ივანჩიცე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ივანჩიცე ჩეხ. Ivančice[1] [2] | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Alexovice[3] , Budkovice (Ivančice)[3] , Hrubšice[3] , Letkovice[3] , Němčice[3] , Řeznovice[3] და Ivančice | ||||
| კოორდინატები | 49°06′07″ ჩ. გ. 16°22′37″ ა. გ. / 49.10194° ჩ. გ. 16.37694° ა. გ. | ||||
| მმართველი | Milan Buček[4] | ||||
| პირველი ხსენება | 1212 | ||||
| ფართობი | 47,65 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 210 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 9 898 (1 იანვარი, 2025)[5] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 664 91[6] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | https://ivancice.cz | ||||
ივანჩიცე (ჩეხ. Ivančice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ივანჩიცე ბრნო-ვენკოვის რაიონში მდებარეობს. ქალაქი 7 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, ივანჩიცეს გარდა მის მუნიციპალიტეტში ერთიანდება: ალექსოვიცე, ბუდკოვიცე, ლეტკოვიცე, ნემჩიცე, რჟეზნოვიცე და ჰრუბშიცე.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივანჩიცე ქალაქი ბრნოდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 18 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ბოსკოვიცეს ღრმულშია გაშენებული. მისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 409 მეტრია ზღვის დონიდან. ივანჩიცეში ერთმანეთს ერთვიან მდინარეები ოსლავა, იჰლავა და როკიტნა.




ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივანჩიცე XIII საუკუნის დასაწყისში დაარსდა, ის ისტორიულ წყაროებში პირველად 1221 წელს არის მოხსენიებული. ამ ისტორიულ წყაროში ივანჩიცელ მღვდელ მიკულაშ პრედიკატშზეა საუბარი. ქალაქის მოედნის გარშემო შუა საუკუნეების სახლები დღემდეა შემორჩენილი. 1304 წელს ქალაქი დაარბიეს და გადაწვეს კუმანებმა, კუმანები ყივჩაყთა ერთ-ერთი განშტოება იყვნენ.[7]
1424–1435 წლებში ქალაქი დაიპყრეს ჰუსიტებმა. 1486 წელს კი ის პერნშტეინის გვარის დიდგვაროვნებმა შეიძინეს.
ივანჩიცეს განვითარებამ პიკს XVI საუკუნეში მიაღწია, ამ საუკუნეში აქ ჩეხი ძმების ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ამ ეკლესიის წარმომადგენლებმა ივანჩიცეში დააარსეს სტამბა. მათ 1625 წელს ივანჩიცეს ბიბლიოთეკა სკალიცაში გადაიტანეს, სადაც ის 1671 წელს ევანგელისტებს ჩამოართვეს და ფრანცისკანელთა მონასტრის ბიბლიოთეკას შეუერთეს.[8]
ქალაქი ოცდაათწლიან ომამდე ყვაოდა, შემდეგ ის გაბრიელ ბეთლენის ჯარებმა გაძარცვეს და მოგვიანებით შვედეთის არმიამ დაიპყრო. ომს შავი ჭირის ეპიდემია მოჰყვა და ივანჩიცე მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა. მომავალ საუკუნეებში ქალაქმა ნელ-ნელა მოახერხა აღდგენა.[7]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივანჩიცეს ცენტრალური მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა. ეს არის გოტიკური ნაგებობა, რომელსაც პრიზმული ფორმის გუმბათი აქვს. მოედნის შუაში არის 1726 წელს დადგმული მარიამ ღვთისმშობლის სვეტი და შადრევანი წმინდა ფლორიანის ქანდაკებით.[7]
