შინაარსზე გადასვლა

იესე ქსნის ერისთავი (XVIII საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იესე.

იესე ქსნის ერისთავი (გ. 1745) — XVIII საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე. 1736-1741 წლებში თავის ძმასთან, შანშე ქსნის ერისთავთან ერთად მეთაურობდა ქსნის საერისთავოს აჯანყებას ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ირანში გაიწვიეს და ნადირ-შაჰის ბრძანებით დააპატიმრეს. 1745 წელს საქართველოში მომავალი გზაში გარდაიცვალა.