იენჩენგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
იენჩენგი
盐城市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ძიანსუ
შიდა დაყოფა Tinghu District, Yandu District, Xiangshui County, Binhai County, Funing County, Sheyang County, Jianhu County, Dongtai და Dafeng District
კოორდინატები 33°20′54″ ჩ. გ. 120°09′45″ ა. გ. / 33.34833° ჩ. გ. 120.16250° ა. გ. / 33.34833; 120.16250
ფართობი 16,920.83 კმ²
მოსახლეობა 7,200,000 კაცი
სიმჭიდროვე 430 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 515
საფოსტო ინდექსი 224000
საავტომობილო კოდი 苏J
ოფიციალური საიტი yancheng.gov.cn
იენჩენგი — ჩინეთი
იენჩენგი

იენჩენგი (გამარტივებული ჩინური: 盐城, ტრადიციული ჩინური: 鹽城, ფინინი: Yánchéng) — საოლქო დონის ქალაქი ძიანსუს პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთი. ეს არის ყველაზე დიდი ზომის იურიდიული არეალი მთელი პროვინციის ტერიტორიაზე. იენჩენგს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლიენიუნკანგი, დასავლეთიდან ხუაიანი, იანგჭოუ და თაიჭოუ სამხრეთ-დასავლეთით, ნანთუნგი სამხრეთით და ყვითელი ზღვა აღმოსავლეთით.

იენჩენგი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მარილის ქალაქი“. ეს ტერმინი ქალაქის მიმდებარე ზღვის მარილის არსებობითაა განპირობებული. 2010 წლის ჩინეთის ეროვნული მოსახლეობის აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 8 203 728 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 7 260 240 იენჩენგის მუდმივი მაცხოვრებელია.[1] ქალაქის ურბანული ნაწილი თინგხუსა და იენტუს რეგიონებისაგან შედგება, სადაც 1 615 717 ადამიანი ცხოვრობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იენჩენგის ისტორია 2 100 წელს მოიცავს. 2 100 წლის წინ, ძველი წელთაღრიცხვით 119 წელს, თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე ხანის დინასტიის დაქვემდებარების ქვეშ დაარსდა პირველი კანტონი. მას სახელი მარილის საბადოების არსებობის გამო ეწოდა, რაც ქალაქის მიმდებარედ მდინარეებში დიდი რაოდენობით იყო. იენჩნეგი სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „მარილის ქალაქი“. მოგვიანებით ქალაქში დასახლდა ფან ჭონგიენი (ცნობილი პოეტი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი, სამხედრო სტრატეგისტი). ქალაქში ასევე ცხოვრობდა ში ნაიანი, ცნობილი ნოველების ავტორი.[2]

იენჩენგი ყურადღების ცენტრში ჩინეთის სამოქალაქო ომის პერიოდში აღმოჩნდა, რაც 1930-იანი წლებიდან 1940-იან წლებამდე მიმდინარეობდა. ახალმა მეოთხე არმიამ, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია მართავდა, იენჩენგის მიმდებარედ ჩასაფრების შედეგ, წარმატებას მიაღწია. ამ არმიამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში. ახალი მეოთხე არმიის გმირების პატივსაცემად იანჩენგში არაერთი მონუმენტი არსებობს.[2]

ჩენძიაკანგის ქიმიური ინდუსტრიის პარკის აფეთქება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი აფეთქება და ხანძარი იყო იენჩენგის სიანგშუის ქიმიური ობიექტის ტერიტორიაზე 2019 წლის მარტში, რასაც 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო 94 ადამიანმა. ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდა 640 შემთხვევაში და პაციენტები 16-მდე საავამყოფოში იყო გადანაწილებული. ეს ობიექტი იმართებოდა თიენძიაის ქიმიური კომპანიის (江苏天嘉宜化工有限公司) მიერ, რომელიც დაწესებულებას სასუქისა[3] პესტიციდების დასამზადებლად იყენებდა.[4] თიენძიაის ქიმიური კომპანია წარსულში ექვსჯერ იყო დაჯარიმებული დაბინძურებისა და ნარჩენების მართვის კანონების დარღვევისთვის.[5] China Daily-ის ინფორმაციით კომპანია დაჯარიმებული იყო უსაფრთხოების ზომების გამოც.[6]

