იეზიდიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლალეში - იეზიდთა წმინდა ტაძარი და აღსარების ადგილი. მდებარეობს ერაყში, ერაყის ქურთისტანში ქალაქ სინჯარში, 60 კმ-ში მოსულიდან. ლეგენდის მიხედვით, ლალეში აშენებულია იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა მალაქ ტაუსი.

იეზიდიზმი (ორიგინალში - შარფადინ) — იეზიდთა სინკრეტული რელიგია [1], რომელიც შეიცავს ზოროასტრიზმის, ნესტორიანული ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის ელემენტებს. [2]. იეზიდებს სწამთ ერთი ღმერთისა და 7 ანგელოზის არსებობის, რომელთა შორის უპირველესი არის მალაქ-ტაუსი (იგივე ჯაბრაილი). დღემდე იეზიდების რელიგიას შენარჩუნებული აქვს მრავალრიცხოვანი ადათ-წესები, რწმენა, რომელიც დაკავშირებულია უძველეს ქურთულ რწმენასთან. იეზიდების რელიგიური დოქტრინა განთავსებულია ორ წმინდა წიგნში - „გამოცხადებისა“ და „შავი“.

ლალეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლალეში.

ლალეში წარმოადგენს წმინდა ადგილს, ყველა იეზიდთა სალოცავს, რადგან იქ დაკრძალულია შეიხ ადი. იეზიდთა ღვთისმეტყველებაში არის უამრავი წესი და სწავლება, რომელიც ყველა მორწმუნე იეზიდმა უნდა დაიცვას და იხელმძღვანელოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს განსაკუთრებით გამოწვეულია რელიგიის სიწმინდის დასაცავად. არსებობს აგრეთვე ზოგიერთი საკვების აკრძალვის წესი. აგრეთვე კატეგორიულად იკრძალება ლურჯი ფერის ხმარება. არსებობს ტაბუ, რომელიც დაკავშირებულია ცეცხლთან, წყალთან და მიწასთან.

ლეგენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზისა და ცეცხლის თაყვანისცემა იეზდებს აძლევს უფლებას ილაპარაკონ ზოროასტრიზმის ელემენტებზე იეზიდიზმში.

მნიშვნელოვანი ადგილი იეზიდიზმში უჭირავს მალაქ-ტაუსის პიროვნებას. მალაქ-ტაუსი იყო პირველი იმ შვიდი ანგელოზთაგან,რომლებიც შეჰქმნა ღმერთმა, „და დასვა ღმერთმა მალაქ-ტაუს-ი ყველა დანარჩენ ანგელოზთა მმართველად“.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იეზიდების რელიგიურ ტრადიციებში „შეიხ-ადის“ პიროვნებას.

იეზიდთა წარმოდგენით შეიხ ადი არა მხოლოდ ისტორიული პიროვნებაა და რეფორმატორი იეზიდიზმისა, არამედ ითვლება ღმერთის მეორე წარგზავნილადაც მალაქ-ტაუსის შემდეგ, როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, მას არ ჰყავდა არც მამა, და არც დედა, იგი იყო წარგზავნილი მალაქ-ტაუსის მიერ – რათა მის მიერ არჩეული ხალხისათვის გაეწია დახმარება, რომ ისინი არ აცდენილიყვნენ ცხოვრების სწორ გზას. შეიხ-ადი არ მომკვდარა და არც არასოდეს არ მოკვდება.

ზოგიერთი სწავლული ამტკიცებს, რომ ღმერთის მესამე წარგზავნილი არის სულთან ეზიდი. მისი წარგზავნა ღვთის წყალობაა და დაკავშირებულია მრავალ ლეგენდასთან. აღსანიშნავია ის, რომ მისი წარმოშობის მნიშვნელობა ძალზე საინტერესოა, რადგან მისი სახელობისაა თვით რელიგიაც. იეზიდები მას მოიხსენებენ თავის მბრძანებელად (ბატონად).

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იეზიდიზმისა სხვა რელიგიებისაგან განსხვავებით არის ის, რომ იეზიდად შეიძლება მხოლოდ დაიბადო, ამ რელიგიის მიღება შეუძლებელია. მთელი მისი საზოგადოება დაფუძნებულია - კასტა – თეოკრატიულ პრინციპზე. არსებობს სამი კასტა: შეიხები, ფირები და მრიდები. შეიხები და ფირები სასულიერო პირებს წარმოადგენენ. ხოლო მრიდები - მოწაფეებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Езиды // Народы мира: историко-этнографический справочник / Гл. ред. Ю. В. Бромлей. — М.: Советская энциклопедия, 1988. — С. 162.
  2. Who, What, Why: Who are the Yazidis?. Би-би-си (2014-08-08). წაკითხვის თარიღი: 2015-07-22.