ივაილოს აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ივაილოს აჯანყება — გლეხთა აჯანყება ბულგარეთში, მიმდინარეობდა 1277-1280 წლებში მწყემს ივაილოს ხელმძღვანელობით. აჯანყების მიზეზი იყო ფეოდალური ჩაგვრის გაძლიერება და თათართა გამუდმებული თავდახმები. აჯანყება დაიწყო სამხრეთ დობრუჯაში. გლეხებმა გაანადგურეს თათრები ნოღაის ურდოდან, შემდეგ – ბულგარეთის მეფე კონსტანტინე ასენის არმია. 1277 წელს აჯანყებულებმა ივაილო მეფედ გამოაცხადეს. 1278 წლის გაზაფხულზე ივაილო შევიდა ტირნოვოში და ცოლად შეირთო კონსტანტინე ასენის ქვრივი მარია. ბულგარეთის ფეოდალებმა დახმარებისათის მიმართეს ბიზანტიელებს და 1279 წლის თებერვალში ტირნოვო აიღეს. ბიზანტიელთა არმიის განადგურებისა და (1280 წლის 17 ივლისი) და სხვა გამარჯვებათა მიუხედავად, ივაილომ ვეღარ შეძლო დედაქალაქის დაკავება. თავი იჩინა აჯანყების სტიქიურმა ხასიათმა, აჯანყებულთა არმია იშლებოდა. ღალატის შიშით ივაილო გაიქცა თათართა ხანის ბანაკში, სადაც მოკლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]