ივან გორბაჩევსკი
| ივან გორბაჩევსკი | |
|---|---|
| უკრ. Іван Якович Горбачевський | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 15 მაისი, 1854 |
| დაბ. ადგილი | ზარუბინცი |
| გარდ. თარიღი | 24 მაისი, 1942 |
| გარდ. ადგილი | პრაღა |
| დასაფლავებულია | Cemetery in Šárka[1] |
| მოქალაქეობა | ავსტრია, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია |
| საქმიანობა | ქიმიკოსი[2] , ექიმი[3] [2] , პედაგოგი, ბიოქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკოსი |
| მუშაობის ადგილი | უკრაინის თავისუფალი უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | აკადემიკოსი |
| ჯილდოები | რკინის გვირგვინის ორდენი |
| საიტი | ebk.net.ua/Book/synopsis/ukrainska_elita/part2/008.htm[4] |
ივან გორბაჩევსკი (უკრ. : Іван Горбачевський; დ. 15 მაისი, 1854, სოფ. ზარუბინცი, ამჟამად ტერნოპილის რაიონი, ტერნოპილის ოლქი — გ. 24 მაისი, 1942, პრაღა) — უკრაინელი ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი, ჰიგიენისტი და ეპიდემიოლოგი, ტერმინოგრაფი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საგანმანათლებლო მოღვაწე. უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1925 წ.),[5] შევჩენკოს სახელობის სამეცნიერო საზოგადოების წევრი. 1911 წლის ფიზიოლოგიისა და მედიცინის ნობელის პრემიის კანდიდატი. ანტინ გორბაჩევსკის ძმა[6] .
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივან გორბაჩევსკი დაიბადა 1854 წლის 15 მაისს სოფ. ზარუბინცში (ამჟამად ტერნოპილის რაიონი, ტერნოპილის ოლქი, უკრაინა). იმ დროს ეს ტერიტორია შედიოდა გალიციისა და ვოლოდიმირიის სამეფოში, ავსტრიის იმპერიაში. მამამისი, იაკობ გორბაჩევსკი (1817-1875), იყო უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელი და ზბარაჟის მოძღვარი[7]. განათლება მიიღო ტერნოპილის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც გახდა „გრომადას“ წრის ერთ-ერთი პირველი წევრი, რომელიც 1863 წელს ივან პულუიმ დააარსა. უმაღლესი განათლება მიიღო ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1877 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხით. სტუდენტობისას იყო სტუდენტური საზოგადოება „სიჩის“ თავმჯდომარე (1875-1877).
სამეცნიერო და აკადემიური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1883-1917 წლებში 35 წლის განმავლობაში იყო პრაღის კარლის უნივერსიტეტის სამედიცინო ქიმიის კათედრის პროფესორი. მისი აკადემიური კარიერა შთამბეჭდავია:
- 1902-1903 წლებში - კარლის უნივერსიტეტის რექტორი
- სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი 1889-1890, 1894-1895, 1904-1905, 1911-1912 წლებში
- 1919 წლიდან - ვენის, შემდეგ პრაღის უკრაინული თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
- 1924 წლიდან - უკრაინული თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი
ივან გორბაჩევსკი არის ორმოცზე მეტი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ძირითადად ბიოლოგიური ქიმიის ექსპერიმენტული ხასიათის. მის პირველ სამეცნიერო ნაშრომს „შარდის მჟავას სინთეზი“ (1882 წ.) მოჰყვა საერთაშორისო აღიარება. მსოფლიოში პირველად, 28 წლის ასაკში, მან მოახერხა შარდის მჟავას სინთეზი გლიცინიდან, რაც მანამდე ვერავინ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მუშაობდნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები (ე. ფიშერი, ვ. ტრაუბე, ო. როზენი და სხვები)[8]. მისი მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევებია:
- ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, ვინც მიუთითა, რომ ამინომჟავები ცილების შემადგენელი ნაწილებია
- დაადგინა ორგანიზმში შარდის მჟავას წარმოქმნის გზები
- აღმოაჩინა ფერმენტი ქსანტინოქსიდაზა[9](1888 წ.)
- შეიმუშავა შარდსა და სხვა ნივთიერებებში აზოტის შემცველობის განსაზღვრის ახალი მეთოდიკა
საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გორბაჩევსკის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო:
- ივან პულუისთან ერთად დააარსა საზოგადოება „უკრაინული გრომადა“ პრაღაში
- შექმნა სტუდენტების დახმარების ფონდი
- 1906-1917 წლებში - ჩეხეთის სამეფოს უმაღლესი სახელმწიფო სანიტარული საბჭოს წევრი
- 1908 წლიდან - საიმპერატორო კარის მრჩეველი
- ავსტრო-უნგრეთის პარლამენტის კეთილშობილთა პალატის წევრი
- 1917-1918 წლებში - პირველი ეთნიკური უკრაინელი ავსტრო-უნგრეთის ჯანდაცვის მინისტრი
- 1910 წლიდან - უკრაინის ექიმთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი
- 1918 წელს მონაწილეობდა უკრაინის საპარლამენტო წარმომადგენლობის საქმიანობაში
ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, გორბაჩევსკიმ დანერგა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები,[10] მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაცია, ეპიდემიებთან ბრძოლის ახალი მეთოდები და სამედიცინო განათლების გაუმჯობესება.[11] იგი ასევე აქტიურად იბრძოდა უკრაინელთა უფლებებისთვის ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში, განსაკუთრებით განათლებისა და კულტურის სფეროში.