1544 წელს აგებულ ძველი მერიის რენესანსის სტილის შენობაში განთავსებულია მუზეუმი ალფონს მუხას ძეგლით, რომელიც ამ ქალაქში დაიბადა. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია გამოფენა კიდევ ერთი ცნობილი ადგილობრივის, მსახიობ ვლადიმირ მენშიკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.[9] ქალაქის მთავარი მოედნის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ლიპელი დიდგვაროვნების ყოფილი რეზიდენცია. დღეს მასში ქალაქის მერიის შენობაა განთავსებული.[7]
ქალაქის რჟეზნოვიცეს ნაწილში მდებარე წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია ივანჩიცეს ყველაზე ღირებული არქიტექტურული ძეგლია. ეს არის XII საუკუნის პირველი ნახევრის რომანული სტილის ნაგებობა.[7]
ივანჩიცეს ებრაული კვარტლის ფართობი 2,75 ჰექტარია. თავდაპირველად აქ 83 სახლი იდგა, დღეს მათგან 45 სახლია შემორჩენილი. სინაგოგა ამპირის სტილში 1851–1853 წლებში აშენდა. მან აქ არსებული ძველი სინაგოგა ჩაანაცვლა, რომელიც ისტორიულ წყაროებში პირველად 1613 წელს არის ნახსენები. სინაგოგა თავის დანიშნულებას 1942 წლამდე ასრულებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის საწყობად გამოიყენებოდა, დღეს კი ბიბლიოთეკად და კულტურულ ცენტრად არის გადაკეთებული.[7]
ივანჩიცეში არის დიდი ებრაული სასაფლაო გოტიკური და რენესანსის სტილის სამარხებით. ეს არის ჩეხეთის სიძველით მესამე ებრაული სასაფლაო.[10] სასაფლაო XV საუკუნის მეორე ნახევარში დაარსდა. შემორჩენილი უძველესი საფლავის ქვები 1548 და 1552 წლებით თარიღდება. სასაფლაოზე ასევე არის საზეიმო დარბაზი, რომელიც 1902–1903 წლებში აშენდა. მასში განთავსებულია მცირე მუზეუმი ადგილობრივი ებრაული თემის ისტორიისა და ებრაული ძეგლების შესახებ.[7]
გამორჩეული ტექნიკური ძეგლია 1870 წელს აშენებული რკინიგზის ვიადუკი მდინარე იჰლავაზე, რომლის სიმაღლე 42 მეტრია.[7]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იან ბლაჰოსლავი (1523–1571) — ჰუმანისტი მწერალი
- კრისტიან ენტფელდერი (1526–1544) — ანაბაპტისტი
- იოახიმ ოპენჰაიმი (1832–1891) — მწერალი და რაბინი
- გვიდო ადლერი (1855–1941) — მუსიკოლოგი
- ალფონს მუხა (1860–1939) — მხატვარი
- ბერტოლდ ოპენჰაიმი (1867–1942) — რაბინი
- ჰუგო ვაისგალი (1912–1997) — კომპოზიტორი
- ზდენეკ რუჟიჩკა (1925–2021) — ტანმოვარჯიშე
- ვლადიმირ მენშიკი (1929–1988) — მსახიობი
- იან პროხაზკა (1929–1971) — მწერალი და კინორეჟისორი
- ვოიტეხ ადამი (დაბ. 1950) — პოლიტიკოსი
- კარელ ვეჩერა (დაბ. 1955) — ფეხბურთელი და მწვრთნელი
- რობერტ პლაგა (დაბ. 1978) — პოლიტიკოსი და მასწავლებელი
- პატრიკ აუდა (დაბ. 1989) — კალათბურთელი
- ტერეზა ფაიკსოვა (დაბ. 1989) — 2012 წლის მის მსოფლიოს კონკურსის გამარჯვებული
- ბარბორა კრეიჩიკოვა (დაბ. 1995) — ჩოგბურთელი
- ადამ ჰლოჟეკი (დაბ. 2002) — ფეხბურთელი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.gleif.org/lei-files/20170831/GLEIF/20170831-GLEIF-concatenated-file.zip
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #4223886-9 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ https://ivancice.cz/wp-content/uploads/2018/07/ZM-2014-06-ustavujici.pdf
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 Město Ivančice cs. Město Ivančice. ციტირების თარიღი: 2021-11-16
- ↑ Town Ivančice. Město Ivančice. ციტირების თარიღი: 2021-11-16
- ↑ Ivančice známé i neznámé cs. Czech Tourism. ციტირების თარიღი: 2021-11-16
- ↑ Židovský hřbitov Ivančice cs. Czech Tourism. ციტირების თარიღი: 2021-11-16
- ↑ Úvodní strana cs. Město Ivančice. ციტირების თარიღი: 2020-08-30