შინაარსზე გადასვლა

ივან კოტლიარევსკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივან კოტლიარევსკი
დაბადების თარიღი 1769 წლის 29 აგვისტო ძვ. სტილით (1769 წლის 9 სექტემბერი ახალი სტილით), პოლტავა, რუსეთის იმპერია (დღევანდელი უკრაინა)
გარდაცვალების თარიღი 1838 წლის 29 ოქტომბერი ძველი სტილით (69 წლის), (1838 წლის 10 ნოემბერი ახალი სტილით), პოლტავა, რუსეთის იმპერია (დღევანდელი უკრაინა)

ივან პეტროვიჩ კოტლიარევსკი (უკრ.: Іван Петрович Котляревський; 9 სექტემბერი [ძვ. სტილით 29 აგვისტო] 1769 წ. – 10 ნოემბერი [ძვ. სტილით 29 ოქტომბერი] 1838 წ. — უკრაინელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი და სოციალური აქტივისტი, რომელიც მიჩნეულია თანამედროვე უკრაინული ლიტერატურის პიონერად. მისი მთავარი ნამუშევარი არის სატირულ-ჰეროიკული პოემა ენეიდა.

კოტლიარევსკი დაიბადა 9 სექტემბერს [ძვ. სტილით 29 აგვისტო] 1769 წელს უკრაინულ ქალაქ პოლტავაში, კერძოდ, ბანკირ პეტრო კოტლიარევსკის ოჯახში.[1] კოტლიარევსკი მიეკუთვნებოდა უკრაინელ დიდგვაროვნებს, მაგრამ არ იყო მდიდარი. ისინი ფლობდნენ მცირე ქონებას პოლტავაში და მიწის ნაკვეთს შორიახლოს.[2] პოლტავას თეოლოგიურ სემინარიაში სწავლების შემდეგ (1780–1789 წწ.), იგი მუშაობდა აზნაურთა ტუტორად სასოფლო მამულებში, სადაც გაეცნო უკრაინულ ფოლკლორულ ცხოვრებას და გლეხთა ხალხობას. იგი მსახურობდა იმპერიულ რუსულ არმიაში 1796 და 1808 წლებს შორის სივერსკის კარაბინერთა კორპუსში. კოტლიარევსკი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1806-1812 წწ.), როგორც შტაბს-კაპიტანი, რა დროსაც რუსმა ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ იზმაილს. 1808 წელს, იგი გადადგა არმიიდან. 1810 წელს, იგი გახდა ინსტიტუტის რწმუნებული, რომელიც მუშაობდა გაღატაკებული დიდგვაროვანთა ბავშვების განათლების მიმართულებით. 1812 წელს, საფრანგეთ-რუსეთის ომის (1812 წ.) დროს იგი ორგანიზებას უწევდა მე-5 უკრაინულ კაზაკთა კორპუსს ქალაქ ჰოროშინში (ხოროლი უეზდი, პოლტავას საგუბერნიო) იმ პირობით, რომ ომის დასრულების შემდეგ, მას დატოვებდნენ მუდმივმოქმედ სამხედრო ფორმირებად. ამის გამო, მან მიიღო მაიორის წოდება.[3]

კოტლიარევსკი პოლტავას გენერალ-გუბერნატორს რეზიდენციაში თეატრალური წარმოდგენების დადგმაში ეხმარებოდა და 1812-1821 წლებში პოლტავას თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1818 წელს ვასილ ლუკაშევიჩთან, ვ. ტარანოვსკისთან და სხვებთან ერთად, კოტლიარევსკი გახდა პოლტავის მასონური ლოჟის ჭეშმარიტების სიყვარულის წევრი.[4][5] კოტლიარევსკი მონაწილეობდა მსახიობ მიხაილ შჩეპკინის ბატონყმობიდან გამოსყიდვაში. 1827-დან 1835 წლამდე იგი რამდენიმე საქველმოქმედო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. იგი გარდაიცვალა 1838 წლის 10 ნოემბერს [ძვ. სტილით 29 ოქტომბერს]. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან გაათავისუფლა თავისი ყმები და ქონება ნათესავებსა და ნაცნობებს დაურიგა. ივან კოტლიარევსკი პოლტავაში დაკრძალეს.[6]

პირველი თანამედროვე უკრაინელი მწერალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოტლიარევსკის „ენეიდას“ პირველი გამოცემა, 1798 წ.

