შინაარსზე გადასვლა

იენიმაჰალე (ბორჩხა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იენიმაჰალე (თურქ. Yenimahalle) — ართვინის პროვინციის ბორჩხის რაიონში მდებარე სოფელ ჩავუშლუს უბანი.

ადრე დამოუკიდებელი სოფელი იენიმაჰალეს სახელწოდება იყო „გაბრიელა“. ქართველი ისტორიკოსის ზაქარია ჭიჭინაძის დადგენით, ლაზური სოფლის გაბრიელის სახელი პიროვნების სახელიდან მომდინარეობს.[1][2] ეს ტოპონიმი თურქულში შევიდა როგორც „გაბრელა“. ეს დასახლება ასევე ცნობილი იყო „იენი მაჰალეს“ (یكی محلە) სახელით.[3]

გაბრიელა ან იენიმაჰალე მდებარეობდა კლარჯეთში, რომელიც ისტორიული საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. ოსმალებმა ეს რეგიონი XVI საუკუნეში დაიპყრეს.[4]

სოფელი იენიმაჰალე 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის მატიანეში „იენი მაჰალეს“ (یكی محلە) სახელით რეგისტრირებულია როგორც ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის გონიოს რაიონის ნაწილი. სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 25 ოჯახისგან, სულ 70 ადამიანისგან. სოფელში საგადასახადო მიზნებისთვის აღრიცხული იყო 5 თხა, 1 ცხენი, 12 ძროხა და 5 ხარი.[5]

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ სოფელი რუსეთს საომარი რეპარაციის სახით გადასცა. რუსულმა ადმინისტრაციამ 1886 წლის მოსახლეობის აღწერაში დასახლება ჩაწერა ფორმით „ენიმაგლა“ ან „ენიმეჰლე“ . ის იყო ბათუმის ოლქის გონიოს მაზრის კატაბჰიას თემის 13 სოფლიდან ერთ-ერთი. მოსახლეობა შედგებოდა 5 ოჯახში მცხოვრები 14 ადამიანისგან, მათგან 8 მამაკაცი და 6 ქალი. მთელი მოსახლეობა აღრიცხული იყო როგორც „აჭარლები“, რაც ნიშნავს მუსლიმ ქართველებს.[6] რუსული მმართველობის პერიოდში ამ რეგიონში კვლევითი ექსპედიციით მყოფი ქართველი ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე გაბრიელის სახელით ჩაწერილ სოფელს ლაზურ სოფლებს შორის ასახელებს და აღნიშნავს, რომ იქ 5 ოჯახი ცხოვრობდა.[7]

სოფელ გაბრიელის ან იენიმაჰალეს თურქეთისთვის გადაცემის შემდეგ, 1922 წელს ართვინის ლივაში ჩატარებულ მოსახლეობის აღწერაში, სოფლის 4 ოჯახში ცხოვრობდა 26 ადამიანი, 12 ქალი და 14 მამაკაცი და მთელი მოსახლეობა შედგებოდა ქართველებისგან. ამ დროს ეს დასახლება იყო ართვინის ლივას ბორჩხის მაზრის მარადიდის თემის 16 სოფლიდან ერთ-ერთი.[8] ართვინის პროვინციის მკვლევარი მუვაჰიდ ზეკი თავის 1927 წელს გამოცემულ წიგნში სოფლის სახელს წერს როგორც "იენი მაჰალე" (یكی محلە). 1926 წლის მოსახლეობის აღწერაში სოფელში 4 ოჯახში დაფიქსირდა 27 ადამიანი, მათგან 16 მამაკაცი და 11 ქალი. ამ დროისთვის ბორჩხის მაზრა თემად იყო გარდაქმნილი.[9] 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაშიც იენი მაჰალე ცალკე სოფლად არის მოხსენიებული.[10] იმის გამო, რომ ის არ არის შეტანილი 1935 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, ჩანს, რომ იენიმაჰალე როგორც უბანი, მიუერთდა ჩავუშლუს სოფელს.

იენიმაჰალეში არის ჩანჩქერი, რომელიც ცნობილია როგორც გაბრელის ჩანჩქერი, დასახლების ძველი სახელის მიხედვით.

  1. ↑ Eter Beridze, Nigali (ნიგალი), Tiflis, 2009, s. 116 დაარქივებული 2021-11-24 საიტზე Wayback Machine. ISBN 978-9941-409-02-8
  2. ↑ Zakaria Çiçinadze, Müslüman Gürcüler ve Gürcistan’daki Köyleri (მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში), Tiflis, 1913, s. 253.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 Ocak 2024.
  3. ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 380, ISBN 9789157871117.
  4. ↑ Roland Topçişvili, Gürcülerin Etnik Tarihi ve Gürcistan'ın Tarihsel-Etnografik Bölgeleri (ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები), 2002, s. 66-67.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ekim 2021.
  5. ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 380-381, ISBN 9789157871117.
  6. ↑ Свод статистических данных о населении Закавказскаго края, извлеченных из посемейных списков 1886 г. (Transkafkasya Bölgesinin Nüfusuna Dair 1886 Yılı Aile Listelerinden Edinilmiş istatistik Verilerin Özeti), Tiflis, 1893, "Batum oblastı" - 1236.
  7. ↑ Zakaria Çiçinadze, Müslüman Gürcüler ve Gürcistan’daki Köyleri (მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში), Tiflis, 1913, s. 253.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 Ocak 2024.
  8. ↑ Nurşen Gök, “Artvin Livası'nın Anavatan'a Katılışı Sırasındaki Durumuna İlişkin Belgeler”, Ankara Üniversitesi Türk İnkılâp Tarihi Enstitüsü Atatürk Yolu Dergisi, Sayı: 41, Mayıs 2008, s. 89-104.
  9. ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumat-ı Umumiye, 1927, s. 119.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 Mayıs 2025.
  10. ↑ Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 79.