლო რაც შეეხება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანეს, აქ კვართის შესახებ თქმულებაში მეფე სრულებითაც არ არის მოხსენებული). სწორედ ეს მერყეობა საშუალო საუკუნეთა ქართველი ავტორებისა მაჩვენებელია იმისა, რომ არქაული ხანის საისტორიო პირველწყაროში არ ყოფილა ქრისტიანობის შესახებ უწყება, და, რასაკვირველი, არც შეიძლებოდა, რამდენადაც ეს პირველწყარო, როგორც ირკვევა, წინა-ქრისტიანული ხანიდან მომდინარეობდა.
  5. მეფე ფარსმან I-ის მეფობის თარიღი აღნიშნული გვაქვს ტაციტუსისა და დიონ კასიოსის ცნობების მიხედვით.
  6. მეფე მირდატ (მითრიდატ) I ფარსმანის-ძე მოიხსენება მცხეთის წარწერაში 75 წლისა (წარწერა შესრულებულია 75 წლის 1 ივლისის შემდეგ).
  7. მეფე ქართამ═ფლავიოს-დადე და არმაზელი პიტიახში (თანა-მეფე) ბარაცმან არიან. თანამედროვენი რომის იმპერატორთა ფლავიოსთა სახლიდან (ლეონტი მროველი, მოქცევაჲ ქართლისაჲ და თანამედროვე წარწერა არმაზში აღმოჩენილი ლანგარისა).
  8. 8.0 8.1 მეფე ფარსმან (II) და არმაზელი პიტიახში (თანა-მეფე) კაოს (═კაოს პუბლიკი აგრიპა) – ქართულ მატიანეებს გარდა მოიხსენებიან სერაფიტის ძეგლის წარწერაში.
  9. მეფე ხსე-ფარნუგ (═ფარნუკ I) მოიხსენება იმავე სერაფიტის ძეგლის წარწერაში.
  10. მეფე ფარსმან (III) ბერძნულ-რომაულ საისტორიო წყაროებში მოიხსენება 130-იან წლებში და 130-იან/140-იანი წლების მიჯნაზე, რომის იმპერატორთა ადრიანეს და ანტონინეს დროს (–ცნობები არიანესი, დიონ კასიოსისა, ელიოს სპარტიანესი და იულიოს კაპიტოლინესი).
  11. „მეფობდა ღადამი [სამ წელ] და დღე ოც“ (მოქცევაჲ ქართლისაჲ). „დასუეს მეფედ ძე ფარსმან ქუელისა [ღ]ადამი, და იმეფა რა სამ წელ, მოკუდა“ (ლეონტი მროველი).
  12. „და დარჩა [მეფესა ღადამს] ძე მისი [ფარსმან IV] წელიწდისა ერთისა ყრმაჲ; და ვიდრე აღიზრდებოდა [ფარსმან IV] მეფობდა მამის-დედა მისი [დედა ღადამისა], ცოლი ფარსმან ქუელისა, რომელსაც ღ ა დ ა ნ ა“ (ლეონტი მროველი).
  13. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანეში სახელი უკანასკნელი «წარმართი» მეფისა – მირვანის მამისა – მოყვანილია ფორმით ლ ე ვ („ლევ მამაჲ მირეანისი“). სახელი ლევ, როგორც ირკვევა, არის ვერიანტული სახეობა სახელისა: „რევ“. (ქართული წყაროების ცნობით, მირიანის შვილს ერქვა „რევ“, ე. ი. აქ განმეორებულია სახელი პაპისა – მირიანის მამისა ლევ, იგივე რევ).
  14. „მოქცევაჲ ქართლისაჲში“: არს.
  15. „მოქცევაჲ ქართლისაჲში“: როკ.
  16. „ქართლის ცხოვრებაში“: ქართამ; „მოქცევაჲ ქართლისაჲში“, ალბათ ასომთავრული „რ“-სა და „ძ“-ს აღრევის გამო: ქარრამ. — იხ. მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I, თბ., 1966, გვ. 506. „ქარძამ“ ფორმას უპირატესობა ეძლევა მოსე ხორენელთან ამ სახელის ამ ფორმით ხმარების გამო.
