ივერია-სოფრონის უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივერია-სოფრონის უდაბნო
ივერია-სოფრონის უდაბნო — რუსეთი
ივერია-სოფრონის უდაბნო
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°28′57″ ჩ. გ. 43°42′51″ ა. გ. / 55.48250° ჩ. გ. 43.71417° ა. გ. / 55.48250; 43.71417
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
მუნიციპალიტეტი არზამასის რაიონი
ადგილმდებარეობა კოვაქსა
სასულიერო სტატუსი აღდგენილი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5230083000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ივერია-სოფრონის უდაბნო (რუს. Иверско-Софрониева пустынь) — დედათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის არზამასის რაიონის სოფელ კავაქსაში. დაარსებულია XIX საუკუნეში. ეკლესია მიეკუთვნებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

მონასტრის სახელწოდება მომდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ხატისა და ადგილობრივი მორჩილი ბერის სოფრონის სახელისაგან, რომელმაც დააარსა უდაბნო. ბერი სოფრონი 1921 წელს აღნიშნულ უდაბნოში გარდაიცვალა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივეროა-სოფრონის უდაბნო დააარსა XIX საუკუნის დასასრულს არქიმანდრიტმა სოფრონმა (სმირნოვი), რომელიც იმჟამად იყო არზამასის ვისოკოგორის უდაბნოს წინამძღვარი.

სასულიერო კონსისტორიის ბრძანებით 1907 წლის 16 ნოემბრიდან არქიმანდრიტმა სოფრონმა დატოვა ვისოკოგორის უდაბნოს წინამძღვრის პოსტი და 1908 წლის დასაწყისიდან დასახლდა ტყიან უდაბნოში. ბერთან ერთად ვასახლდა მისი ოთხი მორჩილი, ცოტა მოშორებით კი ააგეს კარის ეკლესიის შენობა სავაც ცხოვრობდა 12 გოგონა, ძირითადად მისი სულიერი შვილები, რომლებიც შემდეგ გახდნენ უდაბნოს მსახურები.

1908 წლის 26 ივლისს, შედგა ტაძრის კურთხევა იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში მისვლის სახელზე.

1921 წელს ბერი სოფრონის გარდაცვალების შემდეგ, არზამასის ეპისკოპოსმა მიხეილმა აქ ოფიციალურად დააარსა ივერია-სოფრონის თემი, ივერიის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად. აღნიშნული უდაბნო მოქმედებდა 1929 წლამდე, სანამ არ დახურეს ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა.

1990-იანი წლების დასაწყისში, ახლოს მვებარე სოფლების მოსახლეობის ძალებით დაიწყო უდაბნოს აღორძინება. უფოსებმა მიტოვებული სახლები დაშალეს ვა მასალა გადაიტანეს მიტოვებულ მონასტერში. ააგეს დროებითი ეკლესია, სამლოცველო, ორი სახლი, პირუტყვის სახლი და აბანო, მაგრამ რადგანაც მონასტერში მონაზვნები არ ყოფილან, 1990-ანი წლების ბოლოს აღორძინების პროცესი შენელდა.

2001 წლის ბოლოდან სოფრონის უდაბნოში დასახლდა დედაოების მცირე ჯგუფი, რომელთაც ხელმძღვანელობდა ვლადიმირა ცვეტკოვა. უდაბნოში ამ დროისათვის ცხოვრობდა რამდენიმე დარაჯი და მუშა.

2002 წლის დეკემბერში ღუმელის მილიდან გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სამლოცველი სახლი მთლიანად დაიწვა.

2003 წელს საფუძველი ჩაუყარეს სავანის ახალ ტაძარს. სანქტ-პეტერბურგელი ხელოსნების ჯგუფმა ააგეს ხის ძელური შენობა ძველ რუსულ სტილში. ტაძარი დააფარეს სახურავი, დაადგეს ორი გუმბათი და დააყენეს ჯვარი, დაამონტაჟეს ფანჯრები და დაიწყეს შიდა სამუშაოები.

2008 წლის 12 ივლისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ბერი სოფრონი წმინდანად შერაცხეს სვიატოგორსკის ლავრის ჩვიდმეტ წმინდანთან ერთად. სწორედ სვიატოგორსკში დაიწყო სოფრონმა სამონასტრო ცხოვრება. გარკვეული პერიოდის შემდეგ სოფრონის საფლავზე ააგეს ეგვტერი.

უდაბნოს ხშირად სტუმრობენ ადამიანები, მოსალოცად და მონასტრის დებისათვის ფიზიკური დახმარების გასაწევად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]