შინაარსზე გადასვლა

იელიცა ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იელიცა ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკა

იელიცა ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკა
დაბ. თარიღი 25 თებევრალი, 1870
დაბ. ადგილი ოსიეკი, ავსტრია-უნგრეთი
გარდ. თარიღი 30 ივნისი, 1946
გარდ. ადგილი სადი, სერბეთი
მოქალაქეობა  ხორვატია
საქმიანობა მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი, ეთნოგრაფი, მწერალი და რედაქტორი[1]
სამეცნიერო სფერო ეთნოგრაფია, ჟურნალისტიკა, პედაგოგიკა, მწერლობა

იელიცა ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკა (დ. 25 თებერვალი, 1870 – გ. 30 ივნისი, 1946) —სერბი ეთნოგრაფი, ჟურნალისტი, მწერალი და ფემინისტი. [2] დაწერილი აქვს ლიტერატურული ნაწარმოებები ბავშვებისთვის, აქვეყნებდა დისკუსიებს განათლების საკითხების შესახებ. როგორც ჟურნალისტი წერდა თეატრალურ და მუსიკალურ კრიტიკას და აქვეყნებდა ნაშრომებს ხელსაქმისა და ხალხური სამოსის შესახებ. წერდა სტატიებს გაზეთებისათვის და პირველი სერბული ქალთა ჟურნალის რედაქტორი იყო. იელიცა წერდა მრავალი ფსევდონიმით, მათ შორის: ლიუბა ტ. დანიჩიჩი, ჰელე, იელიცა, იელე, იასნა, დეიდა იელიცა და ქალიშვილი ანა.

იელიცა ბელოვიჩი დაიბადა 1870 წლის 25 თებერვალს ოსიეკში, ავსტრია-უნგრეთში, სერბი მამის იოსიპ ბელოვიჩისა და გერმანელი დედის კატენინა ფრაგნერის ოჯახში. ბავშვობიდანვე შეისწავლა სერბული, ფრანგული, გერმანული და იტალიური ენები მშობლებისგან, რომლებიც ორივენი მასწავლებლები იყვნენ. როდესაც მამა გარდაეცვალა, იელიცა ხუთი წლის იყო და დედამისი მასწავლებლად მუშაობდა, რათა ოჯახი ერჩინა. [3] ბელოვიჩმა დაწყებითი განათლება მიიღო ოსიეკში, შემდეგ კი სწავლობდა საშუალო სკოლაში ჯაკოვოში. ასევე, ის სწავლობდა იოსიპ იურაი შტროსმაიერის ინსტიტუტში, სანამ შევიდოდა მოწყალების მონასტრის სკოლაში, სადაც პირველად დაიწყო ხელსაქმის შესწავლა და შეგროვება.[4] ბელოვიჩმა განათლება მიიღო ზაგრების მასწავლებელთა საგანმანათლებლო მოწყალების კოლეჯში და ვენისა და პარიზის საგანმანათლებლო კოლეჯებში. 1891 წელს, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, სწავლება დაიწყო ზაგრებში.[5]

ორი წლის განმავლობაში ბელოვიჩი ასწავლიდა რუმასა[6] და ოსიეკში[3], ამავდროულად დაიწყო პედაგოგიური ესეების წერა. მისმა ნაწერებმა მიიპყრო ლიუბოიე დლუსტუშის, განათლების რეგიონალური მდივნის ყურადღება, რომელმაც მას შესთავაზა მასწავლებლის პოზიცია ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1893 წელს.{{sfn|Reynolds-Cordileone|2014|p=6} მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, 1878 წელს ბერლინის ხელშეკრულების ხელმოწერით ის ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მიერ ოკუპირებული ტერიტორია გახდა. ბელოვიჩმა დაიწყო სწავლება მოსტარის გოგონათა სკოლაში, სადაც შეხვდა იანკო ბერნაძიკოვსკის, პოლონელ სამოქალაქო მოხელეს. ისინი დაქორწინდნენ 1896 წლის თებერვალში და შემდგომში ჰყავდათ ორი შვილი, ვლადიმირი და იასნა.[3] ბერნაძიკოვსკი დაინიშნა სარაევოში და წყვილი იქ გადავიდა საცხოვრებლად.[5] ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკა ასწავლიდა სარაევოს გოგონათა სკოლაში, მაგრამ 1898 წელს გადაიყვანეს ბანია ლუკას გოგონათა გიმნაზიაში, როდესაც მან უარი თქვა თავისი მენტორის გატაცებაზე.[7] გახდა სკოლის ადმინისტრატორი,[4] მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გამო სულ უფრო მეტად დაეძაბა ურთიერთობა თავის ზემდგომებთან, რადგან იელიცა დაშორდა მათ პრო-ავსტრიულ პოლიტიკას და განუვითარდა ემპათია სერბების მიმართ,[8] რომელთა შორისაც ცხოვრობდა და ასწავლიდა. ისწავლა კირილიცაზე წერა და აქვეყნებდა სტატიებს სერბულ ჟურნალებში.[9] 1900 წელს ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკა გაათავისუფლეს მასწავლებლის თანამდებობიდან.[5]