  17. 17.0 17.1 სიაში 31-ე და 32-ე №№-ის ქვეშ ჩვენ პირობითად ვათავსებთ იბერიის მეფეთა სიებში უშუალოდ „ორმეფობის“ შემდეგ და მეფე ამაზასპის (№ 34) წინ დასახელებულ ღადამს და ფარსმანს. გამორიცხული არ არის, რომ მეფეთა ეს წყვილი უნდა მოთავსდეს არა აქ, არამედ უშუალოდ „ორმეფობის შემდეგ“ და სიაში ჩვენ მიერ ნავარაუდები ხარვეზის წინ, რომლის შევსებას ვახდენთ ბერძნულ-რომაული წყაროების მიხედვით, ე. ი. №№-ად 18 და 19. ასეთ შემთხვევაში ამ ადგილას მეფეების ხსეფარნუგისა (№ 30) და ამაზასპს (№ 34) შორის უნდა ვივარაუდოთ ხარვეზი ორი-სამი მეფის მოუხსენებლობისა.
  18. For the K'artlosids, the theophanic dynasts of pagan Iberia, claiming descent from the eponymous divine primogenitor of the nation, K'art'los, see ibid. 87-8 and n. 120, 91, 92 n. 131; for the title of mamasaxlisi (Dynast) of pre-royal Iberia: 88, 91 n. 128, 115 n. 185.
  19. Kartli and Eguri were known in the classical antiquity as Iberia and Colchis respectively.[17]
  20. The Royal List (I49) makes Pharnabazus the son of an earlier King of Iberia named Azo. This is a deformation of the data of Leontius concerning Azon, who according to him (18-25) was the ruler of Iberia for Alexander, defeated by Pharnabazus who thereupon became King. Both RL and the Primary History of Iberia (which serves as an introduction to the Conversion of Iberia: Stud. Chr. Cauc. Hist. 23; Med. Georg. Hist. Lit. 150), speak of Azo as 'first King of Iberia' and son of the 'King of Arian-K'art'li,' brought to Iberia by Alexander. For the confusion which produced, and was produced by, this story, see Stud. Chr. Cauc. Hist. 89 n. 124.
  21. Apud Eusebius (Sebeos), History of Heraclius, ed. Tiflis (1913) 9; cf. Stud. Chr. Cauc. Hist. 80 n. 101, 306 n. 4.
  22. Ibid. 317, cf. 81 n. 103. — This King's name Mirvan was derived from Pehl. MiѲrāpān (Justi, Namenbuch 208 [erroneously: Mitnāpān]), hence, in Latin, Meribanes. Yet in Iberia it became interchangeable with Mirian, derived from Pehl. Mihrān ═ O. P. *MiѲrāna (Justi 214-6); thus Meribanes III (q.v.), so called by Ammianus Marcellinus, was called Mirian in Georgian. — It is possible, however, that the Mihrāns were not one of the Seven Great Houses of Iran before the Sassanid epoch: W. Hening, in Bulletin of the School of Oriental and African Studies 14 (1954) 510.
  23. "Iberians" refers specifically to Kartvelians/Georgians.[20]The term Iberia/Iberian would undergo a transformation, its "all-Georgian" reach would be extended by the Bagrationi monarchs and their contemporaries.[21]
  24. Appian, Bell, mithr. 103 has the corrupt form "Οτωχοç. Cf. Justi, Namenbuch, 40, 485.
  25. იხ. ვესპასიანეს არმაზის სტელა
  26. იხ. ფასტი ოსტიენსი
  27. The second king of this name (No. 24) is called Aspacuras by Ammianus Marcellinus. Cf. Justi, Namenbuch 46.
  28. Named by the dynastic name of Chosroes (K'asre) but also Artašĩr: cf. supra, Pharnabazus I (No. 1) and nn. 41, 80.
  29. Ed T'aqaišvili (supra n. 2).
  30. Ninth-century addition to the Conversion of Iberia: Stud. Chr. Cauc. Hist. 23.
  31. For tne error of RL, see supra n. 94.
  32. RL makes Tiridates a brother of Aspacures II/Bakur and predecessor of Aspacures III/Varaz-Bakur. Τιριδάτης ═ Iranoid Tĩrdāt, Arm. Trdat (Justi, Namenbuch 326-7); it is odd that the Georgian (very rare) name should begin with an aspirate t'.
