იდელსონის აფთიაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იდელსონის აფთიაქი
რუს. Аптека Идельсона
Таганрог Красный 23 фото 001.jpg
კოორდინატები 47°12′43″N 38°55′20″E / 47.211918° ჩ. გ. 38.922214° ა. გ. / 47.211918; 38.922214
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
გახსნის თარიღი 1884

იდელსონის აფთიაქი (რუს. Аптека Идельсона) — უძველესი სახლი ტაგანროგში, როსტოვს ოლქი. მდებარეობს წითელ შესახვევ № 53-ში. ამჟამად ეწოდება აფთიაქი № 53[1]. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილების საფუძველზე სახლს, რომელშიც მდებარეობდა იდელსონის აფთიაქი მიენიჭა რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად სახლის მფლობელმა რ. ბ. იდელსონმა, სანამ სახლს ააშენებდა თავისი აფთიაქის განსათავსებლად იჯარით აიღო სათავსო თანამედროვე ჩეხოვის ქუჩაზე. შემდეგ თავისი ბიზნეს საქმიანობის განვითარებისათვის იყიდა ორსართულიანი სახლი და მის პირველ სართულზე 1884 წელს განათავსა საკუთარი აფთიაქი. დროთა განმავლობაში იდელსონის აფთიაქი ქალაქ ტაგანროგში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. ჩვენს დრომდე შემოჩენილია იდელსონის აფთიაქის ეტიკეტების გამოსახულება[3].

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. 1920 წლის 20 ივნისს მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. შემდგომში აფთიაქში მუშაობდა 9 ადამიანი. მთავარი პროვიზორის თანამდებობაზე დაინიშნა ი. ბ. ნანკინი. დაწესებულებას ეწოდა ააფთიაქი № 53 და აგრძელებდა თავის საქმიანობას. 1980-იან წლებში შევიდა კომპანია „ფარმაციის“ შემადგენლობაში[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდელსონის სახლის ფასადის ელემენტები, რომელიც გამოყენებულია მის გასაფორმებლად საკმად ასიმეტრიულია. ეს ელემენტებია ბარელიეფები, შეისრული ფანჯრები და სხვ. სახლის გარეთა ფასადი შესრულებულია გოთიკურ არქიტექტურულ სტილში[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]