იდინე, ცრემლო, — თქვა პოლიციელმა
იერსახე
„იდინე, ცრემლო, — თქვა პოლიციელმა“ | |
---|---|
| |
ავტორი | ფილიპ კინდრედ დიკი |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | Doubleday |
გამოცემის თარიღი | თებერვალი, 1974[1] |
იდინე, ცრემლო, — თქვა პოლიციელმა (ინგლ. Flow My Tears, the Policeman Said) — ამერიკელი მწერლის, ფილიპ კ. დიკის, 1974 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი. მოქმედება ფუტურისტულ დისტოპიაში მიმდინარეობს, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ პოლიციური სახელმწიფო გახდა. ნაწარმოები მოგვითხრობს ტელევარსკვლავი ჯეისონ ტავერნერის შესახებ, რომელიც ერთ დღეს იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ აღარავის ახსოვს, არ აქვს საბუთები და მასზე არანაირი ინფორმაცია არ იძებნება.
1975 წელს დიკმა რომანისთვის მიიღო ჯონ ვ. კემპბელის მემორიალური პრემია საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური რომანისთვის.[2] წიგნი აგრეთვე წარდგენილი იყო ნებულასა[3] და ჰიუგოს პრემიებზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Summary at official PKD website
- Flow My Tears, the Policeman Said cover art gallery
- Flow My Tears, the Policeman Said
- Flow My Tears, the Policeman Said
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Freebase Data Dumps — Google.
- ↑ Philip K. Dick, Won Awards For Science-Fiction Works.
- ↑ 1974 Award Winners & Nominees.