იერჟი დუდეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იერჟი დუდეკი
Jerzy Dudek.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
იერჟი დუდეკი
დაბადების
თარიღი
23 მარტი, 1973 (1973-03-23) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
რუბნიკი, პოლონეთის დროშა პოლონეთი
სიმაღლე 1.88 მ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1985-1991 გორნიკ კნუროვი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991–1995 კონკორდია კნუროვი 119 (0)
1995–1996 სოკოლ ტიჩი 15 (0)
1996–2001 ფეიენოორდი 139 (0)
2001-2007 ლივერპული 127 (0)
2007–2011 რეალ მადრიდი 2 (0)
სულ 402 (0)
ეროვნული ნაკრები
1998–2013 პოლონეთი 60 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

იერჟი დუდეკი (პოლ. Jerzy Dudek; დ. 23 მარტი, 1973) — ყოფილი პოლონელი ფეხბურთელი, მეკარე

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერჟი დუდეკის კარიერა „სოკოლი ტიჩიდან“ იწყება. ეს გუნდი პოლონეთში მეშახტეებს ეკუთვნით. დუდეკის მამაც მეშახტე იყო. თავიდან დუდეკი „კონკორდიას“ ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, რის შემდეგაც ის „სოკოლში“ მიიწვიეს. 16 მატჩის შემდეგ მან „ფეიენოორდის“ სკაუტების ყურადღება მიეპყრო. დუდეკი როტერდამში მიიწვიეს სინჯებზე, სადაც მან თავი კარგად წარმოაჩინა და ჰოლანდიური გრანდის მაისურიც მოირგო. ფეიენოორდში დუდეკის კარიერა კარგად აეწყო, მან გულშემატკივრების სიმპათიაც დაიმსახურა და მალე, 1998 წელს პოლონეთის ნაკრებშიც გამოიძახეს. ნიდერლანდებში გატარებული წლების განმავლობაში დუდეკი წლის საუკეთესო მეკარედ და ფეხბურთელად დაასახელეს.

ჰოლანდიაში გატარებული 5 სეზონის შემდეგ, დუდეკით ინგლისური „ლივერპული“ დაინტერესდა და მალე გადაიბირა კიდეც. დუდეკის პრემიერლიგური დებიუტი 2001 წლის 8 სექტემბერს შედგა, „ასტონ ვილასთან“ მატჩში. იმ სეზონში დუდეკმა 35 მატჩი ჩაატარა. მომდევნო 2 სეზონში 30-30, ხოლო მისთვის საუკეთესო 2004-2005 წლების სეზონში დუდეკმა პრემიერ ლიგაში შედარებით ცოტა, 24 მატჩი ჩაატარა. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზა 10-ჯერ. იმ წელს ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაშიც დუდეკმა საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „მილანის“ წინააღმდეგ დუდეკმა დიდებულად იასპარეზა და დამატებით დროში რამდენიმე ურთულესი დარტყმა აიღო. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი შევჩენკოს, სერჟინიოსა და პირლოს დარტყმები მოიგერია და ლივერპული ჩემპიონი გახადა.

ამის შემდეგ დუდეკის საქმეები თანდათან უკან წავიდა, რადგან „ლივერპულმა“ პეპე რეინა იყიდა, რომელსაც რაფაელ ბენიტესი უზომოდ ენდობოდა. 2007 წლის ზაფხულში დუდეკი „რეალ მადრიდში“ გადაბარგდა. სამეფო კლუბის გარდა მას ყოფილი გუნდი „ფეიენოორდი“ და გერმანული „ვოლფსბურგიც“ ეპატიჟებოდნენ, თუმცა პოლონელმა რეალი აირჩია. დუდეკმა თავისი კარიერა მადრიდში დაასრულა.

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუდეკს ჰყავს მეუღლე მირელა, რომელთანაც 1996 წელს იქორწინა. წყვილს 3 შვილი ჰყავთ: ბიჭი ალექსანდრი და 2 ქალიშვილი - ვიქტორია და ნატალია. დუდეკს ასევე ჰყავს ძმა, დარიუში, რომელიც ასევე ფეხბურთელია. 2004 წელს, რომის პაპთან, იოანე პავლე II-სთან შეხვედრისას, რომელიც ახალაგაზრდობაში ფეხბურთის თამაშისას ასევე მეკარე იყო, დუდეკს უთხრა, რომ ის მისი დიდი გულშემატკივარი იყო და მას მსოლფიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად თვლიდა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰოლანდიის ჩემპიონი: 1998-99
  • ჰოლანდიის სუპერთასი: 1999-00
  • ინგლისის ლიგის თასი: 2002-03
  • ინგლისის ასოციაციის თასი: 2005-06
  • ინგლისის სუპერთასი: 2006-07
  • ჩემპიონთა ლიგა: 2004-05
  • ევროპის სუპერთასი: 2005
  • ლა ლიგა:2007-2008

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰოლანდიის წლის საუკეთესო მეკარე 1998-99
  • ჰოლანდიის წლის საუკეთესო მოთამაშე 1999-00

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]