  33. RL calls him 'sister's son' of Tiridates and makes him succeed a spurious King Bakur son of Tiridates (60).
  34. For this source, written in 443-451, see Stud. Chr. Cauc. Hist. 17.
  35. For the fifth-century Lazarus, see ibid. 17.
  36. The opening part of J, dealing with Vaxtang I and his three predecessors, appears to belong to an anonymous chronicler from Ujfarma being merely incorporated in J: ibid. 258.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ძველი ქართული მატიანე «მოქცევაჲ ქართლისაჲ» და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“: III, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს დაზიანებული ადგილების აღდგენისათვის. გვ. 509, 510
  2. „ძველი ქართული მატიანე «მოქცევაჲ ქართლისაჲ» და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. გვ. 505
  3. 3.0 3.1 სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“, დამატება: I. უმთავრესი თარიღები და ფაქტები. ა) უუძველესი ისტორიიდან, ბ) ძველი ისტორიიდან. გვ. 83, 84. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ.
  4. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, შატბერდისეული ვერსია: [თავი ა~], გვ. 1–5.
  5. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა დ. გ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ნაწილი პირველი ძველი საქართველოს საზოგადო ქარტიით. ტფილისი, 1885. გვ. 37–105.
  6. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. „წელთა აღრიცხვანი. მეფენი თუ რომელი რომელსა წელსა გამეფდეს“. გვ. 210–220.
  7. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“, დამატება: II. არმაზ-მცხეთის მეფეები. გვ. 84. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ.
  8. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე «მოქცევაჲ ქართლისაჲ» და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. XI. ქრონოლოგიური ნუსხა იბერიის მეფეთა, III საუკუნიდან ჩვენს ერამდე – ვიდრე IV საუკუნემდე ჩვენი წელთაღრიცხვისა. გვ. 559–562.
  9. გორგაძე სერგი, „საქართველოს ისტორია“ III. საქართველოს ცხოვრება და თავგადასავალი 1–3 საუკუნეში ქრ. შემდეგ. : მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის, ტ. I, ქუთაისი, 1915. — გვ. 56.
  10. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდისეული ვერსია: [თავი ა~]. გვ. 2.
  11. „ძველი ქართული მატიანე «მოქცევაჲ ქართლისაჲ» და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“: IV. შედარება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მეფეთა სიისა ლეონტი მროველის თხზულების მეფეთა სიასთან გვ. 520, 521.
  12. გიორგი მელიქიშვილი „ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ“. გვერდები: 54–63. 1978-3 - მაცნე - ისტორიის სერია.
  13. Toumanoff, Cyrill (1969) „Chronology of the Early Kings of Iberia“ Traditio, Vol. 25, pp. 1–33.
  14. The Georgian Chronicle. Translated from Classical Armenian by Robert Bedrosian. This work is in the public domain. It may be copied and distributed freely. Sources of the Armenian Tradition (Long Branch, New Jersey, 1991)
  15. მარი ბროსე „საქართველოს ისტორია“; ნაწილი პირველი, გვერდები: 44, 45.
  16. Rapp (2016) location: 6323
  17. Rapp (2016) location: 702
  18. პრეზუმფცია. CIVIL ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  19. The Georgian Chronicles: 30—14
  20. Rapp (2016) location: 686
  21. Rapp (2016) location: 665
  22. The Georgian Chronicles: 32—8
  23. The Georgian Chronicles: 33—17
  24. Rayfield, p. 32
  25. Rayfield, p. 34
  26. The Georgian Chronicles: 62—8
  27. Rapp (2016) location: 7131—7140
  28. The Georgian Chronicles: 139—5
  29. Rapp (2016) location: 9500
  30. „ქართლის ცხოვრება“. ტომი I – ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით. ჯუანშერი „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“. 1955 წელი. ბ. აქა ვახტანგისი და ბაყათარ ოვსის ომი და მოკლვა ბაყათარისა ვახტანგისგან.
  31. The Georgian Chronicles: 216—13