შინაარსზე გადასვლა

ივანე კავალერიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე კავალერიძე
დაიბადა 14 აპრილი, 1887
დაბადების ადგილი ნოვოპეტროვკა, უკრაინა
გარდაიცვალა 3 დეკემბერი, 1978
გარდაცვალების ადგილი კიევი, უსსრ
ეროვნება უკრაინელი
სფერო რეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი, მოქანდაკე, მსახიობი
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი (1935), უსსრ-ის სახალხო არტისტი (1969)

ივანე პეტრეს ძე კავალერიძე (დ. 14 აპრილი, 1887 ― გ. 3 დეკემბერი, 1978) ― ქართული წარმომავლობის უკრაინელი თეატრისა და კინოს რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი და მოქანდაკე, უსსრ-ის სახალხო არტისტი (1968).

ივანე კავალერიძე 1887 წლის 14 აპრილს ნოვოპეტროვკაში (უკრაინა) დაიბადა. მშობლები, პეტრე კავალერიძე და კილინა კუხარენკო, გლეხები იყვნენ. ივანეს ორი ძმა ჰყავდა. ბორისი ფინანსისტი გახდა, ხოლო ვლადიმირი ― ნიადაგთმცოდნე.

კავალერიძეების ოჯახი პოლტავის გუბერნიაში ცხოვრობდა. 1896 წელს ივანემ საერობო სკოლაში დაიწყო სწავლა. 1909 წელს კიევის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. 1909-1910 წლებში პეტერბურგის სახატვრო აკადემიაში სწავლობდა, რის შემდეგაც პარიზში, ნაუმ არონსონთან სწავლობდა.

1911-1915 წლებში პ. ტიმანისა და ფ. რეინგარდტის კინოფირმაში მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა. 1917 წელს მეფის არმიაში მსახურობდა, რის შემდეგაც უკრაინაში დაბრუნდა.

1918-1928 წლებში რომნიში ცხოვრობდა. ამ პერიოდში რომნიში ტარას შევჩენკოსა (ასევე სუმსა და პოლტავაში) და რევოლუციის გმირების ქანდაკებებს ქმნის, ხოლო ლოხვიცაშიგრიგორი სკოვოროდას. 1918-1921 წლებში სახალხო განათლების დრამატურლ თეატრში რეჟისორად მუშაობდა. 1924 წლიდან ხარკოვის ქანდაკების სახელოსნოს ხელმძღვანელობდა. როგორც რეჟისორმა, დადგა „ნატალკა პოლტავკა“, „ზაფხულის სიმღერა“ და „სასტუმროს დიასახლისი“. 1928-1933 წლებში ოდესის კინოფაბრიკაში, ხოლო 1934-1941 წლებში „УкраинФильм“-ში რეჟისორად მუშაობდა.[1]

1930-იან წლებში ივანე კავალერიძე დისიდენტად გამოაცხადეს. გარდა ფილმებისა, „კოლიივშჩინა“ და „პრომეთე“, კავალერიძის რამდენიმე ქანდაკებაც გაანადგურეს. ხელოვანის მოსწავლეთა და თანამშრომელთა ნაწილი რეპრესიებს ემსხვერპლა, ხოლო თავად კავალერიძე ცნობადობისა და აღიარების წყალობით გადაურჩა რეპრესიებს.[2][3]

მეორე მსოფლიო ომის დროს კავალერიძე გერმანელების მიერ ოკუპირებულ კიევში კულტურის განყოფილებაში მუშაობდა.[4] 1944-1948 წლებში კავალერიძე უსსრ-ის არქიტექტურის აკადემიის მონუმენტური არქიტექტურის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1957-1962 წწლებში ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში რეჟისორად მუშაობდა.

1969 წელს ივანე კავალერიძეს უკრაინის სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

გარდაიცვალა 1978 წლის 3 დეკემბერს. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე.

1987 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ივანე კავალერიძის დაბადების 100 წლისთავი აღინიშნა. დაბადების 125 წლისთვზე კიევის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს. უკრაინის დედაქალაქში მის მემორიალური სახლ-მუზეუმი მდებარეობს.

ივანე კავალერიძის ფილმები ავანგარდულ ექსპერიმენტებს წარმოადგენდა. იგი თავად იყო საკუთარი ფილმების რეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი. მასვე ეკუთვნის პირველი უკრაინული ხმოვანი ფილმი „ნატალკა პოლტავკა“.

  • Дєдов В. М. Творчі здобутки Івана Кавалерідзе в Донбасі. науково-популярний нарис. Славянск, «Печатный двор», 2002, 78с. з іл.
  • Ковпаненко Н. Г. Кавалерідзе Іван Петрович // Енциклопедія історії України. — Т. 4. — К.: Наукова думка, 2007. — С. 12—13.
  • Виставка творів Івана Петровича Кавалерідзе. Каталог. К., 1962;
  • Лингарт Л. Иван Кавалеридзе и три етапа его кинотворчества. Прага, 1962 (на чешск. яз.);
  • Німенко А. І. Кавалерідзе — скульптор. К., 1967;
  • Лелюх С. Кінематографічний пошук І. П. Кавалерідзе у відтворенні героїчного минулого українського народу. К., 1970;
  • Донець Л., Медведев Т. Иван Кавалеридзе // 20 режиссёрских биографий. М., 1971. — С.136—153;
  • Зінич С, Капельгородська Н. Іван Кавалерідзе. К., 1971;
  • Нозадзе Шота. Иван КавалерИдзе. Тбилиси, 1971 (на груз. яз.);
  • Кавалерідзе Іван. П'єси. К., 1976;
  • И. П. Кавалеридзе (1887—1978). Каталог выставки. Сумы, 1987;
  • Иван Кавалеридзе: Сборник статей воспоминаний. К., 1988;
  • Капельгородська Н., Синько О. Іван Кавалерідзе. Грані творчості. К., 1995;
  • Капельгородська Н., Синько О. Відновлення історії. Пам’ятник княгині Ользі в Києві. К., 1996;
  • Капельгородська Н., Синько О. Іван Кавалерідзе. Скульптура. К., 1997;
  • Синько Ростислав. Поза часом і простором: Спогади про Івана Кавалерідзе. К., 1997;
  • Капельгородська Н., Синько О. «Ярослав Мудрий» Івана Кавалерідзе. К., 1998;
  • Синько Р. На зламах епох: І.Кавалерідзе й оточення. К., 2002.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ігор Шаров. 100 видатних імен України. — К.: АртЕк, 2004. ISBN 966-505-218-7(უკრ.)
  2. Довженко собирался пристрелить Кавалеридзе
  3. Фестиваль репрессированных фильмов советской эпохи: что смотреть | РИА Новости
  4. Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-10. ციტირების თარიღი: 2007-03-10.
  5. «Известия», № 11 (5564), 12.01.1935, с. 1
  6. Юнаков О. Архитектор Иосиф Каракис. — Нью-Йорк: Алмаз, 2016. — С. 224. — ISBN 978-1-68082-000-3.
  7. Хильковский А. Украинский Микеланджело с грузинской фамилией // Филокартия. — 2013. — № . — С. 16-20.