2007 წლის 27 ნოემბერს აფეთქება მოხდა ჩენძიაკანგის ქიმიური ზონის (陈家港生态化工园区) ერთ-ერთ ქარხანაში. შედეგად გარდაიცვალა შვიდი და დაშავდა 50-მდე პირი.[7][8] 2010 წლის 23 ნოემბერს 30-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა მომწამლავი გაზის გაფრქვევის შედეგად.[9][10] 2011 წლის 11 თებერვალს, დილით, მომწამლავი აირის გაფრქვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად იენჩენგის დაქვემდებარებაში არსებული ჩენძიაკანგისა და შუანგკანგის (双港镇) 10 000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა პანიკის გამო ქალაქი დატოვა. შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.[9] 2011 წლის 18 მაისის საღამოს და ასევე 26 ივლისს ადგილობრივ ქარხანაში აფეთქებები მოხდა.[11]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იენჩენგი მოიცავს სანაპირო ზოლის 582 კილომეტრს, რაც მთლიანად პროვინციის სანაპირო ზოლის თითქმის ნახევარს წარმოადგენს. მეზოლითის პერიოდის დასრულების შემდეგ, ტრანსგრესიის გამო ტერიტორია თითქმის მთლიანად შეიცვალა, დაშრა ყურე. შედეგად ასევე გაფართოვდა იანძისა და ხუაის მდინარეების კალაპოტი. 1128 წლიდან ყვითელი მდინარისა და ხუაის შეერთების ადგილი შეიცვალა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძიანსუს ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილების მსგავსად, იენჩენგისათვ ის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa/Cwa). ქალაქის კლიმატზე გავლენას ახდენს აღმოსავლეთ აზიის მუსონები. საშუალო ტემპერატურა იანვარში 1.7°C-დან ივლისში 26.9°C-მდე იზრდება. საშუალო წლიური ტემპერატურა 14.68°C-ს შეადგენს.[12] ნალექების უმეტესობა ქალაქში ივლისიდან აგვისტომდე მოდის.[12]

ჰავის მონაცემები — იენჩენგი (1981-2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 6.1 8.2 12.7 19.2 24.9 28.2 30.8 30.4 26.8 22.1 15.4 8.8 19.5
საშუალო დღიური °C 1.7 3.5 7.6 13.6 19.3 23.4 26.9 26.5 22.4 16.9 10.3 4.0 14.7
საშუალო დაბალი °C −1.7 −0.1 3.6 8.8 14.6 19.6 23.8 23.4 18.9 12.9 6.3 0.4 10.9
საშუალო ნალექი (მმ) 30.4 34.2 53.6 52.1 77.7 121.2 228.7 172.9 106.4 50.1 50.3 24.1 1 001,7
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 73 74 74 75 76 79 85 86 81 76 75 72 77
წყარო: China Meteorological Administration[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. in Chinese: Compilation by LianXin website. Data from the Sixth National Population Census of the People's Republic of China დაარქივებული 2012-03-25 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 Yancheng Introduction (Yancheng Middle School). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-10. ციტირების თარიღი: 2021-11-06.
  3. Death Toll Soars to 44 in China Chemical Plant Blast, At least 90 Injured (2019-03-22). ციტირების თარიღი: 2019-03-22
  4. „Dozens killed and hundreds injured in explosion at Chinese chemical plant“. The Guardian. 22 March 2019. ციტირების თარიღი: 23 March 2019.
  5. China chemical blast death toll rises to 47. BBC News (22 March 2019). ციტირების თარიღი: 22 March 2019
  6. Chinese industrial park where chemical factory blast happened 'opened in a rush' (31 March 2019).
  7. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Government of the People's Republic of China (28 November 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 August 2012.
  8. Liu, Zhaoquan (刘兆权); Deng, Huaning (邓华宁) (30 November 2007). 响水"1127"爆炸事故原因初步查明. CCTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-22.
  9. 9.0 9.1 zh:江苏响水因谣言引发上万人惊慌出逃. Sina Corp (29 March 2011). ციტატა:2月9日深夜到10日凌晨,在江苏响水县上演的“大逃亡闹剧”最终导致4人死亡、多人受伤,而事发全程不过六七个小时。{...}晚上10点半左右,他突然发现厂区内冒起了白烟,随之而来的是一股比平时更加刺鼻的气味。“不好,又出事了。”刘洪昌顿时紧张起来。他家所在的大湾村与化工园区仅隔一条马路。2010年11月,园区一家企业发生氯气泄漏,30多名工人中毒。2007年,化工园区还发生过一次伤亡达50人的爆炸,村民们当时感觉“像发生了地震”。感觉“出事”的刘洪昌随即给几个正在一起打牌的朋友打电话,提醒他们:又有氯气泄漏了,“赶紧往上风的方向跑”。随后,牌局立刻中止,大家迫不及待地将这一“可怕的消息”通知家人、亲友。{...}2月10日凌晨2点左右,响水大逃亡达到高潮。据响水县人民政府办公室副主任、新闻发言人周厚良介绍,当日加入逃亡大军的人涉及陈家港镇、双港镇等4个乡镇的30多个行政村,超过一万人。
  10. Zhu, Xudong (朱旭东); Wang, Junyong (王骏勇) (12 January 2011). 一则“谣言”引发“万人出逃”的背后——江苏响水“化工厂爆炸传言”事件追踪 (ჩინური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 March 2019.
  11. Gao, Shan (高山) (27 July 2011). 盐城南方化工有限公司日前再次发生爆炸. Radio Free Asia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 March 2019. ციტატა: „5月18日下午,陈家港的南方化工厂果然发生重大火灾。7月26号该厂又再次发生爆炸。
  12. 12.0 12.1 12.2 zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-21