შინაარსზე გადასვლა

ივანე გეორგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე გეორგი
გერმ. Johann Gottlieb Georgi
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 1729(1729-12-31)[1] [2] ან 31 დეკემბერი, 1729 (11 იანვარი, 1730)[3]
დაბ. ადგილი Konarzewo
გარდ. თარიღი 27 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1802[2] [3] (72 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[4]
მოქალაქეობა  შვედეთი
რუსეთის იმპერია
საქმიანობა ქიმიკოსი, მკვლევარი, გეოგრაფი, ორნითოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი, მინერალოგი[5] და ფარმაცევტი[5]
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი უფსალის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ივანე ივანეს ძე გეორგი[6] (იოჰან გოტლიბ გეორგი; გერმ. Johann Gottlieb Georgi; დ. 31 დეკემბერი, 1729, პომერანია — გ. 8 ნოემბერი [ძვ. სტ. 27 ოქტომბერი], 1802, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი მოგზაური, ბოტანიკოსი, გეოგრაფი, ეთნოგრაფი, ნატურალისტი. ციმბირის მკვლევარი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა უფსალის უნივერსიტეტი. მიღებული ჰქონდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, მუშაობდა ფარმაცევტათ. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1783). წარმოშობით გერმანელი. 1768-1772 წლებში მოიარა სამხრეთ-აღმოსავლეთი რუსეთი, ალთაი, იმიერბაიკალეთი, ურალი, ვოლგისპირეთი და დაწერა პირველი განმაზოგადებელი ნაშრომი რუსეთის ხალხთა შესახებ — „რუსეთის სახელმწიფოში მოსახლე ყველა ხალხის, აგრეთვე მათი საყოფაცხოვრებო წესების, რწმენების, ჩვეულებების, ტანსაცმლის, საცხოვრებლისა და სხვა ღირსშესანიშნაობათა აღწერა“ (ნაწილი 1-3, 1776-1777). 1768 წელს რუსეთში მოგზაურობისას თან ახლდა პეტრე პალასს. 1770-1774 წლებში პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის დავალებით მოინახულა ასტრახანი, ტომსკი, ირკუტსკი, მდინარე ურალის სანაპირო, ბაიკალი და სხვ. განსაკუთრებით იკვლევდა ბაიკალის რეგიონს.

გეორგი აგრეთვე დაინტერესებული იყო ქიმიით, მედიცინით, მეცნიერული აღმოჩენების ისტორიით. გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია საბუნებისმეტყველო და სამთო საქმის შესახებ. მისი სახელობისაა რთულყვავილოვანთა ოჯახში შემავალი მცენარის სახეობა გეორგინა.

  • Geographisch-physikalische und naturhistorische Beschreibung des Russischen Reichs, Tl. 1—4, Königsberg, 1797—1802.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Пыпин А. Н., История русской этнографии, т. 1—4, СПб, 1890—92;
  • Тихомиров В. В., Софиано Т. А., Двести двадцать пять лет со дня рождения академика И. И. Георги, «Изв. АН СССР. Серия геологическая», 1954, № 5;
  • Обручев В. А., История геологического исследования Сибири. Период 1, Л., 1931;
  • Токарев С. А., История русской этнографии, М., 1966, с. 103≈10.
  1. Base biographiqueBIU Santé.
  2. 2.0 2.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
  3. 3.0 3.1 Чувашская энциклопедияЧувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
  4. Deutsche Nationalbibliothek Record #116562374 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. 5.0 5.1 Národní autority České republiky
  6. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 86.