მეცნიერული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორბაჩევსკი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარებაში:
- შექმნა უკრაინული ქიმიური ტერმინოლოგიის საფუძველი ხალხურ ენაზე დაყრდნობით (ნაშრომი „ყურადღება ქიმიური ტერმინოლოგიის შესახებ“, 1905)
- მოამზადა ორგანული და არაორგანული ქიმიის 2-ტომიანი სახელმძღვანელო უკრაინულ ენაზე (I ტომი „ორგანული ქიმია“ გამოქვეყნდა „1924“ წელს პრაღაში)
- დაწერა სამედიცინო ქიმიის 4-ტომიანი სახელმძღვანელო ჩეხურ ენაზე (1904-1908)
- იყო ოტოს სამეცნიერო ენციკლოპედიის (ჩეხურ ენაზე არსებული უდიდესი ენციკლოპედიის) თანაავტორი
მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიზუსტით და ინოვაციური მიდგომებით. გორბაჩევსკის შარდის მჟავას სინთეზის ექსპერიმენტული მეთოდი დღემდე არ დაკარგულა მნიშვნელობა სამეცნიერო წრეებში. მის მიერ აღმოჩენილი ბიოქიმიური პროცესების გაგება გახდა საფუძველი შემდგომი კვლევებისთვის მეტაბოლიზმის დარღვევების სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ივან გორბაჩევსკი გახდა ავსტრო-უნგრეთის ჯანდაცვის სამინისტროს დამაარსებელი და პირველი მინისტრი. ეს სამინისტრო, რომელიც მხოლოდ ჯანდაცვაზე სპეციალიზდებოდა, გახდა პირველი ევროპასა და მსოფლიოში. მის მიერ შემუშავებული სამინისტროს განვითარების პროექტისა და მოქმედების პროგრამის მიხედვით მოგვიანებით ჩამოყალიბდა ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროები გარდაიცვალა 1942 წლის 24 მაისს პრაღაში, დაკრძალულია ოჯახთან ერთად წმ. მათეს პატარა ეკლესიასთან ახლოს პრაღის სასაფლაო „შარკაზე“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Энциклопедия украиноведения (в 10 томах) / Главный редактор Владимир Кубийович. — Париж, Нью-Йорк: «Молоде Життя», 1954—1989. (укр.)
- Выдающиеся химики мира: Биогр.справочник / В. Волков, Е. Вонский, Г. Кузнецова. — М., 1991.
- Головацький І. Іван Горбачевський 1854—1942 : життєписно-бібліографічний нарис / відп. ред. О. Романів ; Наукове товариство ім. Шевченка у Львові. — Львів : [б.в.], 1995. — 127 с. — (Визначні діячі НТШ ; 1).
- Наукові праці, документи і матеріали профессора Івана Горбачевського : до 150-річчя від його народження / упоряд. і авт. передм. І. Головацький ; Наукове товариство ім. Шевченка. Біохемічна комісія. — Львів : [б.в.], 2005. — 290 с.
- Biographie in http://portal.unesco.org/
- Віталій Абліцов Галактика «Україна». Українська діаспора: видатні постаті. — К.: КИТ, 2007. — 436 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Биография(უკრ.) ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2009
- Іван Горбачевський на сайте Украинского издательского портала Who-is-who.ua(უკრ.) ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2009
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://abicko.avcr.cz/archiv/2004/3/obsah/jan-ivan-horbaczewski-150.-vyroci-narozeni.html
- ↑ 2.0 2.1 Catalog of the German National Library
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ COURAGE Registry
- ↑ Nomination Archive en-US. ციტირების თარიღი: 2019-08-07.
- ↑ Гонський Я. Іван Горбачевський у спогадах і листуваннях (нарис) დაარქივებული 7 April 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . — Тернопіль : Укрмедкнига, 2004. — С. 138.
- ↑ Окаринський В. Землі нинішньої Тернопільщини в Новий час (кінець XVIII ст.—1914 р.) // თარგი:ТІМС
- ↑ Родина Горбачевських та Костівих დაარქივებული 27 October 2021[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები на сайті Український меморіал.
- ↑ Horbaczewski, Johann (1882-07). „Synthese der Harnsäure“. Berichte der deutschen chemischen Gesellschaft (გერმანული). 15 (2). pp. 2678–2678. doi:10.1002/cber.188201502236. ISSN 0365-9496. ციტირების თარიღი: 2020-01-28. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Hitchings, G. H. (1978). Uric Acid: Chemistry and Synthesis, Uric Acid. Berlin, Heidelberg: Springer Berlin Heidelberg, გვ. 1–20. DOI:10.1007/978-3-642-66867-8_1. ISBN 978-3-642-66869-2.
- ↑ Jan (Ivan) Horbaczewski 150. výročí narození დაარქივებული 22 December 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები (ჩეხური)