იელის წმინდა კვირიკეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იელის წმინდა კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის განაპირა ნაწილში, სამხრეთით დაქანებულ ფერდობზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზული ტიპის მომცრო ნაგებობაა. ეკლესია ნაგებია ფიქალით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით. ავთენტური ნალესობა უმნიშვნელოდ შემორჩა ფასადებს, თუმცა შედარებით უკეთაა შემონახული აღმოსავლეთ ფასადზე. შესასვლელი კარი მოქცეულია დასავლეთ ფასადზე. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის თავზე მოთავსებულია მესამედ წრეში ჩასმული ჯვრის გამოსახულება, რომელიც ზემოდან ფლანკირებულია შეკრული ვარდულების წყვილით; ფასადის კეხში კი გამოსახულია ვერძის სკულპტურული თავი. ეკლესიას დასავლეთ ფასადზე მიშენებულია ქვს დაბალი, ფიქალის მშრალი წყობით ნაგები და ნაწილობრივ, ხის მორებით გამართული დახურული შესასვლელი. მინაშენი, რომლის მიღმაც ეკლესიის ერთადერთი შესასვლელია მოქცეული, მიწური იატაკის მქონე არაფრით გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8734