ივანა ბაკერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ივანა ბაქუერო)
ივანა ბაკერო
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1994 (1994-06-11) (29 წლის)
ბარსელონა, ესპანეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004–დღემდე
საიტი www.ivanabaquero.com

ივანა ბაკერო (დ. 11 ივნისი, 1994) — ესპანელი მსახიობი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანა დაიბადა ბარსელონაში, ივან ბაკეროსა და ჯულია მასიასის ოჯახში. ის სწავლობდა ბარსელონას ამერიკულ სკოლაში, სადაც დაეუფლა ინგლისურ, ესპანურ და კატალანურ ენებზე საუბარს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანამ მსახიობობა რვა წლის ასაკში დაიწყო. იგი პატარა როლებს ასრულებდა სხვადასხვა ფილმებში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „მტვრევადი“, რომელშიც თამაშობდა მცირე როლს, მსახიობებთან, კალისტა ფლოქჰარტთან და რიჩარდ როქსბურგთან ერთად. ივანა აგრეთვე მონაწილეობს ფილმებში „ნადირობა მაქციაზე“ და „როტვეილერი“. იგი აგრეთვე რამდენიმეჯერ გამოჩნდა ესპანურ ტელევიზიაში[1].

1000 მსახიობს შორის, ბაკერომ შეძლო მიეღო ოფელიას როლი ფილმში „ფავნის ლაბირინთი“. თავდაპირველად ეს როლი განკუთვნილი იყო 8 წლის გოგონასთვის, თუმცა მოგვიანებით სცენარი შეცვალეს და მთავარ როლზე 11 წლის ბაკერო აირჩიეს. ამ როლისთვის მან მიიღო გოიას ჯილდო საუკეთესო ახალი მსახიობისთვის.

2009 წელს მან ითამაშა მთავარი როლი ჯონ კონოლის საშინელებათა ფილმში „ახალი ქალიშვილი“, კევინ კოსტნერთან ერთად.

2015 წელს მონაწილეობა მიიღო MTV-ს ტელესერიალში „შანარას ქრონიკები“, რომელშიც ერეტრიას როლს თამაშობდა. სერიალის პრემიერა გაიმართა 2016 წლის იანვარში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]