კოტლიარევსკიმ პირველი ლექსები პოლტავის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს დაწერა და სატირულ ალმანახ პოლტავას ბუზში გამოაქვეყნა. მან მუშაობა დაიწყო თავის ყველაზე ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებზე, სახელდობრ იმიტირებულ გმირულ პოემაზე „ენეიდა“ (უკრ.: Енеїда) 1794 წელს. პირველი სამი ნაწილი გამოიცა სანქტ-პეტერბურგში (ავტორის ნებართვის გარეშე) 1798 წელს. მისი გამოცემა, როგორც წესი, თანამედროვე უკრაინული ლიტერატურის საწყის წერტილად ითვლება, რადგან მან, სათავე დაუდო უკრაინული ენის, როგორც ლიტერატურული ენის გამოყენებას.[7] მეოთხე ნაწილი 1809 წელს გამოიცა, ხოლო მეხუთე და მეექვსე ნაწილები დაახლოებით 1820 წელს დასრულდა, თუმცა ნაწარმოების სრული სახით გამოცემა მხოლოდ 1842 წელს, ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა.[8]

კოტლიარევსკის „ენეიდა ევროპულ ლიტერატურაში ვერგილიუსის „ ენეიდას“ პაროდიების ტრადიციას ეფუძნება. კერძოდ, მისი მთავარი მოდელი იყო ადრინდელი ლექსი Virgilieva Eneida, vyvorochennaya naiznaku (ვირგილიუსის „ენეიდა“ ამობრუნებული სახით), რომელიც გამოქვეყნდა 1791 წელს რუსი პოეტის, ნიკოლაი ოსიპოვის მიერ (დაასრულა ალექსანდრე კოტლნიცკიმ), თუმცა კოტლიარევსკის შემოქმედება აბსოლუტურად განსხვავებულია. „ენეიდაში“ ტროელი გმირები ზაპოროჟიელ კაზაკებად გარდაიქმნებიან, ხოლო ოლიმპიელი ღმერთები დაუნდობელ მემამულეებად იქცევიან.[9] პოემა ასახავს ახლახან განადგურებული ზაპოროჟიის სიჩის და კაზაკთა მთავრის ხსოვნას, ისევე როგორც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწესებული ბატონყმობის მწვერვალს. პოემა სატირულად წარმოაჩენს წარსულისა და აწმყოს ეპოქების სოციალურ კლასებს. ნამუშევარი თავის დროზე ძალიან პოპულარული გახდა და არაერთი განსახიერების შთაგონების წყარო გახდა. ასევე, „ენეიდასთან“ ერთად, კოტლიარევსკიმ უკრაინულ პოეზიაში შემოიტანა აქცენტულ-მარცვლოვანი ლექსი, რომელმაც ჩაანაცვლა ადრინდელი მარცვლოვანი ლექსიფიკაცია, რომელიც ნაკლებად შეეფერებოდა უკრაინულ ენას.[10] კოტლიარევსკიმ გამოიყენა იამბიკური ტეტრამეტრი ათსტრიქონიან სტროფებში რეგულარული რითმებით.

კოტლიარევსკის ორმა პიესამ, კომედიამ პოლტაველი ნატალკა და ვოდევილი ჯადოქარი[11] მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის ეროვნული თეატრის განვითარებაში.

პავლო პეტრენკო წერს, რომ კოტლიარევსკის მსოფლმხედველობა „სოციალურ-პოლიტიკური კრიტერიუმების ნაცვლად, მორალური კრიტერიუმებით იყო განპირობებული, ხოლო სოციალურად და ეროვნულად დაჩაგრული უკრაინელი გლეხობისადმი მისი სიმპათია ცარისტულ ავტოკრატიასთან მის ერთგულებას ექვემდებარებოდა“.

პავლო პეტრენკოს თქმით, „კოტლიარევსკის გავლენა აშკარაა არა მხოლოდ მისი უშუალო მემკვიდრეების (გრიგორი კვიტკა-ოსნოვიანენკო, ტარას შევჩენკო, იაკივ კუხარენკო, კ. ტოპოლია, სტეპან პისარევსკი და სხვები) შემოქმედებაში, არამედ XIX საუკუნის მეორე ნახევრის ეთნოგრაფიულ პიესებში და რუსულ (ეთნიკური უკრაინელების, ნიკოლაი გოგოლისა და ვასილი ნარეჟნის შემოქმედებაში) და ბელორუსულ (ანონიმური „ენეიდა ნავივარატი“ ლიტერატურაშიც“.

