იერუსალიმური ლექციონარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იერუსალიმური ლექციონარი

იერუსალიმური ლექციონარიVIII საუკუნის ქართული ხელნაწერი, რომელიც პალიმფსესტის ქვედა ფენაზეა დაცული; ასახავს ღვტისმსახურების ადრეულ, იერუსალიმურ წესს. ენობრივად იგი ჰაემეტი ძეგლია და VIII საუკუნის ნორმებითაა შესრულებული. პირველწყარო ბერძნულია, თუმცა იგი დაკარგულია. შესრულებულია ეტრატზე, ფურცლის ზომებია 16X12,5 სანტიმეტრი.

ლექციონარი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. მოღწეულია ფრაგმენტების სახით. მისი პირველი ნაწილი, რომელიც 51 ფურცელს შეიაცვს, H ფონდშია მოთავსებული (H-1329), მეორე ნაწილი კი Q ფონდში (Q-333).

პალიმფსესტის (H-1329) ზედა ფენა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება და გვიანდელ საღვთისმსახურო კრებულს, პარაკლიტონს წარმოადგენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 17