შინაარსზე გადასვლა

ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას (ფილმი))
„ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას
Иван Васильевич меняет профессию“
რეჟისორი ლეონიდ გაიდაი
სცენარისტი ლეონიდ გაიდაი
ვლადლენ ბახნოვი
როლებში იური იაკოვლევი
ლეონიდ კურავლიოვი
ალექსანდრე დემიანენკო
კომპოზიტორი ალექსანდრე ზაცეპინი
დისტრიბუტორი მოსფილმი
ხანგრძლივობა 93 წთ
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული ენა

ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას (რუს. Иван Васильевич меняет профессию) — 1973 წლის საბჭოთა კომედიური ფილმი. ეფუძნება მიხეილ ბულგაკოვის პიესას „ივანე ვასილის ძე“. ფილმის რეჟისორია ლეონიდ გაიდაი.

ფილმი იწყება, როგორც შავ-თეთრი. გამომგონებელი ალექსანდრე ტიმოფეები (შურიკი) დროის მანქანას ქმნის. მანქანის გაშვების ექსპერიმენტი სრულდება აფეთქებით. შურიკი გონებას კარგავს.

სიზმრის დაწყებიდან მოყოლებული, ფილმი ფერადია. შურიკის ცოლი, ზინა, შინ ბრუნდება და ქმარს უცხადებს, რომ ტოვებს. მისი ახალი საყვარელი არის კინორეჟისორი იაკინი, რომელთან ერთად იგი გაგრაში მიემგზავრება.

ამავე დროს ბინების ქურდი-რეციდივისტი ჟორჟ მილოსლავსკი შურიკის და ზინას მეზობლის, სტომატოლოგ ანტონ შპაკის ბინაში შედის და იპარავს მის ნივთებს.

ივანე ბუნშას, მეზობლის თანდასწრებით, შურიკი დროის მანქანას უშვებს და შურიკისა და შპაკის ბინებს შორის კედელი ქრება. გაკვირვებული მილოსლავკი შურიკის ბინაში შედის და მანქანით ინტერესდება. შურიკი კიდევ ერთხელ უშვებს მანქანას და მათ წინაშე ჩნდება მეფის დარბაზი. ტახტზე თვით ივანე მრისხანე ზის, გვერდით კი - მოახლე თეოფანე. შეშინებული მეფე შურიკის ბინაში აღმოჩნდება, დროის მანქანას მოხვდება შუბი. ბუნშა და ჟორჯი ძველ მოსკოვში რჩებიან.

მილოსლავსკი შეამჩნევს, რომ ბუნშა ივანე მრისხანეს ჰგავს, ამიტომ ამიერიდან მისი მითითებით, ბუნშა მეფეს განასახიერებს, თავად მილოსლავსკი კი - თავადს.

შურიკი ნამდვილ მეფეს უხსნის, თუ რა მოხდა და სთხოვს, მოიცადოს. იგი მაღაზიაში მანქანისთვის ახალი ტრანზისტორების საყიდლად გარბის. ამასობაში შინ ბრუნდება იაკინზე გაბრაზებული ზინა. იაკინი გაოგნებულია, თუ რამდენად ბუნებრივად საუბრობს ივანე მრისხანე, როგორც ნამდვილი მეფე. საბოლოოდ ივანე მრისხანე მას ზინასთან შეარიგებს და უშვებს.

მეფის სასახლეში ამასობაში ბუნშა შვედებს კინაღამ კემის თემის მიწას გადასცემს. სადილის დროს იგი ელაქუცება ივანე მრისხანეს მეუღლეს. როდესაც უკვე მთვრალია, სასახლეში შემორბის ჯარი - ხალხის აზრით, მეფე თვითმარქვიაა. ბუნშას და მილოსლავსკის მისდევენ. ამ დროს შურიკი შეაკეთებს მანქანას და ბუნშა ჟორჟთან ერთად XX საუკუნეში ბრუნდება.

ივანე მრისხანე ვერ ბრუნდება ძველ დროში - მას მილიცია აკავებს. ბუნშა ბარდება მილიციას, ვინაიდან "უკანონოდ" ასრულებდა მეფის მოვალეობას. ორივეს თვლიან შეშლილებად, თუმცა, როდესაც ბუნშას მეუღლეს ჰკითხავენ, იგი აღიარებს, რომ ორივე მისი ქმარია და თავადაც აცხადებს, რომ შეშლილი. ბუნშასთან და მეფესთან ერთად იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში მიდის.

მილოსლავსკი იღებს შურიკის თეთრ ხალათს და ექიმს განასახიერებს. მილიციონერები აღმოაჩენენ, რომ ხელთ თვით მილოსლავკი ჰყავდათ. ამის შესახებ ისინი აცნობებენ მედიკოსებს და, იმ დროს, როდესაც მილოსლავსკის დევნა იწყება, ნამდვილი მეფე შურიკთან ბრუნდება. იღება მისი სასახლის კედელიც, მაგრამ შინ დაბრუნებული მეფე უკანასკნელ წამს ესვრის ქუდს შურიკის შავ კატას.

ეპილოგში ფილმი კვლავ შავ-თეთრია. შურიკი გონს მოდის. კარზე კაკუნია, იგი მიდის და ხედავს, რომ ცოლ-ქმარი ბუნშები მოადგნენ. როდესაც ეკითხება, გამოუშვეს თუ არა ისინი ფსიქიატრიულიდან, წყვილი გაღიზიანებულად პასუხობს. შემდეგ შურიკი მიხვდება, რომ იგი ამასობაში ცოლმაც "მიატოვა".

ზინა სამსახურიდან ბრუნდება და შურიკი ეკითხება მოგზაურობასა და იაკინზე, მაგრამ როდესაც მიხვდება, რომ ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო, მშვიდდება და ცოლს ეხვევა. ბოლოს იგი შეამჩნევს მეფის ქუდს, რომელიც სინამდვილეში კატა აღმოჩნდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]