კოტლიარევსკის სრული ნაშრომები გამოიცა კიევში 1952–53 და 1969 წლებში, ხოლო 1952 წელს პოლტავაში კოტლიარევსკის მუზეუმი გაიხსნა. უკრაინის ქალაქ ხარკოვში, პოტლიარევსკის სახელს ატარებს ხარკოვის ი.პ. კოტლიარევსკის სახელობის ეროვნული ხელოვნების უნივერსიტეტი. კოტლიარევსკის ძეგლები აღიმართა კიევში (მოქანდაკე გ. კალჩენკო, არქიტექტორი ა. იგნაშჩენკო) და პოლტავაში (მოქანდაკე ლ. პოზენი, არქიტექტორი ა. შირშოვი). უკრაინის ქალაქებში, მრავალ ბულვარსა და ქუჩას ეწოდა პოეტის სახელი, რომელთაგან ყველაზე დიდი კიევში არის პოლტავა, ჩერნიგოვი, ვინიცია, ხმელნიცკი, ჩერნივცი, პრილუკი, ლუბნი და ბერდიჩივში.[საჭიროა ციტირება]

ინგლისური თარგმანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტლიარევსკის „ენეიდას“ პირველი რამდენიმე სტროფი ინგლისურად ვოლოდიმირ სემენინამ თარგმნა. და გამოქვეყნდა უკრაინულ-ამერიკულ გაზეთ „უკრაინულ კვირეულში“ 1933 წლის 20 ოქტომბერს.[12] თუმცა, ნაწარმოების პირველი სრული ინგლისური თარგმანი მხოლოდ 2004 წელს გამოქვეყნდა უკრაინულ-კანადელი ბოგდან მელნიკის მიერ.[13][14][15]

  1. Літературна панорама. 1988 Текст : збірник. Вип. 3 / упоряд. Г. М. Сивокінь. – К. : Дніпро, 1988. – 270 с. – 1,30.
  2. Sreznevsky, V. (1903). Kotliarevsky, Ivan Petrovich" Котляревский, Иван Петрович. Russkiĭ biograficheskiĭ slovarʹ Русский биографический словарь [Russian Biographical Dictionary], Vol. 9 ((in Russian)). Saint Petersburg: Tipografiia Glavnogo Upravleniia Udelov: Tipografiia Glavnogo Upravleniia Udelov, გვ. 331. 
  3. Ivan Kotliarevsky. (1963)Eneida: Excerpts. Translated by Andrusyshen C. H & Kirkconnell W. in the anthology The Ukrainian Poets 1189–1962 (PDF). Published for the Ukrainian Canadian Committee by the University of Toronto Press in Toronto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-09. ციტირების თარიღი: 1963.
  4. Sliusarenko, A. H., Tomenko, M. V. Istoriia Ukrainskoi Konstytutsii, "Znannia", (Ukraine 1993), ISBN 5-7770-0600-0, pg. 38 (in Ukrainian) .
  5. List of freemasonry lodges in Ukraine დაარქივებული 2011-04-08 საიტზე Wayback Machine. (in Ukrainian) .
  6. Kotliarevsky, Ivan Petrovych uk. ციტირების თარიღი: 28 November 2024
  7. A History of Ukrainian Literature: From the 11th to the End of the 19th Century. 
  8. Kotliarevsky, Ivan. ციტირების თარიღი: 28 November 2024
  9. Andruyshen, C. H.. The Ukrainian Poets: 1189-1962. 
  10. Husar Struk, Danylo. Literature. ციტირების თარიღი: 28 November 2024
  11. Husar Struk, Danylo. Literature. Internet Encyclopedia of Ukraine. ციტირების თარიღი: 28 November 2024. 
  12. "1933" The Ukrainian Weekly 1933-03.pdf დაარქივებული 2022-04-23 საიტზე Wayback Machine. (in English)
  13. Wawryshyn, Olena. (2005) Melnyk's Monumental Task. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 30 May 2020
  14. Eneïda. 
  15. Savchuk, Vasyl. (24 January 2014)Штрихи до портрета перекладача Богдана Мельника [Touches to the portrait of translator Bohdan Melnyk] Krymska Svitlytsia (in Ukrainian). ციტირების თარიღი: 30 May 2020.

სასარგებლო ბმულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]