ივანე მაჩაბლის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე მაჩაბლის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი სოლოლაკი

ივანე მაჩაბლის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი); გიორგი ლეონიძის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე. ქუჩის განაშენიანება XIX საუკუნის 30–40-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად ბაღის ქუჩა ერქვა, შემდეგ ეწოდა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილიშვილის, დიდი მთავრის სერგის სახელი. შეტანილია 1851 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში. 1923 წლიდან ივანე მაჩაბლის სახელი ჰქვია. ქუჩის ხუროთმოძღვრული სახე XIX საუკუნის ბოლო ათეულ წლებსა და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა და ამ პერიოდის თბილისის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშად იქცა. შენობები ძირითადად რენესანსულ-ბაროკოული და მავრიტანული სტილისაა, მათგან აღსანიშნავია დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი № 13 (შემდგომში მწერალთა კავშირის შენობა, 1905 არქიტექტორი კ. ცაარი), XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლი № 17 და სხვა. ქუჩაზე დგას სანდრო ახმეტელის (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი) და გალაკტიონ ტაბიძის (მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილი) ბიუსტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]