ივანე დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ივანე (იოვანე) დადიანი — XI საუკუნის შუა პერიოდის ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, დადიანების საგვარეულოს პირველი ცნობილი წარმომადგენელი. „მატიანე ქართლისაჲში“ მოხსენიებულია იმ დიდებულთა შორის, რომლებიც 1045 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა მეფე ბაგრატ IV–სთან დაპირისპირების დროს ანისიდან გამოიტყუა და შეიპყრო. შ. მესხიამ ეს ივანე გააიგივა ერისთავთ-ერისთავ ივანე დადიანთან, რომელიც იხსენიება ე. თაყაიშვილის მიერ ნიკორწმინდის ტაძარში მიკვლეული ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძ–მინაწერში: „მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა... ერისთავთ-ერისთავსა იოვანე დადიანსა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 252.
  • ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი, 2017 – გვ. 150.