იელის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იელის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის მჭიდროდ განაშენიანებულ ნაწილში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ნაგებია ფიქალით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით. ეკლესიას ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მშრალი ფიქალის წყობით ამოყვანილი დაბალი მინაშენები აქვს მიდგმული, როგორც ჩანს, მოგვიანო ხანის; ტაძარში მოხვედრა სწორედ დასავლეთ მინაშენის მხრიდან არის შესაძლებელი. ეკლესიის კედლის წყობაში ჩართულია დიდი ზომის ფიქალის კვადრებიც. საფასადო ნალესობა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. შენობა საკურთხევლის კედელში გაჭრილი მაღალი და ვიწრო თაღოვანი სარკმლით ნათდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8713