იელიცამ განაგრძო წერა და ხშირად მოგზაურობდა ხალხური ზღაპრებისა და ხელოვნების ნიმუშების შესაგროვებლად. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა ნაშრომები სერბულად, როგორიცაა „Пољско цвеће“ („ველური ყვავილები“, სარაევო 1899), „Разговор цвијећа“ („ყვავილების საუბარი“, 1901) და „Хрватски народни везови“ („ხორვატული ხალხური ნაქარგობა“, 1906).[10] უთანასწორობის გამოცდის შემდეგ, ძალიან დაინტერესდა ქალთა კულტურული და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებით. დაწერა მრავალი სტატია ქალთა ცვალებადი რეალობების შესახებ და გამოაქვეყნა ისეთი ნაშრომები, როგორიცაა „Žena Budućnosti“ („მომავლის ქალები“) და „Moderne Žene“ („თანამედროვე ქალები“), რომლებიც გამოჩნდნენ ჟურნალ „Zora“-ს („განთიადი“) 1899 წლის გამოცემაში.[11]

1904-დან 1913 წლამდე იელიცა მუშაობდა ფრიდრიხ სალომონ კრაუსთან ერთად,[4] ფსევდონიმით ლიუბა ტ. დანიჩიჩი. მის ცნობილ ყოველწლიურ დღიურებში „Antropofiteja“ აგროვებდა ინფორმაციას სამხრეთ სლავური სოფლების მოსახლეობის სოციალური და სექსუალური ცხოვრების შესახებ.[11] ამბობენ, ძალიან პირდაპირი იყო და როდესაც მას აუკრძალეს პუბლიკაცია ერთი სახელით, ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკა იყენებდა სხვა სახელს. იმ სახელებს შორის, რომლითაც ცნობილია, რომ მას გამოქვეყნებული აქვს, არის ჰელე, იელიცა, იელე, იასნა, დეიდა იელიცა, ქალიშვილი ანა,[6] ლიუბა ტ. დანიჩიჩი [11] და იასნა ბელოვიჩი.[4] საუბრობდა ცხრა ენაზე და მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაშრომების უმეტესობა გამოქვეყნდა სერბულად, აქვეყნებდა გერმანულადაც.[6]

1907 წელს იელიცას ზაგრების პროვინციის მთავრობამ სთხოვა დახმარება ეთნოგრაფიული კოლექციების შექმნაში ხელოვნებისა და ვაჭრობის ეროვნული მუზეუმისთვის. ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკამ შექმნა ტექსტილის კატალოგი ზაგრების ხელოვნებისა და ხელოსნობის მუზეუმისთვის და ეთნოგრაფიული კატალოგი ზაგრების Sbírka-ს კომერციული ხელოსნობის მუზეუმისთვის.[5] გამოაქვეყნა სტატიები ტექსტილისა და ხელსაქმის შესახებ მრავალ ჟურნალში მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის „Anthropophytea“, „Journal of the Gipsy Lore Society“, „Revue des Deux Mondes“ და სხვა სამეცნიერო გამოცემებში. გამოფინა ნაქარგობა და ხალხური სამოსი ბერლინში, დრეზდენში, მიუნხენში, პარიზსა და ვენაში, სხვა ექსპერტებთან თანამშრომლობით.[4] 1910 წელს ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკამ მონაწილეობა მიიღო პრაღის სერბი ქალების გამოფენაზე, სადაც წარმოადგინა ბოსნია-ჰერცეგოვინას ტექსტილი. შეხვედრაზე მას შთააგონეს ქალთა ალმანახის შექმნა. ჟურნალი „Srpkinja“ („სერბი ქალი“),[12] რომელიც გამოიცა სარაევოში, იყო პირველი ალმანახი, რომელიც დაწერეს სერბმა ქალებმა სერბი ქალებისთვის.[11] დაარსებული 1913 წელს,[13] ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკა რედაქტირებას უკეთებდა ჟურნალს და წერდა სერიალიზებულ სტატიებს.[10][14]

როდესაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკამ დატოვა სარაევო და დაბრუნდა ოსიეკში, სადაც დარჩა 1917 წლამდე.[5] დაახლოებით იმავე დროს, მისი ქორწინება დაინგრა ღალატისა და სიფილისის გამო, რამაც მას უბიძგა გაეზარდა ფემინისტური აქტივიზმი.[7] 1918 წელს ის დაბრუნდა სარაევოში და გახდა გაზეთ „Народна снага“-ს („ხალხის ძალა“) რედაქტორი.[10] იმავე წლის ბოლოს დაიქირავეს ნოვი-სადის თანამშრომლობით სკოლაში მასწავლებლად,[6]რომელიც იმავე წელს სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს ნაწილი გახდა.[15] იელიცა ასწავლიდა ნოვი-სადში 1936 წელს პენსიაზე გასვლამდე.[6] მიუხედავად იმისა, რომ მისი საგამომცემლო საქმიანობა შენელდა,[16] თავისი სიცოცხლის განმავლობაში ბელოვიჩ-ბერნაძიკოვსკამ გამოაქვეყნა 40-ზე მეტი ხელნაწერი და წიგნი.[10] იელიცა გარდაიცვალა 1946 წლის 30 ივნისს ნოვი-სადში, სერბეთში.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. WeChangEd
  2. Reinventions: Jelica Belović-Bernadzikowska's Ethnographic Turn | Knjizenstvo.
  3. 3.0 3.1 3.2 Zdero 2006, p. 51.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Radić 2014.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Stipčević-Despotović 1983.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Kamenica 2014.
  7. 7.0 7.1 Reynolds-Cordileone 2014, p. 8.
  8. Reynolds-Cordileone 2014, p. 2.
  9. Reynolds-Cordileone 2014, pp. 9, 11.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Knjiženstvo 2011.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Zdero 2006, p. 52.
  12. Reinventions: Jelica Belović-Bernadzikowska's Ethnographic Turn | Knjizenstvo.
  13. Österreichische Nationalbibliothek 2007.
  14. Srpkinja 1913.
  15. Bauböck, Perchinig & Sievers 2009, p. 340.
  16. Zdero 2006, p. 53.