იელის იოანე მახარებლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იელის იოანე მახარებლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის განაპირა ნაწილში, შემაღლებულ ფერდობზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის ტაძარი ნაგებია ფიქალით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით. კირის ავთენტური ნალესობა შედარებით უკეთ შემორჩა სამხრეთ ფასადის კედელზე, ყველაზე ნაკლებად - ჩრდილოეთ ფასადზე, სადაც ნალესობა თითქმის სრულად არის ჩამორეცხილი. ეკლესიის სახურავი ასევე განახლებულ ხის კონსტრუქციებზე დაგებული თუნუქით არის გადახურული. ტაძარს ერთადერთი შესასვლელი აქვს დასავლეთ მხარეს; შესასვლელში ხის ძველი, სწორკუთხა კარია შებმული, რომლის ზღურბლიც ერთი საფეხურით არის აწეული მიწის დონიდან. ეკლესიის ყოველ ფასადზე, ჩრდილოეთი ფასადის გამოკლებით, თითო თაღოვანი სარკმლის ღიობია დატანილი. გარედან ვიწრო, მაღალი და ღია სარკმლები ინტერიერში ფართოვდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8708