ივანე დვიგუბსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე დვიგუბსკი
Dvigubskij Ivan.jpg
დაბ. თარიღი 24 თებერვალი (7 მარტი) 1771
დაბ. ადგილი კოროჩა
გარდ. თარიღი 30 დეკემბერი 1839 (11 იანვარი 1840) (68 წლის)
გარდ. ადგილი კაშირა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
სამეცნიერო სფერო ბოტანიკა, ზოოლოგია და მედიცინა
მუშაობის ადგილი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი

ივანე დვიგუბსკი (რუს. Ива́н Двигу́бский; დ. 24 თებერვალი, 1771, კოროჩა — გ. 30 დეკემბერი, 1839, კაშირა) — რუსი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე დვიგუბსკი დაიბადა 1771 წლის 24 თებერვალს კურსკის გუბერნიის ქალაქ კოროჩაში, მღვდლს ოჯახში. მშობლები ივანეს სასულიერო მოღვაწეობისთვის ამზადებდნენ. 7 წლის ივანე დვიგუბსკი უკვე ლათინურად ლაპარაკობდა. დაწყებითი განათლება მან მშობლიურ ქალაქში მიიღო, რის შემდეგ ხარკოვის კოლეგიურში შევიდა, სადაც დიდი ინტერესი გამოიჩინა ბუნებისმეტყველების მიმართ. კოლეგიუმის დამთავრების შემდეგ დვიგუბსკი იქვე დატოვეს ლათინური ენის მასწავლებლად, მაგრამ ცოტა ხნის მუშაობის შემდეგ თავი „ავადმყოფად" გამოაცხადა და 1793 წელს განთავისუფლდა სამუშაოდან. 1792 წლიდან დვიგუბსკი მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. II კურსიდან უკვე იწყებს მთარგმნელობით მუშაობას - გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნის სხვადასხვა სამედიცინო ლიტერატურას. აღსანიშნავია რომ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში რუსულ ენაზე თითქმის არ მოიპოვებოდა სამედიცინო ლიტერატურა, ამიტომ დვიგუბსკის ამ თარგმნებით რუსული სამედიცინო ტერმინოლოგიის დამუშავებაც. მიუხედავად იმისა, რომ იგი საექიმო მოღვაწეობისთვის ემზადებოდა, ძალზე დაინტერესდა ფიზიკის საკითხებით, რაც გამოწვეული იყო მისი მასწავლებლის, პროფესორ პეტრე სტრახოვის გავლენით.

1796 წელს დვიგუბსკიმ წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და იქვე დატოვეს ბუმებისმეტყველების ისტორიის კაბინეტის გამგედ. მან მონდომებული და დაუღალავი შრომის შედეგად აღნიშნული კაბინეტი ახალი და ფასდაუდებელი კოლექციებით შეავსო. 1798 წელს მან დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია და მიანდეს ლექციების კითხვა ბუნებისმეტყველების ისტორიასა და ფიზიკაში. 1802 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბოტანიკაში. ამავე წელს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მიავლინეს გერმანიასა და საფრანგეთში. იქ გამოქვეყნებული შრომების შედეგად დვიგუბსკი აირჩიეს გეტინგენის ფიზიკის საზოგადოების წევრად, საფრანგეთის გალვანური საზოგადოების წევრად, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1804 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის საბჭომ მას ევროპაში ყოფნის დროს ექსტრაორდინალური პროფესორის წოდება მიანიჭა.

ივანე დვიგუბსკის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1798-1808 წლებში დვიგუბსკი მოსკოვის უნივერსიტეტში ფიზიკას ასწავლიდა. 1808 წელს მან გადმოთარგმნა ფრანგი ავტორის ჟაკოტოს „ფიზიკის სახელმძღვანელო". ეს წიგნი შეიცავლა ფიზიკის კანონების მოკლე შინაარსს და ძირითადი ფიზიკური მოვლენების ახსნას. 1814 წელს გამოვიდა მისი მეორე გამოცემა. ეს გადამუშავებული და შევსებული სახელმძღვანელო უკვე საუნივერსიტეტოდ იყო განკუთვნილი.

დვიგუბსკის ფიზიკის ორტომეული მესამედ გამოიცა 1824-1825 წლებში. ეს წიგნი სრულიად ახალი სახელმძღვანელო იყო რომელშიც ავტორმა ბევრ იმ ახალ აღმოჩენას მოუყარა თავი, რომელიც პირველიდან მეორე გამოცემამდე შეიქმნა მოწინავე იდეებით არის გაჟღენთილი სახელმძღვანეოს ბოლო თავი - ოპტიკა. 1912 წლის სამამულო ომის პერიოდში დვიგუბსკი აქტიური მონაწილეობა მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტის ევაკუაციის საქმეში. 1813 წელს დვიგუბსკის ირჩევენ მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის გამგედ, 1818 წელს კი ფიზიკა - მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად. დვიგუბსკის დიდი დამსახურება მიუძღვის ახალი ფიზიკური ლაბორატორიების მოწყობაში, მეტეოროლოგიური დაკვირვებების განახლებაში და სხვ.

ივანე დვიგუბსკი გარდაიცვალა 1839 წლის 30 დეკემბერს მოსკოვში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 157-164
  • Волков В. А., Куликова М. В. Московские профессора XVIII — начала XX веков. Естественные и технические науки. — М.: Янус-К: Московские учебники и картолитография, 2003. — С. 75—76. — 296 с. — 2000 экз. — ISBN 5—8037—0164—5.
  • Императорский Московский университет: 1755-1917 : энциклопедический словарь / А. Ю. Андреев, Д. А. Цыганков. — М.: Российская политическая энциклопедия (РОССПЭН), 2010. — С. 211—212. — 894 с. — 2 000 экз. — ISBN 978-5-8243-1429-8.
  • Д-р мед. Змеев Лев Фёдорович. Словарь врачей, получивших степень доктора медицины (и хирургии) в Императорском Московском университете до 1863 года. — Санкт-Петербург: Типо-лит. В. Г. Апостолова, 1885. — 67 с.