ივანე კვაჭაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე დიმიტრის ძე კვაჭაძე (დ. 15 ივლისი, 1898, ორაგვე, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1963) — ქართული თეოლოგი, ფილოლოგი. პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962).

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1918 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლა შეწყვიტა და სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონში ჩაირიცხა. მონაწილეობდა იმ დროის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში. შავიზღვისპირეთის ფრონტზე ბოლშევიკებს ტყვედ ჩაუვარდათ და დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა კვაჭაძემ გაქცევა მოახერხა და კვლავ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით განზრახული ჰქონდა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება.

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მუ­შა­ობ­და მას­წავ­ლებ­ლად ლანჩხუთის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში. 1924 წლი­დან ბა­თუმ­ში ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და მთა­ვარი პო­ლიტ­გა­ნის სას­კო­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბას. 1925 წელს სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, სტამბოლის გავ­ლით, არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ემ­გ­ზავ­რა საფ­რან­გეთ­ში. სწავლობდა ჯერ სორბონის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის კათოლიკურ უნივერსიტეტში. იქვე, 1933 წელს, მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიურ თეოლოგიაში. 1935 წელს საქართველოში დაბრუნდა და ფრანგული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთხანს იდევნებოდა. 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. სხვადასხვა წლებ­ში აგ­რეთ­ვე მუშაობდა ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­კის ინ­ს­ტი­ტუტ­ში და ა. ს. პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­მას­წავ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუტ­ში. და­ა­მუ­შა­ვა ფრან­გუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი. ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოსი. ქართულად თარგმნა ჟან-ჟაკ რუსოს „ე­მი­ლი ანუ აღ­ზ­რ­დის შე­სა­ხებ“, იან კომენსკის „დი­დი დი­დაქ­ტი­კა“ (დ. ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეს­თან ერ­თად), კონსტანტინე უშინსკის რჩე­უ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი თხზუ­ლე­ბები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი თეოლოგიის პროფესორის პარიზული ისტორია : საქართველოში დაბრუნებული ივანე კვაჭაძე 13-წლიან ჩეკისტურ წნეხს შემთხვევით გადაურჩა / დალი კახიანი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2015. - ISSN 2233-3843. - ივლისი. - N7(55). - გვ.79-85.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივანე კვაჭაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)