ივანე იაკოვლევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე იაკოვლევი
I Y Yakovlev.jpg
დაბ. თარიღი 25 აპრილი 1848
კოშკი-ნოვოტიმბაევო, ბუინსკის უეზდი, სიმბირსკის გუბერნია
გარდ. თარიღი 23 ოქტომბერი 1930
მოსკოვი
საქმიანობა პედაგოგიკა
მეუღლე(ები) ეკატერინა ბობროვნიკოვა

ივანე იაკოვლევი რუს. Яковлев, Иван Яковлевич(დ. 25 აპრილი, 1848, კოშკი-ნოვოტიმბაევო, ბუინის მაზრა, ციმბირის გუბერნია, — გ. 23 ოქტომბერი, 1930, მოსკოვი) — ჩუვაში განმანათლებელი, მართლმადიდებელი მისიონერი, პედაგოგი, სახალხო სკოლების ორგანიზატორი.

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მიუხედავად უსახსრობისა, დიდი ნიჭის წყალობით მან შეძლო ჯერ გიმნაზიის, შემდეგ კი ყაზანის უნივერსიტეტის დამთავრება. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას მშობლიური სოფლებიდან გამოიძახა ოთხი ჩუვაში მოზარდი და თავის ხარჯზე ასწავლა მათ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ივანე იაკოვლევი დაინიშნა ყაზანის სასწავლო ოლქის ჩუვაშური სკოლების ინსპექტორად, პარალელურად კი მის მიერვე სიმბირსკში დაარსებული ჩუვაშური სამასწავლებლო სკოლის ინსპექტორად. ამ სკოლის ძირითად ბირთვს სწორედ ის ოთხი ახალგაზრდა შეადგენდა, რომლებსაც ივანე იაკოვლეკმა საკუთარ ხარჯზე ასწავლა. ივანე იაკოვლეკმა შექმნა ჩუვაშური დამწერლობა ჩუვაშური ლიტერატურული ენა, გამოსცა ჩუვაშური ანბანი და შეიმუშავა ჩუვასურ სკოლაში მშობლიური და რუსული ენების სწავლების მეთოდიკა. გარდა ამისა, ის ეწეოდა დიდ მთარგმნელობით მოღვაწეობას, რითაც ჩუვაშ ხალხს აცნობდა რუსული ლიტერატურისა და მეცნიერების კლასიკოსებს. დიდ წარმატებას მიაღწია იაკოვლეკმა როგორც პედაგოგიკისა და ლოგიკის მასწავლებელმა. მთავარ ყურადრებას ის უთმობდა მოსწავლეთა შეიარაღებას სწორი, ლოგიკური მსჯელობის ხელმძღვანელობით, ამ საქმეში მას მხარს უჭერდა პირადი მეგობარი, სიმბირსკის გუბერნიის სახალხო სკოლის დირექტორი ი.ნ. ულიანოვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პედაგოგიკის ისტორია თბ, 1988.