ივანე გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურიელი.
ივანე გურიელი
დაბ. თარიღი 1770
მოგილოვი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1818
ეთნიკურად ქართველი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა სამხედრო მოღვაწე
წოდება გენერალ-მაიორი
მშობლები მამა: სტეფანე გურიელი
ნათესავები ქაიხოსრო III გურიელი (ბაბუა)
ჯილდოები წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი
წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი

ივანე გურიელი (დ. 1770 ან 1772, მოგილიოვი — 1818) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1803).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო შვილიშვილი ქაიხოსრო III გურიელისა, რომელიც 1724 წელს წავიდა რუსეტში. ივანე გურიელი 1780 წელს ჩაირიცხა ნაშებურგის ქვეითთა პოლკში, 1786 წელს გადაიყვანეს უგლიჩის მუშკეტერთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1787-91 წლების ომში, 1789 წელს იბრძოდა გაიკურსა და სალკუცთან (მოლდავეთი), ხოლო 1790 წელს ალექსანდრე სუვოროვის ხელმძღვანელობით იბრძოდა ბერლიტთან, გალაცთან, ტარგუსთან, რიმნიკთან და სხვა. 1792-94 წლებში მამაცობისთვის მიიღო პორუჩიკის წოდება, პრემიერ-მაიორობა, ხოლო 1799 წელს - პოლკოვნიკობა. 1794 წელს მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში, შემდეგ ფანაგორიის გრენადერთა პოლკში მსახურობდა.

1803 წელს 31 წლის ასაკში მიიღო გენერალ-მაიორობა და ვოლინის პოლკის უფროსად დაინიშნა. 1803-1812 წლებში ცხოვრობდა საკუთარ მამულში, მოგილიოვის გუბერნიაში. ნაპოლეონის რუსეთზე თავდასხმის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ეკატერინბურგის პოლკს, მონაწილეობდა ოსტრავის, კაკუვაჩინის, ზაბოლოტიეს, ბოროდინოს, ტარუტინოს, ვიაზმისა და სხვა ბრძოლებში; რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობის დროს (1813–1814) მეთაურობდა 23–ე ქვეითთა დივიზიის I ბრიგადას; თავი გამოიჩინა ნასაუს, დრეზდენის, ბაუცენის, ლაიფციგის, ლებაუს, ლანტენბერგის, კომბლენცისა და სხვა ბრძოლებში; ვიდრე ჯარი პარიზს დაიკავებდა, იერიშით აიღო მონმარტრის მაღლობი.

პეტრე ბაგრატიონის წარდგინებით დააჯილდოეს წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით. ვიაზმასთან ბრძოლაში მამაცობისთვის ალექსანდრე პირველმა მამაცობისთვის უბოძა ალმასებით შემკული ოქროს დაშნა წარწერით. 1813 წლის 8 მაისს ბაუნცენთან ბრძოლაში გმირობისთვის დაჯილდოვდა წმინდა ანას პირველი ხარისხის ალმასის ნიშნებიანი ორდენით.

ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, იყო მამაცი. ერთხელაც არ დაჭრილა, რასაც წმინდა სტეფანეს ხატს მიაწერდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]