იეგრიჩკა (ეროვნული პარკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იეგრიჩკის ეროვნული პარკი

იეგრიჩკა (სერბ. Парк природе Јегричка) — ბუნებრივი პარკი სერბეთში. განლაგებულია ვოევოდინის ავტონომიური მხარის ბაჩკა-პალანკის, ტემერინის, ვრბასისა და ჟაბალის თემიების ტერიტორიაზე. მოიცავს 11 144 ჰა და 81 არის ფართობის მიწის ნაკვეთს.[1] იმყოფება სახელმწიფო დაცვის ქვეშ როგორც III კატეგორიის ნიშნიანი ობიექტი.[2] ამავე დროს, IUCN-ის შესაბამის კლასიფიკაციაში არის V კატეგორიის ობიექტი (დაცული ლანდშაფტი/აკვატორია).[3] მდებარეობს ამავე დასახელების მდინარის შუა დინებაზე.

იმყოფება საფრთხის ქვეშ სხვადასხვა პირობებიდან გამომდინარე: მყარი ნარჩენებით დაბინძურება, ჩამდინარე წყლები, ლერწმის ჭრა და წვა, პესტიციდები მიმდებარე მინდვრებიდან და ბრაკონიერობა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Парк природе Јегричка — површина. Eko.vojvodina.gov.rs. ციტირების თარიღი: 30. 4. 2012..[მკვდარი ბმული]
  2. Парк природе Јегричка — степен заштите. Eko.vojvodina.gov.rs. ციტირების თარიღი: 30. 4. 2012..[მკვდარი ბმული]
  3. Парк природе Јегричка — категорисање. Eko.vojvodina.gov.rs. ციტირების თარიღი: 30. 4. 2012..[მკვდარი ბმული]
  4. "Park prirode prepušten nemaru", Politika, 11 February 2011