ივანე ბურცოვის საფლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე ბურცოვის საფლავი — ისტორიული ძეგლი გორში, აკაკი წერეთლის სახელობის სკვერში. რუსი დეკაბრისტი, რუსეთ-ირანის 1826-1828 წლებისა და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების სტრატეგიული გეგმების ავტორი, გენერალ-მაიორი ივანე გრიგორის ძე ბურცოვი (1795-1829 წწ.) 1829 წელს დაასაფლავეს გორის ტაძარში (დაინგრა XIX საუკუნეში, მიწისძვრის დროს). საფლავის ქვაზე შემორჩენილია ივანე ბურცოვის ბიოგრაფიული ცნობების შემცვლელი ვრცელი წარწერა და ეპიტაფია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]