ივანე მიჩურინის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე მიჩურინის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ახალი კუკია
წინა სახელები არდაგანის შესახვევი
არტაანის ქუჩა

ივანე მიჩურინის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); ართვინისა და როსტოვის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის დასასრულს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც არდაგანის შესახვევი. 20-იან წლებში დაერქვა არტაანის ქუჩა და გრძელდებოდა ნორიოს აღმართამდე. ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზეც. 40-იან წლებში ივანე მიჩურინის სახელი ეწოდა და 90-იან წლებამდე გრძელდებოდა ვასილ კიკვიძის ქუჩამდე, ხოლო მონაკვეთს ამ ქუჩიდან როსტოვის ქუჩამდე როსტოვის გასასვლელი ერქვა. აქვს ერთი შესახვევი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ფარავნის შესახვევი) და ერთი ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]