იესოს ლოცვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტოგრამა იესოს ლოცვით, რუმინული წარწერა: Doamne Iisuse Hristoase, Fiul lui Dumnezeu, miluieşte-mă pe mine păcătosul („უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”).

იესოს ლოცვა — ფსიქო-სომატური ლოცვა, შემადგენელია ისიხაზმისა (Hesychastes - მშვიდი). გულისმიერი ლოცვის რთული ასკეტური სისტემა, სუნთქვის რეგულაციით, რომლის დროსაც მონაწილეობას იღებს ადამიანის მთელი არსება (სული და სხეული); მიიღწევა განწმენდა ქვენა ინსტინქტებისგან და ვნებათა დაცხრომა.

ლოცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IV-VIII საუკუნეებში ეგვიპტელი და სინელი ასკეტების მიერ რელიგიური და ეთიკურ-ასკეტური სწავლების მთელი სისტემა იქნა შემუშავებული. იგი ითვალისწინებდა გარკვეული მეთოდებისა და ხერხების შეთვისებას, რაც ადამიანს ღმერთთან მიაახლებდა, ეს ძალზე თავისთავადი მისტიკური მედიტაცია მოითხოვდა დადგენილი წესის დაცვას ლოცვისას, იესოს ლოცვის მრავალჯერად განმეორებას, სუნთქვის მოწესრიგებულობას, დროულ გალობას და სხვა.

იესოს ლოცვის მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იესოს ლოცვის დაუფლება გარეგნულად, ბაგეებით ლოცვის განუწყვეტელ განმეორებას ნიშნავს. შინაგანად კი - გონების, ყურადღების გულში მოკრებას და მუდმივად უფლის წინაშე მყოფობას, რასაც თან ახლავს განსხვავებული ხარისხის გულის სითბო, მხურვალება და ყველა სხვა გულისწადილის განდევნა. იესო ქრისტემ ბრძანა: ”ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემ მიერ” (იოან. 14,6). ამდენად, მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ადამიანი, რომელიც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს.

ღვთისმეტყველება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იესოს ლოცვის საღვთისმეტყველო დასაბუთებები მოცემულია თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის წმ. გრიგოლ პალამას ნაშრომში „ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად“ (1338).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]