ივანე მამაიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე მამაიაშვილი
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1923 (1923-01-27) (101 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე მამაიაშვილი (დ. 27 იანვარი, 1923, ნინიგორი — გ. 12 ნოემბერი, 1998) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით ხოლო 1951-1955 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი.

1952 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე; 1971 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი. კითხულობდა ლექციებს სოციალურ და ეკონომიკურ გეოგრაფიაში. შესრულებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთგან 17 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო მუშაობა მოიცავდა საქართველოს სახალხო მეურნეობის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ გამოკვლევებს, აგრეთვე ცალკეული რეგიონების შესწავლას. შესრულებული აქვს ნაშრომი კოლხეთის მელიორაციის შესახებ, აჭარის, აფხაზეთის და ბორჯომის ტერიტორიულ-რეკრეაციული კომპლექსის, აგრეთვე, თბილისის საქალაქო აგლომერაციის მიწათმოწყობისა და მიწათსარგებლობის შესახებ. ეწეოდა მთრგმნელობით საქმიანობასაც. მისი თანავტორობით შესრულებულია უმაღლესი სკოლის სამი დამხმარე სახელმძღვანელო და მეთოდური ნაშრომი — „საკურსო შრომების თემატიკა სსრკ ეკონომიკურ გეოგრაფიაში“ (1980).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საკურსო შრომების თემატიკა სსრ კავშირის ეკონომიკურ გეოგრაფიაში : ეკონ. ფაკ. და გეოგრ-გეოლ. ფაკ. ეკონ-გეოგრ. სპეც. სტუდ. (შემდგენელი), თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1980, გვ. 86

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 179-180

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]