ივან სოროკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივან სოროკინი (რუს. Сорокин, Иван Лукич დ. 1884 — გ. 1918) — რუსი სამხედრო მოღვაწე, დონის კაზაკი, გიორგის კვრის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ეკატერინოდარის საფელდშერო სკოლა და თბილისის სამხედრო სასწავლებლის პრაპორშჩიკთა კურსი. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, ლაბინკის პოლკის შემადგენლობაში ფელდშერად. შემდეგ იყო საკავალერიო პოლკის იასაული. თებერვლის რევოლუციის შემდეგ გახდა ესერთა პარტიის წევრი. 1917 წლის ბოლოს მიემხრო ბოლშევიკებს. 1918 წლის დასაყისიდან იყო ყუბანის კაზაკთა წითელი რაზმების მეთაური. 1918 წლის თებერვალ-აპრილში იყო სამხრეთ-აღმოსავლეთის რევოლუციური არმიის სარდლის თანაშემწე, შემდეგ ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკის ჯარების სარდალი. 1918 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იყო მე-11 წითელი არმიის სარდალი. მალე გამოვიდა რსფსრ ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებიდან და უარი განაცხადა მათი დავალებების შესრულებაზე. 1918 წლის ნოემბერში დააპატიმრეს და დახვრიტეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]