ივან ჯაია
| ივან ჯაია | |
|---|---|
| სერბ. Иван Ђаја | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 21 ივლისი, 1884[1] [1] [2] [3] [4] |
| დაბ. ადგილი | ჰავრი |
| გარდ. თარიღი | 1 ოქტომბერი, 1957[1] [1] [2] [3] [4] (73 წლის) |
| გარდ. ადგილი | ბელგრადი |
| მოქალაქეობა | სერბეთი |
| საქმიანობა | ბიოლოგი, ფიზიოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი[5] და სამეცნიერო მუშაკი[5] |
| მუშაობის ადგილი | ბელგრადის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | doctor honoris causa from the University of Paris[6] [7] [8] |
|
გავლენა მოახდინეს | |
ივან ჯაია (სერბ. Иван Ђаја, დ. 21 ივლისი, 1884, ჰავრი — გ. 1 ოქტომბერი, 1957, ბელგრადი) — სერბი ბიოლოგი, ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი. ფიზიოლოგიის კათედრის დამფუძნებელი სერბეთის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი და სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრი.[9][10][11][12] ივან ჯაიია იყო ბიოლოგიის პოპულარიზატორი, პიონერი ჰიპოთერმიის სფეროში, ასევე ატარებდა კვლევებს თირკმელზედა ჯირკვლების როლზე თერმორეგულაციაში.[13][10]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივან ჯაია დაიბადა 1884 წლის 21 ივლისს ჰავრში, ნორმანდიის დიდ ნავსადგურში, საფრანგეთში. მისი დედა, დელფინა დეპუა-ოჟე (1861-1902), ფრანგი და ადგილობრივი გემთმფლობელის ქალიშვილი იყო. მისი მამა, ბოჟიდარ „ბოჟა“ ჯაია (1850-1914), თავდაპირველად მუშაობდა საზღვაო კაპიტნად, შემდეგ გადავიდა სამდინარო გადაზიდვებზე.[11][14][15]. ისინი დაქორწინდნენ ჰავრში 1881 წელს.[16] ივანი მათი უფროსი შვილი იყო. საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში წყვილს შეეძინა კიდევ ერთი ვაჟი, ალექსანდრე (1885-1968), რომელიც შემდგომში აგრონომი გახდა სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიაში.[11][16] როდესაც ივანი ექვსი წლის იყო, 1890 წელს, ოჯახი ბელგრადში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი მამა გახდა ორთქლმავალ „დელიგრადის“ კაპიტანი,[14][15] რომელიც იყო სერბი მმართველების ოფიციალური დიპლომატიური გემი. მას ის 1907 წლამდე, თავისი გადადგომის დრომდე, მართავდა. ბელგრადში მეუღლეებს შეეძინათ ქალიშვილი ოლგა, მათი მესამე შვილი (1892-1974).[16]
ივან ჯაიამ დაამთავრა დაწყებითი და საშუალო სკოლა ბელგრადში. პირველი ბელგრადის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1902 წელს ის გადავიდა საფრანგეთში, სადაც ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა პიერ კორნელის ლიცეუმში, რუანში.[11][14] 1903 წელს ის ჩაირიცხა სორბონის უნივერსიტეტში, სადაც მისი თანაკურსელი და საუკეთესო მეგობარი იყო ემილ ერზოგი, რომელიც შემდგომში გახდა ცნობილი ფრანგი მწერალი ანდრე მორუას სახელით. ის სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (ბოტანიკას, ფიზიოლოგიასა და ბიოქიმიას) ალბერ დასტრის ხელმძღვანელობით, რომელიც თავად იყო კლოდ ბერნარის მოწაფე და სამეცნიერო ექსპერიმენტატორი. ჯაიამ 1905 წელს ჩააბარა გამოსაშვები გამოცდა და დასტრის ხელმძღვანელობით 1909 წლის 23 ივლისს მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დისერტაციით ფიზიოლოგიაში „გლიკოზიდებისა და ნახშირწყლების ფერმენტების კვლევა მოლუსკებსა და კიბოსნაირებში“.[13][9]
სწავლის პერიოდში მას ასევე ჰქონდა რამდენიმე სამუშაო. 1904 წელს ის გახდა სერბული ყოველდღიური გაზეთის „პოლიტიკის“ ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი კორესპონდენტი.[11] ის ასევე გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმში პაულ ვან ტიგემთან ერთად, შემდეგ კი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ბიოლოგიურ სადგურში როსკოფში, ბრეტანი. 1906 წლიდან ის მუშაობდა იქ ივ დელაჟთან და ალბერ დასტრთან ერთად, რითაც დაიწყო თავისი მკვლევრის კარიერა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- 1 2 Académie nationale de médecine
- 1 2 La France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- 1 2 Národní autority České republiky
- ↑ Nouvelles brèves / J. Fenoglio, M. Lannelongue — Paris: Société éditrice du Monde, Louis Dreyfus, Jérôme Fenoglio, 1957. — P. 16. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ https://www.sutori.com/es/historia/jean-giaja-s-biography-in-timeline--S1iBs1LwKNBcbris3EfJYv7W
- ↑ https://archive.org/details/sim_journal-officiel-de-la-republique-francaise_1954-12-01_281/page/11226/mode/2up
- 1 2 Радош Љушић, , Завод за уџбенике, 2008. — გვ. 1278, ISBN 978-86-17-15732-4.
- 1 2 Mala enciklopedija Prosveta: opšta enciklopedija, Prosveta. — გვ. book, ISBN 978-86-07-00001-2.
- 1 2 3 4 5 Симо Ц. Ћирковић, Ко је ко у Недићевој Србији 1941-1944: лекисикон личности : слика једне забрањене епохе, Просвета, 2009. — გვ. 559, ISBN 978-86-07-01889-5.
- ↑ Đaja, Ivan. ციტირების თარიღი: 2022-04-22
- 1 2 Српска породична енциклопедија, Народна кјнига, 2006. — გვ. 224, ISBN 978-86-331-2737-0.
- 1 2 3 Коста Ђ. Кнежевић. Брат Пјер. ციტირების თარიღი: 2022-04-22
- 1 2 Отац Београдске физиолошке школе. ციტირების თარიღი: 2022-04-22
- 1 2 3 Zdravko Krstanović (2019-09-07). „Породица Ђаја — грађани света“. Politika-Kulturni.