შინაარსზე გადასვლა

ივან მიკოლაიჩუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივან მიკოლაიჩუკი

ივან მიკოლაიჩუკის ბიუსტი ჩერტორიაში
დაბადების თარიღი 15 ივნისი 1941
ჩერტორია, ჩერნივცის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო 1987 (46 წლის)
კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
პროფესია მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი

ივან მიკოლაიჩუკი (უკრ. Іван Васильович Миколайчук; დ. 15 ივნისი, 1941 — გ. 3 აგვისტო, 1987) — უკრაინელი კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და კომპოზიტორი. უკრაინის სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1968). უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელოვის ეროვნული პრემიის ლაურეატი (1988— გარდაცვალების შემდეგ).[1]

ივან მიკოლაიჩუკი დაიბადა 1941 წლის 15 ივნისს, სოფელ ჩორტორიაში (ახლანდელი უკრაინის ჩერნივცის ოლქი), მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში.[2]

1957 წელს დაამთავრა ჩერნივცის მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1961 წელს — ო. კობილიანსკას სახელობის ჩერნივცის მუსიკალურ-დრამატულ თეატრთან არსებული თეატრალური სტუდია.

1962 წლის 29 აგვისტოს იგი დაქორწინდა იმავე თეატრის მსახიობ მარია კარპიუკზე.

1965 წელს დაამთავრა კიევის ი. კარპენკო-კარის სახელობის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ვიქტორ ივჩენკოს სახელოსნო). ივან მიკოლაიჩუკს საყოველთაო აღიარება მოუტანა ფილმებში „ძილი“ და „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ შესრულებულმა ახალგაზრდა ტარას შევჩენკოს და ივან პალიჩუკის როლებმა. „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებმა“ 21 ქვეყანაში კინოფესტივალებზე 39 საერთაშორისო ჯილდო და 28 პრიზი (მათ შორის 24 გრან-პრი) მიიღო და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.

მიკოლაიჩუკის კარიერაში დაიწყო ახალი ეტაპი ფილმით „თეთრი ჩიტი შავი ლაქით“ (1971), როდესაც ის მსახიობის გარდა, სცენარისტის ამპლუაშიც გამოვიდა.

ქვის ჯვარი ივან ნიკოლაიჩუკის საფლავზე ბაიკოვოს სასაფლაოზე

ბორის ივჩენკოს ფილმში „დაკარგული წერილი“ (1972) ივან მიკოლაიჩუკმა არა მხოლოდ კაზაკ ვასილის კოლორიტული როლი მოირგო, არამედ ფაქტობრივად თანარეჟისორის ფუნქციაც შეასრულა. მან ფილმის მუსიკალურ გაფომებაშიც მიიღო მონაწილეობა — ფილმს ახლდა სიმღერები, რომლებსაც ასრულებდა ტრიო „ოქროს გასაღებები“ (ნინა მატვიენკო, მსახიობის მეუღლე მარია მიკოლაიჩუკი, ვალენტინა კოვალსკაია). სიმღერების შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ივან მიკოლაიჩუკმა.

1979 წელს მან მოახერხა თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულება — ვასილი ზემლიაკის რომანის „გედების გუნდის“ მიხედვით გადაეღო ფილმი „ბაბილონი XX“, რომელშიც მიკოლაიჩუკი სცენარისტის, რეჟისორის, მსახიობის და კომპოზიტორის როლსაც კი ასრულებდა. 1980 წელს ფილმმა დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის პრიზი მიიღო.[3]

1981 წელს მიკოლაიჩუკის რეჟისორობით გადაღებული ფილმი „ასეთი გვიანი, ასეთი თბილი შემოდგომა“ ისეთი წარმატებული აღარ აღმოჩნდა, როგორც „ბაბილონი XX“.

1983 წელს დაიწერა „არაკები ივანეს შესახებ“. რეჟისორი 1984 წლიდან ემზადებოდა ფილმზე სამუშაოდ, თუმცა „არაკების...“ გადაღების ნებართვა მხოლოდ 1986 წლის შემოდგომაზე მიიღო.[4]

ივან მიკოლაიჩუკი გარდაიცვალა 1987 წლის 3 აგვისტოს სიმსივნით. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე.[5]

ჯილდოები და პრემიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2016 წელს გამოშვებული უკრაინის საფოსტო მარკა ივან მიკოლაიჩუკის პორტრეტით
  • უკრაინის სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1968)
  • უკრაინის ნ. ა. ოსტროვსკის სახელობის ლენინური კომკავშირის პრემია (1967)
  • უკრაინის სსრ ტ. გ. შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემია (1988 — გარდაცვალების შემდეგ) — ტარას შევჩენკოს, ივან პალიჩუკის, დავით მოტუზკას, გრიგორი გრომოვის, პიოტრ ძვონარის, ფაბიანის, გრიგორ კორჩაკის როლების შესრულებისთვის ფილმებში: „სიზმარი“, „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, „სარეველები“, „კომისრები“, „თეთრი ჩიტი შავი ლაქით“, „ბაბილონი XX“, „ასეთი გვიანი, ასეთი თბილი შემოდგომა“.

მსახიობის საპატივსაცემოდ კიევის, ლვივის, პოლტავას, ივანო-ფრანკივსკის, კროპივნიცკის, ვინიციის, კოლომიის, ჩერნივცის და კოველის ქუჩებს ეწოდა ივან მიკოლაიჩუკის სახელი.

მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება ლეონიდ ფილატოვის ციკლის მე-19 თავი „რომ ახსოვდეთ“.

  1. Peter Rollberg (2009). Historical Dictionary of Russian and Soviet Cinema. US: Rowman & Littlefield. pp. 478–479. ISBN 978-0-8108-6072-8.
  2. Link about Mykolaychuk and his mother, Kateryna დაარქივებული 2025-05-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლ. )
  3. в титрах — И. Николайчук
  4. Bibliothèque nationale de France Ivan Mikolajčuk // Autorités BnF (ფრანგ. ): платформа открытых данных — 2011.
  5. Наталка Позняк-Хоменко. Іван Миколайчук. Український секс-символ із Божою ознакою // Без цензури